Information center 09 change language 118-09

ONLINE HELP (LIVE)

09 TECH - SUPPORT ON THE ROADS

PAGE

დრუიდების ჰოროსკოპი, რომელიც ზოგჯერ გალური ჰოროსკოპის სახელითაც იხსენიება, დაახლოებით ორი ათასი წლისაა.

გარდა ჰოროსკოპისა, საახალწლო ნაძვის კულტი და მასთან დაკავშირებულ წეს–ჩვეულებათა არსებობაც დრუიდებისგან მოდის.

დრუიდებზე ცოტა რამ არის ცნობილი. ძველ გალიაში, ირლანდიასა და ბრიტანეთში დრუიდები კელტთა ტრადიციული თქმულებებისა და წეს–ჩვეულებების მატარებელ ქურუმთა კარჩაკეტილ კასტას შეადგენდნენ. საუკუნეების მანძილზე ზეპირსიტყვიერებით გადმოცემულ ამ თქულებათა უმრავლესობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.

დრუიდები ტყეს წმინდა ადგილად თვლიდნენ. ისინი თავისი უშუალო საქმიანობის დაწყებამდე ვალდებულნი იყვნენ იქ  20 წელი მარტოობაში გაეტარებინათ. გამოცდა, რომელსაც უნდა გამოეწრთო დრუიდების ხასიათი, ზიარების პირველი ეტაპი იყო.

უმაღლეს კატეგორიას გრძნეულებით განთქმული ქურუმნი შეადგენდნენ. მათ ეთაყვანებოდნენ, როგორც წარსულის მცველებსა და წინასწარმეტყველებს. ისინი ტომებისთვის ადგენდნენ ბედნიერი დღეების აღმნიშვნელ კალენდრებს.

დრუიდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტყეს, ხეებს, რომელთა გარემოცვაშიც  უხდებოდათ მათ ცხოვრება. ამდენად ცხადია, რომ ისინი ხეებსა და ადამიანებს ურთიერთკავშირში აღიქვამდნენ. დრუიდები ამტკიცებდნენ, რომ თითოეული ადამიანი, ისევე როგორც ხე, საკუთარი თვისების, ღირსების ან ნაკლის მატარებელია. და ყოველი მათგანი მოითხოვს ცხოვრების განსაკუთრებულ პირობებს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი მზის ზამთრისა და ზაფხულის პირისპიდგომას, გაზაფხულ–ზაფხულის ბუნიობას. ამ დღეებში ისინი აწყობდნენ საზეიმო მსვლელობებს და მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ხარებს. დრუიდების ჰოროსკოპის საფუძველია დედამიწის მიმართ მზის მდებარეობა. ადამიანის ბედს, მის მომავალს, ხასიათს და უნარიანობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად არის დაშორებული მზე და დედამიწა ერთმანეთისგან ამა თუ იმ ადამიანის დაბადების დღეს. სწორედ ამიტომ თითოეულ ნიშანს მოქმედების 2 პერიოდი აქვს.

ვაშლის ხე: 22 დეკემბერი – 1 იანვარი, 25 ივნისი – 4 ივლისი.

სოჭი: 2 იანვარი – 11 იანვარი, 5 ივლისი – 14 ივლისი.

თელა: 12 იანვარი – 24 იანვარი, 15 ივლისი – 25 ივლისი.

სარო: 25 იანვარი – 3 თებერვალი, 28 ივლისი – 4 აგვისტო.

ალვის ხე: 4 თებერვალი – 8 თებერვალი, 5 აგვისტო – 13 აგვისტო.

აკაკი: 9 თებერვალი – 18 თებერვალი, 14 აგვისტო – 23 აგვისტო.

ფიჭვი: 19 თებერვალი – 28/29 თებერვალი, 24 აგვისტო – 2 სექტემბერი.

ტირიფი: 1 მარტი – 10 მარტი, 3 სექტემბერი – 12 სექტემბერი.

ცაცხვი: 11 მარტი – 20 მარტი, 13 სექტემბერი – 23 სექტემბერი.

თხილის ხე: 22 მარტი – 31 მარტი, 24 სექტქმბერი – 3 ოქტომბერი.

ცირცველი: 1 აპრილი – 10 აპრილი, 4 ოქტომბერი – 13 ოქტომბერი.

ნეკერჩხალი: 11 აპრილი – 20 აპრილი, 14 ოქტომბერი – 23 ოქტომბერი.

კაკლის ხე: 21 აპრილი – 30 აპრილი, 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი.

ჟასმინი: 1 მაისი – 14 მაისი, 3 ნოემბერი – 11 ნოემბერი.

წაბლის ხე: 15 მაისი – 24 მაისი, 12 ნოემბერი – 21 ნოემბერი.

იფანი: 25 მაისი – 3 ივნისი, 22 ნოემბერი – 1 დეკემბერი.

რცხილა: 4 ივნისი – 13 ივნისი, 2 დეკემბერი – 11 დეკემბერი.

ლეღვის ხე: 14 ივნისი – 23 ივნისი, 12 დეკემბერი – 21 დეკემბერი.

მუხა: 21 მარტი – დაზაფხულის ბუნიობა.

არყის ხე: 24 ივნისი – ზაფხულის პირისპირდგომა.

ზეთისხილი:23 სექტემბერი – შემოდგომის ბუნიობა.

წიფელი: 21–22 დეკემბერი – ზამთრის პირისპირდგომა.

ვაშლის ხე

(23.12–01.01; 25.06–04.07)

იშვიათად იზრდება მაღალი. თვალს ახარებს, ძალზე სიმპათიურია. ლამაზი აღანგობისა არის, მომხიბვლელი და გულისხმიერი. გაყვარებს თავს მაშინაც კი, როცა თვითონ (რაც ძალიან იშვიათად ხდება) ამაზე არ ფიქრობს.

