საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ

რეგისტრაცია

სიახლეები

118–09 ის საჩუქარი ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს!!! 2011-12-20 18:00:00

საინფორმაციო ცენტრი 118–09 საჩუქრად გადასცემს ამერიკულ საკალათბურთო შოუ გუნდ “ჰარლემის ელჩებისა” და საქართველოს “ყველა ვარსკვლავის” ამხანაგური თამაშის ორ ბილეთს, ჩვენს ყოველ მეხუთასე მომხმარებელს, აგრეთვე მათ, ვინც დეკემბრის თვეში ყველაზე ხშირად ისარგებლა ან სარგებლობს 118 –09 ის მომსახურებით.

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების საყურადღებოდ! 2011-12-13 12:00:00

გაცნობებთ, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი - ”8” შეიცვლება და ამოქმედდება ეროვნული პრეფიქსი - ”0”

დარეკეთ 118–09 ში და მიიღეთ ინფორმაცია “თბილისის შოპინგ ფესტივალთან” დაკავშირებით: 2011-12-08 04:00:00

2011 წლის  9- 10-11 დეკემბერს თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება " თბილისის შოპინგ ფესტივალი". მომხმარებლებს  საშუალებას აძლევს ისარგებლონ ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და სავაჭრო ობიექტების სპეციალური ფასდაკლებითა და  სხვადასხვა სახის აქციებით. ფესტივალის ფარგლებში  იგეგმება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.

საინფორმაციო ცენტრ 118–09 და საჯარო რეესტრის პროექტი: 2011-12-06 04:00:00

2011 წლის 21 ნოემბერს საინფორმაციო ცენტრ 118–09 და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა...

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მომხმარებლებო, მოგესალმებით “საინფორმაციო ცენტრ 118 - 09”-ის საიტზე.

ჩვენი მისიაა:

ჩვენი გრძელვადიანი გეგმები განისაზღვრება ჩვენი მისიით, რომელსაც ვიყენებთ სტანდარტად ქმედების და გადაწყვეტილებების მიღებისას

  • შევქმნათ სრულყოფილი მომსახურეობების კულტურა
  • საქართველოში, საინფორმაციო საუკუნეში, დავნერგოთ ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ გზით, სრულვყოთ მომხმარებლების მომსახურება
  • სრულად დავაკმაყოფილოთ საქართველოს მოსახლეობის ინფორმაციული მოთხოვნები
  • გავაძლიეროთ სტატისტიკური და სოციოლოგიური კვლევების მიმართულება

ჩვენი მიზნებია:

  • მომხმარებლის მომსახურების სფეროში სრულყოფისაკენ სწრაფვა
  • საქართველოში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა
  • მომხმარებლთა ზრდადი მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება

ჩვენი ხედვა:

ჩვენი ხედვა წარმოადგენს ჩვენი საგზაო რუქის ჩარჩოებს და განსაზღვრავს ჩვენი ქმედების ასპექტს სტაბილურობის გარანტიის და ხარისხის ზრდის შესანარჩუნებლად.