ვაშლის ხე – ძალზე სენტიმენტალური და მგრძნობიარე ხეა. სიყვერული მას აინტერესებს როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. მაშინაც კი, როცა პარტნიორის მიმართ არა აქვს დიდი გრძნობა, ხშირად იღებს გადაწყვეტილებას გათხოვებაზე (ვაშლის ხე ძალზედ მრავალმხრივია), მაგრამ ეს არ ნიშნავს სიყვარულზე და გრძნობებზე საბოლოო უარის თქმას. თუ შემთხვევით შეხვდება მისი სულიერი მოთხოვნილებისა და გემოვნების პარტნიორს, მათი ცოლქმრობა ნეტარება იქნება.

ვაშლის ხე ერთგულია როგორც თავისუფალი, ასევე ცოლქმრული სიყვარულისა ხანდაზმულ ასაკამდე.

უანგარო და გულუხვია, ადვილად ტყუვდება. უკანასკნელ პერანგს გაიხდის ბოლო ლუკმას გიწილადებს. ამასთან ერთად არც თუ ისე მიამიტია. ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს, ცხოვრობს დღევანდელი დღით, დროდადრო იღებს ვალებს და ავიწყდება მათი გასტუმრება, ეს მისთვის ბუნებრივია. მეოცნებე ფილოსოფოსია, რომელიც ხარობს სიცოცხლით და არ ცდილობს ვინმეს დარწმუნებას ან გაკვირვებას.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ნუ აღიქვამთ მას ფუქსავატ არსებად. ინტელექტუალური, ლოგიკური და დაკვირვებულია. აქვს ცოდნის გასაოცრად დიდი მარაგი. კითხულობს ყველაფერს არა სხვის გასაოცებლად, არამედ ცოდნის მოყვარეობით. ვაშლის ხეს აქვს მიდრეკილება მეცნიერებისადმი, მეცნიერული თეორიები ისევე აინტერესებს, როგორც კერძების დამზადების ხელოვნება. იმქვეყნიურ ნეტარებაზე მეტად უპირატესობას ანიჭებს ამქვეყნიურ სიამოვნებას.

ვაშლის ხეს ძალზე უყვარს მრავალფეროვნება ემოციურ სფეროში. ბედნიერებაც კი, თუ ის მონოტონურია, მოწყენილობას ჰგვრის. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ უშუალო თვისებების მქონე ქალიშვილი ან სიმპათიური ყმაწვილი დროდადრო ირთულებენ ცხოვრებას.

ვაშლის ხის ნიშნის დაბადებულთა თვისებებია: გულისხმიერება, ინტელექტუალურობა, ლოგიკურობა, ფიქრიანი, ანალიტიკური აზროვნება.

ვაშლის ხის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: რუბენსი, ჰენრიხ მე–8, ჟორჟ სანდი, მ. ნესკე.

 

სოჭი

(02.01–11.01; 05.07–14.07)

გამოირჩევა ცივი, მკაცრი სილამაზით, უყვარს ძველებური სამკაულები და ნივთები, სუნამოს სურნელი, მიმქრალი ლამპარი და დიდებული დღესასწაულები. ერთად ცხოვრებისა და ურთიერთობების დროს რთული და ჭირვეულია. განვითარებული აქვს განკერძოების გრძნობა, ამიტომ ხშირად თავს მარტოსულად გრძნობს დიდ კოლექტივში ყოფნის დროსაც.

სოჭი იშვიათად ექცევა გავლენის ქვეშ, ერიდება საკუთარი აზრის გამოთქმას, ნაკლებად მოლაპარაკეა და არ გამოირჩევა სიმხიარულით: ძალზე ამაყია და დაჟინებით მიისწრაფის დასახული მიზნისაკენ.

სოჭი სიყვარულში იშვიათად არის დაკამყოფილებული, მომთხოვნია, ვერ დაიყოლიებ. იცის საკუთარი ღირსების ფასი, მუდამ ცდილობს ბევრი მიიღოს ცხოვრებისგან, ვინაიდან იცის თავისი ღირსებები და ჩვეულებრივ აღწევსკიდეც საწადელს. შეიძლება უგონოდ შეუყვარდეს ვინმე და მაშინ მთელი მისი სამყარო იმსხვრევა. მისი სიყვარული უსაზღვრო შეიძლება იყოს.

გამოირჩევა გონიერებით, ანალიტიკური უნარით, მეცნიერებისადმი მიდრეკილებით, მაგრამ წარმატებას ყოველთვის ვერ აღწევს. ზოგჯერ ისეთ დარგში უწევს მოღვაწეობა, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს მის მიდრეკილებებსა და სპეციალობასთან.სერიოზულად ეკიდება სამუშაოს და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს კეთილსინდისიერებისა და ჩაკირკიტების წყალობით. არჩევანის წინაშე მდგომი, მრავალნაირი გადაწყვეტილებებიდან ჩვეულებრივ ირჩევს ყველაზე რთულს.რთული სიტუაციების შექმნა, როგორც თავისთვის, ასევე სხვებისთვისაც, მისი მოწოდებაა.

კეთილშობილია, რაც არ უნდა მოხდეს, სავსებით შეიძლება ენდო. ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს სულიერ სიმტკიცეს, იმედსა და რწმენას. სოჭი არ წვრილმანდება. მას ურჩევნია ძირითადითა და მთავარით იყოს კმაყოფილი და მცირე სიამოვნებაზე უარი თქვას.

სოჭის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: გონების ინტელექტუალური წყობა, ანალიზისადმი მიდრეკილება, ლოგიკურობა, ასკეტიზმი.

სოჭის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ჟანა დარკი, ა. ტოლსტოი, ჯ. გოლზუორთი, ნაპოლეონ ბონაპარტე.

თელა

(12.01–24.01; 15.07–25.07)

დიდი, ტანწერწეტა და ლამაზია. ძალზე მომხიბვლელია, მაგრამ რაღაც შემაკავებელს იტევს თავის თავში. დიდ ყურადღებას არ აქცევს საკუთარ თავს, იცვამს სადად და  უბრალოდ. უჭირს განშორება საყვარელ პერანგთან ან სვიტერთან. თელა არ არის მომთხოვნი, არ ირთულებს ცხოვრებას. მშვიდი და გაწონასწორებულია. მისი ყველაზე თვალში საცემი ნაკლია ზოზინი. თელას ყველაზე აუტანელი თვისებაა ზნეობრიობის ქადაგება.

იგი პირდაპირი და გუღიაა, განგაიარაღებს გულუხვობით. სჯერა ადამიანთა სიკეთისა. მუდამ იღწვის საიკეთო საქმისთვის და სწამს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარებას. წარუმატებლობას სხვებთან შედარებითგაცილებით მწვავედ განიცდის. ბევრი სარგებლობის მოტანა შეუძლია ახლობლებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა.

გრძნობებში ვნებიანი და მგზნებარეც კია. თუ არჩევანი გაუმართლებს, ოჯახში შეძლებს ისეთი პირობების შექმნას, რომ სიყვარული სიბერემდე გაჰყვება.

უყვარს ხელმძღვანელობა, მორჩილება კი ნაკლებად. ზეგავლენას ახდენს სხვებზე და ხშირად სარგებლობს ამით. ეხერხება ადამიანთა წარმართვა. ისეთივე მომთხოვნია, როგორი სიყვარულიც შეუძლია.

თელას მიმართ იყავი მომთმენი. იგი თავისი ერთგულებით იმსახურებს ამას. აქვს ნათელი გონება და მარჯვე ხელები. გამოირჩევა პრაქტიკული და კონკრეტული ჭკუით. დაჯილდოებულია იუმორის გრძნობით, რაც ხშირად შველის მას იმედის გაცრუების დროს.

მისი ცხოვრება ისეთი იქნება, როგორიც თავად სურს – სასიამოვნო, ყოველგვარი რყევების გარეშე.

თელას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: დაკვირვებულობა, ორგანიზატორული უნარი, რეალიზმი.

თელას ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: მოლიერი, ედგარ პო, აბერტ შვეიცერი, სტენდალი.

სარო

(25.01–03.02; 26.07–04.08)

ტანკენარია, მაგარი, გამიკვეთილი, ძლიერი სილუეტითა და სადა, სწორი ნაკვთებით, არ არის მოკლებული სინატიფეს, მაგრამ მასში შეიმჩნევა ცივილიზაციისაგან გაურყვნელი ადამიანისთვის დამახასიათებელი რაღაც. შემგუებელია, მირედით კმაყოფილდება, შეუძლია ნებისმიერ პირობებში იცხოვროს და ბედნიერი იყოს. სწრაფად აღწევს სიმწიფესა და დამოუკიდებლობას.

დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ცხოვრებისეულ წარმატებებს, არ ეტრფის დიდებასა და ფულს. მისი ერთადერთი სურვილია – იყოს ბედნიერი. გაურბის ყველაფერს, რაც კი პრობლემას შეუქმნის. უყვარს ზაფხულობით გასეირნება, ნადირობა და ცხოველები. ხშირად შენიშნავთ ნავში მჯდომარეს, ჩაფიქრებულს, ანკესით ხელში. მიუხედავად ამისა, მას არ უყვარს მარტოობა. ცდილობს ისე მოიწყოს ცხოვრება, რომ ტრიალებდეს მრავალსულიან ოჯახში, ან ჭაბუკობიდან მეგობრების მუდმივ გარემოცვაში იყოს. სარო არ არის სენტიმენტალური. იგი არ არის ადამინურ სითბოს მოკლებული, თუმცა ხშირად უხეშია. მკაცრია, მაგრამ მშვიდი. საზოგადოებაში სასიამოვნო და მიღებულია. დამამშვიდებლად მოქმედებს გარშემომყოფებზე.

სარო მეოცნებეა. მეტწილად ცხოვრების დინებას მიჰყვება, ჩაფლულია ოცნებებში, ფიქრებით მუდამ სხვაგან იმყოფება. თავს არიდებს მწვავე დისკუსიებს, განურჩევლად სადავო საკითხისა. მოქნილი ხასიათისაა, რაც მიმზიდველს ხდის მას. შეუდარებლად ერთგულია სიყვარულის, მეგობრების და მოგონებებისა. ვის მიმართაც განეწყობა, მას უყოყმანოდ შეუძლია მიმართოს საროს დახმარებისთვის.

მისი ინტელიგენტობა გონებაჭვრეტითია. უყვარს მსჯელობა ნებისმიერ თემაზე. გამოაქვს აწონილი და საზრიანი დასკვნები.

მისი ცხოვრება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში უმეტესწილად მშვიდი და უშფოთველია.

საროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: გრძნობათა სიმტკიცე, ლოიალურობა, ინტელიგენტურობა, ანალიტიკური ჭკუა, რეფლექსურობა.

საროს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: შუბერტი, მოცარტი, რომენ როლანი, რუზველტი, ლუის არმსტრონგი.

ალვის ხე.

(04.02–08.02; 05.08–13.08)

დეკორატიულობა, ტანკენარობა და სილამაზე ჭაბუკობიდანვე მოსდგამს. ახალგაზრდობიდანვე განიცდის წლების მატებას, ეუფლება სიბერის მოახლოების შიში, სწორედ ეს შიში აჩქარებს მის დაბერებას. ასე რომ, თვითონვე იქმნის პრობლემას. ყურადღებით უნდა შეარჩიოს ადამიანები, რომლებთანაც უხდება ურთიერთობა იმიტომ, რომ მხოლოდ ირგვლივმყოფთა კეთილმოსურნეობამ შეიძლება მოახდინოს მასზე დადებითი ზეგავლენა და აღმოუჩინოს დახმარება.

აუცილებლად უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს ჩეცვლის დროს: ალვის ხის განვითარებისთვის არ არის სულ ერთი, რა გარემოში მოუწევს ყოფნა. იგი სიმჭიდროვეში ცუდად გრძნპბს თავს, ამასთანავე არ უყვარს განმარტოებით ცხოვრება. აქვს ამხანაგებთან ყოფნის მოთხოვნილება, მაგრამ იტანჯება იმ პირთა გარემოცვაში, რომელნიც თვითონ არ აურჩევია. ძალზე განიცდის თავისუფლების შეზღუდვას და ადვილად ეუფლება პესიმიზმი. მართალია, ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს მდგომარეობა, მაგრამ ბოლომდე ამის დაფარვას ვერ ახერხებს.

მის სიყვარულზე მოქმედებს მცირეოდენი უსიამოვნებაც. უმნიშვნელო წვრილმანიც ადვილად აკარგვინებს წონასწორობას. დროდადრო გული უჩუყდება თავის თავზე, მაგრამ ხშირად შესწევს ამის დაფარვის უნარი და ამ დაფარვაში თავისებურ კმაყოფილებას პოულობს.

სიმამაცე და სიამაყე მას შველის ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაში, სახეზე იშვიათად ემჩნევა აფორიაქება, ვინც მას ნაკლებად იცნობს, იგი მხიარული და მშვიდი ჰგონია.

იგი არ არის მატერიალისტი, აქვს ალტრუიზისადმი მიდრეკილება. ამასთანავე შესანიშნავად ორგანიზებულია და მომავალსაც არ ივიწყებს. ცოლქმრობაში ძალზე მგრძნობიარე და ზედმეტად დამოუკიდებელია, მეუღლესთან კინკლაობაშიმისი იარაღი ღიმილითა და ხუმრობით შეზავებული გულგრილობაა. თუ არ შეუძლია სხვაგვარად მოქცევა, პარტნიორისადმი მტრულად განეწყობა.

ალვის ხეს აქვს თანდაყოლილი და უბერებელი დახვეწილი გონება, მისი გამჭრიახობა და კრიტიკული აზროვნების უნარი ხშირად გავლენას ახდენს მის ამბიციურობაზე. ბევრი ალვის ხე გვხვდება მედიკოსებს შორის.

ალვის ხის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: დანოუკიდებლობის მოთხოვნილება, მიდრეკილება ნევრასთენიისა, მეოცნებეობისა, სინთეზისა, ინტუიციისა და ფანტაზიისადმი.

ალვის ხის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: მენდელეევი, ჟიულ ვერნი, სალვადორ დალი, ა. ჰიჩკოკი.

აკაკი სამხრეთული

(09.02–18.02; 14.08–23.08)

ტოტებგაშლილი, ძლიერი, არც თუ ისე ტანწერწეტა აკაკი საკმაოდ მოზრდილი და ლამაზი მცენარეა. ადვილად ეგუება ყოველნაირ ირობებს. მართალია, ისიც ოცნებობს კომფორტზე და ხელსაყრელ პირობებზე, მაგრამ თუ საჭიროებამ მოითხოვა, ღია ცის ქვეშ გაატარებს ღამეს. ჯანმრთელია. მოურიდებელია და ყველგან თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. აკაკი დინამიური და თვითდაჯერებულია, ყოველთვის გაიძულებს ანგარიში გაუწიო მას. მისი მისამართით გამოთქმულ ხუმრობას ვერ იგებს და მწვავედ განიცდის.

უყვარს ირგვლივმყოფთა გაოცება, მოულოდნელად შეცბუნება, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამის მისაღწევად ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებს. მიაჩნია, რომ სწორედ მან უნდა თქვას საბოლოო სიტყვა და მანვე მიიღოს გადაწყვეტილება. ბრწყინვალედ შეიძლია ურთულესი საკითხების გადაწყვეტა. არ ერიდება საფრთხეს, წინდაუხედავია, რის გამოც ადვილად ხვდება გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. საბედნიეროდ, ადვილედვე აღწევს მათ თავს. აკაკი არის თავმოყვარე, ამაყი, პირდაპირი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რის გამოც ხშირად იქცევა გაუფრთხილებლად როგორც საქმიან ურთიერთობებში, ასევე პირად ცხოვრებაში. აქვს მიდრეკილება ექსცესებისადმი, გარეგნულად დამოუკიდებელი ჩანს, მაგრამ ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. თუ გამოცდილი ხელი წარმართავს, სხვისი ნების იარაღი ხდება.

აკაკის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა შორის ბევრია გმირი, მაგრამ არც წამებულია ცოტა.

ექცევა რა უცხო ზეგავლენის ქვეშ, თვითონაც აქვს სხვებზე ზემოქმედების უნარი.ირგვლივმყოფებზე შთამაგონებლად მოქმედებს, ძალზე დაჟინებულია და იმათ რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც თავი მუდამ მართალი ჰგონიათ.

მგრძნობიარე, აღქმის უნარით დაჯილდოებული და სენტიმენტალურია – ზოგჯერ გატაცებას აღიქვამს, როგორც ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულს. ყოველივე დანარჩენს კი უბრალოდ დროსტარებად მიიჩნევს. ინტელიგენტია და აქვს პრობელათა სინთეზირებული აღქმის უნარი. საოცარი სისწრაფით შეუძლია მოიფიქროს და მიიღოს გადაწყვეტილება, ხშირად ავლენს მიდრეკილებას არტისტიზმისადმი, განსაკუთრებით მუსიკის დარგში, გამოირჩევა რიტმის დიდი გრძნობით. დაბადებულია თავგადასავლებისთვის, ჩვეულებრივ ეწევა მოძრავ და მრავალფეროვან შრომით ცხოვრებას.

აკაკის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: იმპულსურობა, ოპტიმიზმი, ინტელიგენტურობა და დედუცირების ნიჭი.

აკაკის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: გალილეი, ბრეხტი, დარვინი, გოეთე.

ფიჭვი

(19.02–28/29.02; 24.08–02.09)

ლამაზი, დეკორატიული და ნატიფი სილუეტი აქვს. ეხერხებ საკუთარი ღირსებების წარმოჩენა. უყვარს სახლი, ლამაზი ინტერიერი, ძვირფასინივთები. ხშირად თვითონვე იქმნის იმ საყვარელ, მიმზიდველ სახლს, რომლის გარეშეც ვერ შეძლებდა განვითარებას. შესანიშნავად იცის, რა უნდა და არ მიჰყვება დინებას, არ კმაყოფილდება იმით, რასაც ცხოვრება აძლევს. მასში არ შენიშნება მორჩილების ნიშანწყალიც კი, ყველაფერს გეგმავს და პირობებს თავის მოთხოვნილებებს უქვემდებარებს.

მამაცი და გამბედავი წინააღმდეგობებს თავაწეული ხვდება. არ ეპუება წარუმატებლობას. სიმამაცისა და რისკიანობის წყალობით, მუდამ მოწინავეთა შორის იმყოფება. საქმიანობაში ხშირად აღწევს წარმატებას, ამ საქმიანობის ხასიათისგან დამოუკიდებლად.

ფიჭვი შეუპოვრად მიჰყვება არჩეულ გზას და მისი გზიდან აცდენა ძნელია. შეუძლია ურთულესი სიტუაციიდან თავის დაღწევა. მეტად სწრაფი და ზუსტია თავის მოქმედებებში. მეგობრებთან ურთიერთობაში თბილი და მეტად სანდომიანია, მაგრამ არ ახასიათებს ზედმეტი გულუხვობა. საკუთარი სიამოვნება და კეთილდღეობა – უპირველეს ყოვლისა. სხვების მარცხი არ უფრთხობს ძილს, თუმცა სინანულით მოიხსენიებს მათ მეგობრულ საუბრებში. მხოლოდ სიყვარულში იჩენს სისუსტეს. მგრძნობიარემ და იმპულსურმა ადვილად იცის გატაცება, მერე კი გვიან არის ხოლმე.

ამასთანავე მოწესრიგებული აზროვნება და გამჭრიახი გონება აქვს. კარგი ორგანიზატორია. ყოველ ღონეს ხმარობს მიზნის მისაღწევად და, როგორც წესი, უმართლებს კიდეც.

ნებისმიერი რთული, მათ შორის სასიყვარულო, სიტუაციიდან გამარჯვებული გამოდის. ფიჭვის ნიშანი განსაკუთრებით სასიკეთოა ქალებისთვის.

ფიჭვის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: ესთეტური აზროვნება, ორგანიზატორული ნიჭი, მიდრეკილება ანალიზისადმი.

ფიჭვის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: კოპერნიკი, ვაშინგტონი, შოპენი, შოპენჰაუერი, კარუზო, ელიზაბეტ ტეილორი, კონფუცი, ნაპოლეონის დედა.

 

ტირიფი

(01.03–10.03; 03.09–12.09)

პოეტური მელანქოლიური სილამაზით ტირიფი მეტად მიმზიდველი და თვაისბურია. მაშინაც კი, როცა მხოლოდ გარენულად არის მიმზიდველი, მაინც აქვს რაღაც იდუმალი, განსაკუთრებით, თუ ტირიფი ქალია. ტირიფი ხშირად აგურკვეველი, გაუცნობიერებელი აზრებით და სურვილებით არის შეპყრობილი.

ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს მზის სითბო, წყლის სიახლოვეს ყოფნა. რეაგირებს ყველა სურნელსა და გემოვნებაზე. როგორც არავის, შეუძლია გამოიყენოს სიხარულის წუთები და არც ერთ მათგანზე არ ამბობს უარს. ტირიფის მოკრძალება გარეგნული და მოცვენებითია. პირიქით, იგი საქმიანი და შეუპოვარია. კარგად იცის, რაც სურს. ვინაიდან ბუნებით არ არის მბრძანებელი და სხვების მიმართ პატივისცემის გრძნობა აქვს, არავის არასოდეს არ ახვევს თავს. მასში არის რაღაც პოეტური. მისი მელანქოლიური სენტენციები მოახლოებულ სემოდგომასა და სიცოცხლის წარმომავლობაზე არ უნდა აღვიქვათ სერიოზულად და პესიმიზმის გამოსახატავად. ტირიფი უკომპრომისოა და არ შეუძლია ადვილად შეგუება, ამის გამო მეტად რთული პარტნიორია. მისი უმწეობა და უილაჯობა ხშირად მხოლოდ ტაქტიკაა. ტირიფს შესანიშნავად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. დროდადრო გართობის  მიზნით ან პირადი გამორჩენისთვის მას შესანიშნავად შეუძლია თავი სუსტ არსებად მოგაჩვენოთ.

გრძნობათაგამოხატვაში უფრო მეტად რომანტიულია, ვიდრე სენტიმენტალური. უყვარს ვნებიანი სიამოვნებანი და პოეტური ელფერი შეაქვს მათში. ტირიფს არ უყვარს უფერული ყოველრღიური შეგრძნებანი. იგი არტისტულია. ინტუიცია და წარმოსახვის მდიდარი უნარი აქვს. ზოგჯერ სამაოდ კარგი ფსიქოლოგიც არის, რაც გარკვეულ გამჭრიახობასთან ერთად საშუალებას აძლევს სხვათა აზრები და სურვილები გამოიცნოს. მისი ცხოვრება  სავსებით მშვიდად წარიმართებოდა, თუ არა ზედმეტი ლტოლვა სასიყვარულო განცდებისადმი. მაგრამ მისი ჩივლილი სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ: გრძნობები, რომელნიც განცდებითა და ტანჯვით არ არიან შეზავებულნი, ტირიფებისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენენ.

ტირიფის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: ინტუიცია, მდიდარი წარმოსახვის უნარი.

ტირიფის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: სმეტანა, ელისაბედი(ინგლისის დედოფალი), მორის შევალიე.

ცაცხვი

(11.03–20.03; 13.09–22.09)

არნახულად მომხიბვლელია და სარგებლობს კიდეც თავისი მომხიბვლელობით: შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თავგაზა აუბნიოს. ოცნეობს სტაბილურ, უზრუნველყოფილ, კეთილმოწყობილ ცხოვრებაზე, მაგრამ მისი ყოფისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ადვილად ეგუება ყოველგვარ პირობებს. ოჯახური სიმყუდროვის შესაქმნელად ცაცხვისთვის კარავიც კი საკმარისია. გარეგნულად მშვიდია და ერთოვბ უნებისყოფოდაც გამოიყურება. უმი, მფრთხალი, ამასთანავე უშფოთველი და პესიმისტია. ხშირად ცაცხვს მთელი ცხოვრების მანძილზე მოწყენილობის გრძნობა სდევს. ეს არის მისთვის ძირითადი მიზნის მომტანი.

ცაცხვი მერყევია, განსაკუთრებით მგრძნობიარეა პირფერობისადმი. წინააღმდეგობებით სავსე და ძნელად ამოსაცნობია. მაგრამ უდავოდ აქვს ერთი თვისება – სიმპათიურია.

მასთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა. გეუფლება სულიერი კმაყოფილების გრძნობა.

ცაცხვი მოთმინებით უსმენს თანამოსაუბრეს, პატივისცემით ეპყრობა თავის ახლობლებს, არ ცდილობს მათზე მბრძანებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ნაკლებად სანდოა, მაინც ყველას უყვარს.

ცაცხვს აქვს პრაქტიკული ჭკუა, მიდრეკილება ტექნიკისადმი, აზრიანი მსჯელობის უნარი, სიზუსტე მოქმედებაში. თუ ცხოვრების გზაზე სულიერად ახლობელ ადამიანს შეხვდება, ცოლქმრული ცხოვრება დაუბრუნებს წონასწორობას და იგი გათავისუფლდება წინააღმდეგობებისაგან. განვითარებული აქვს საკუთარიღირსების გრძნობა. ეჭვიანია, ხშირად უსაფუძვლოდ.

ცაცხვის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: დაკვირვების უნარი, რეალიზმი, ორგანიზატორული ნიჭი.

ცაცხვის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ეინშტეინი, ლუდოვიკო მე–14.

თხილი

(22.03–31.03; 24.09–03.10)

ხშირად სუსტია, შეუხედავი. საკუთარ აზრს თავზე არ გახვევს. მაგრამ როცა ახლოს გაიცნობ, მისი ორიგინალური ნიჭისა და მომხიბვლელობის ტყვეობაში ექცევი.

თხილი მცირედით კმაყოფილდება, ცხოვრების ნებისმიერ პირობებს ეგუება და მიხვედრილია. მისი გარეგნობა მაგიურ ზემოქმედებას ახდენს. თუ სურს, მოგაწონებს თავს, შეგაყვარებს კიდეც. შეუძლია იყოს კეთილი, ბრძენი, მომთმენი. ამავე დროს შეუძლია იყოს საშიშიც, ბოროტიც, მავნეც. მასში ყველაფერი ჯადოსნობაა (ან თეთრი, ან შავი) და დამოკიდებულია მის წუთიერ განწყობილებასა და ჭირვეულობაზე. ბოლომდე კეთილი ან დახვეწილად ბოროტი – ასეთია თხილი. სწორედ ამის გამო მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულთ შუასაუკუნეებში არც თუ ისე უსაფუძვლოდ ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ.

თუკი ვინმეს შეეთვისა, ყველაფერს გააკეთებს, რათა გაუადვილოს მას ცხოვრება. მაგრამ თუ მის სიმპათიებს ვერ დაიმსახურებ – ფრთხილად იყავი.

მიუხედავად მიკრძალებისა და თავშეკავებისა, მუდამ ყურადღებას იქცევს. ძალზე ორიგინალურია, არავის ჰგავს. ცხოვრებაზე ყველასგან განსხვავებულ აზრებს გამოთქვამს და ხანდახან ჯიბრით.

მაშინაც კი, როცა გიყვართ, თქვენში აფორიაქების გრძნობას იწვევს. შეუძლია ყველაზე იდუმალი აზრები ამოიცნოს და მოულოდნელი წინადადებები წამოაყენოს. ისე იქცევა, რომ მისგან ყველაფერს მოელი. ძალზე გაუწონასწორებელია. შეუძლია იყოს საქმის მოთავე, წამომწყები, შეუძლია ყველაფერს თავი დაანებოს და დინებასგაჰყვეს. კარგად იცის ეს მაშინაც , როცა თავს ძალიან ანგარიშიან პიროვნებად წარმოადგენს.

სიყვარულსი შეიძლებაიყოს ყველაზე საყვარელი ან ყველაზე მტანჯველი პარტნიორი. მოძრავი და ცვალებადი ხასიათისაა. თუ არ გეშინია რისკისა, დაუკავშირე მას შენი ბედი. თუ მასთან ერთობლივმა ცხოვრებამ სიმშვიდე ვერ მოგიტანა, მიმზიდველი და საინტერესო მაინც იქნება.

მრავალმხრივ განათლებულია, აქვს საოცარი ათვისების უნარი. სწავლობს ადვილად, მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა იგი თავის ცოდნას სასარგებლო და კეთილი მიზნებისთვის.

თხილის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ახასიათებთ: სინთეზისადმი მიდრეკილება, ინტუიცია, ფანტაზია.

თხილის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ტოსკანინი, მარსელ მარსო, რაფაელი, გოია, ვან გოგი, ჰაიდნე, პროსპერ მერიმე, გრემ გრინი, ნელსონი, სოფი ლორენი, სერვანტესი.

 

ცირცველი

(01.04–10.04; 04.10–13.10)

მისი ნაზი გარეგნობის მიღმა იმალება უჩვეულოდ მტიკიცე ბუნება. ლამაზი და მომხიბვლელია, ხოლო მსუბუქი სარულით შორიდანვე გამოარჩევთ. თვითკონტროლის წყალობით და არა შინაგანი ბუნების გამო, მუდამ მომღიმარია. უყვარს საკუთარი ღირსებების წარმოჩენა, კარგი გემოვნების მქონეა და ლამაზად იცვემს.

სიტუაციის შეცვლას ადვილად ეგუება. სიამოვნებს ახლობლებისთვის სიხარულის მინიჭება, ზოგჯერ თავისი თავის საზიანოდაც კი. არ არის ეგოისტი, მაგრამ რამდენადმე ეგოცენტრულია. დამოუკიდებელია, მაგრამ ზოგჯერ ზეგავლენის ქვეშ ექცევა, თუმცა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ ისწრაფვის. პასუხიმგებლობის ძლიერი გრძნობა მას აიძულებს ყველაფერშ, რაც ხდება, დამნაშავედ იგრძნოს თავი (დანაშაულის კომპლექსი). მასთან ურთიერთობა და კონტაქტი რთულია, რადგანაც არ ახასიათებს სისადავე და უბრალოება.

ცირცველი მგრძნობიარეა გარე ზემოქმედებათა მიმართ. გამოირჩევა მშვენიერებისადმი ტრფობით, ლოიალურობითა და კეთილგანწყობით.

საიმედოა. ზოგჯერ მიამიტია და საკუთარი თავის ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა. სიყვარულს ჭარბად გაიღებს, მაგრამ ასევე ჭარბად მოითხოვს. გამუდმებით ამოწმებს გრძნობებს. მისი მოტყუება არ შეიძლება.

ცირცველი არ გიღალატებთ. მისი პირადი ცხოვრება ძალზე მდიდარია. დატვირთულია ხვალინდელ დღეზე ფიქრით. წინდახედულია, რის გამოც ხშირად უჩნდებათ მასთან ცოლქმრული ურთიერთობის სურვილი. ძალზე ჭკვიანია და ხშირად მეტად ეფექტურიც. ყოველდღიურ საქმეშიჩაფლული ხანდახან ვერ ახორციელებს თავის გეგმებს.

ცირცველის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: გულისხმიერება, ჭკუა, ფანტაზია, ინტუიცია, წარმოსახვა, სინთეზისადმი მიდრეკილება.

ცირცველის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: გოგოლი, კოლონტაი, რახმანინოვი, ანდერსენი, ზოლა, მ.ბრანდო, გრეგორი პეკი, დიდრო, ლე კორბუზიე, ვერდი.

 

ნეკერჩხალი

(11.04–20.04; 14.10–23.10)

მოვლილი, წესიერი, ზოგჯერ ოდნავ კეკლუცი. ხშირად იმყოფება საინტერესო მოვლენათა გარემოში. თვალყურს ადევნებს მოდას. არ ეკუთვნის საშუალო უფერულ პიროვნებათა რიცხვს. ენერგიითა და მხნეობით არის აღსავსე, დაუღალავია. ნეკერჩხალი, როგორც იტყვიან , მუდამ თავის სიმაღლეზე დგას. იგი შეიძლება ინდივიდუალისტებს მივაკუთვნოთ. თავისი ბუნებით ნეკერჩხალი თავშეკავებული და ნაკლებად გამბედავია, ნეკერჩხალს შეუძლია მიიღოს რისკიანი გადაწყვეტილებანი არა მატერიალური დაინტერესების, არამედ ცხოვრებისული ინტერესის გამო. არ უყვარს სახლში ჯდომა, სიამოვნებით ეცნობა ახალ ადამიანებს. უნარი აქვს გულახდილ საუბარზე გამოგიწვიოს, მაგრამ შეგიძლია მშვიდად იყო – არასოდეს გაკიცხავს სხვას და იცის საიდუმლოს შენახვა.

მის მიერ შემუშავებული გეგმები ხშირად უჩვეულო და ექსტრავაგანტურია. უყვარს და მიესალმება ყველანაირ სიახლეს, ენთუზიაზმით იცავს ახალ იდეებს, მაგრამ თვითონ საკუთარ პროექტებს იშვიათად ახორციელებს. ეს გარემოება სულაც არ უშლის ხელს საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს. მასში არის ცინიზმის მარცვალიც. არ უყვარს და არაფრად აგდებს საზოგადოებრივ აზრს. პირიქით, მოსწონს როცა მასზე ლაპარაკობენ.

სიყვარულში ნეკერჩხალი რთულია. გაუთვალისწინებელ და საკვირველ გზას ირჩევს. მაგრამ ბედნიერიც შეუძლია იყოს, თუკი შეხვდება მსგავსი აზროვნებისა და გემოვნების პარტნიორს. საღი და გამჭრიახი გონების პატრონია. მიუხედავად იმისა, რო პრობლემებით არის აღსავსე, მოკლებული არ არის წარმოსახვასა და ინტუიციას. მოკლედ, მრავალმხრივი ხასიათის მქონე პიროვნებაა.

ნეკერჩხლის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიატებთ: მკვირცხლი ბუნება, იუმორის გრძნობა, დედუქციის უნარი, ანალიტიკური გონება.

ნეკერჩხლის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ეკატერინე მედიჩი, ლეონარდო და ვინჩი, ანატოლ ფრანსი, ჩარლი ჩაპლინი, ლუკრეცია ბორჯია, ლეოპლოდ სტოკოვსკი.

 

კაკლის ხე

(21.04–30.04; 24.10–02.11)

მისი წარმოდგენით, ბუნებრიობა არ არის ადამიანის ღირსება. იგი ზრუნავს სტილზე, ნატიფ და დახვეწილ მანერებზე. ამავე დროს მეტად მოკრძალებულია. კაკლის ნიშნით დაბადებული წინააღმდეგობებით არის აღსავსე – ჭირვეული, აგრესიული, ეგოისტური, მაგრამ ამასთანავე სტუმართმოყვარე, ზრდილი და გულადია თავის ზრახვებში.

იგი შეიძლება იყოს როგორც ლოიალური, ერთგული, ასევე მერყევი. გამოუცნობია, რას მოიმოქმედებს ამა თუ იმ სიტუაციაში, ან როგორ უნდა მოექცე თვით მას.

შეგიყვარებს და დაგიმეგობრდება, და უსაფუძვლოდ გადაგიყვარებს და ჩამოგშორდება. უყვარს თითგვემა და სიამოვნებით ტანჯავს სხვებსაც. მისთვის მდგომარეობის გართულება აუცილებელობაა.

ტანჯავს განსაკუთრებულობის გამოვლენის მოთხოვნილება. ეჭვიანი და სათნო კაკლის ხე არ გამოირჩევა გაწონასწორებულობით. თუკი გიყვარს ან მეგობრობ მასთან, მუდამ მოულოდნელობათა მოწმე და მსხვერპლი ხდები. თუ გრძნობ, რომ შეგიძლია გაუმკლავდე მის ზეგავლენას, მაშინ იქონიე მასთან ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მთლიანად მოგაქცევს თავისი ნების ქვეშ.

ცხოვრებაში შესანიშნავი სტრატეგია. კარგად აფასებს საკუთარი განზრახვების მოსალოდნელ შედეგებს, საკმაოდ ვერაგულ მოქმედებებსაც მიმართავს ისე, რომ არ აწუხებს სინდისის ქენჯნა. ხშირად იპყრობს ირგვლივმყოფთ სწრაფი მოქმედებით, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება ე.წ. „კაკალი – ჩუმჩუმელა“.

მიისწრაფვის იქით, რომ მისი ცხოვრება უფერული არ იყოს. არ უფრთხის რისკს. კომპრომისებს არ ცნობს.გაუკვალავ ბილიკებს ირჩევს. კაკლის ნიშნით დაბადებულს მრავლად ჰყავს მტერ–მოყვარე. მას მხოლოდ საკუთარი თავის იმედიაქვს. იღწვის საკუთარი დამოუკიდებლობისა და განკერძოებულობის შენარჩუნებისთვის. ზოგჯერ იმგვარ პიროვნებად წარმოჩინდება, რომლის არ შემჩნევა და ანგარიშის გაუწევლობა შეუძლებელია.

კაკლის ხის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: დაკვირვებულობა, ორგანიზატორული თვისებები, გამბედაობა.

კაკლის ხის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ:კანტი, ეკატერინე მე–2, ელისაბედ მე–2, შექსპირი, პაგანინი, კოლუმბი, დოსტოევსკი.

 

ჟასმინი(უცვეთელა)

(01.05–14.05; 03.11–11.11)

ხალისიანია, მოძრავი, გულღია. გიზიდავს ლაღი და გერგილიანი საუბრით. საკუთარი სურვილის გარეშე აღმოჩნდება ყურადღების ცენტრში.

ჩვეულებრივ მისგან ელიან ლაღი ატმოსფეროს შექმნას საზოგადოებაში. მას ყველა აღიქვამს, როგორც მხიარულსა და ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავისუფალს. მხოლოდ ყველაზე ახლობლებმა იციან, თუ რა მგრძნობიარეა და როგორი გულგატეხილობა იცის. ძალიან ცდილობს ჟასმინი ამის დაფარვას, მაგრამ იგი დაბადებიდან პესიმისტია.

ის რაც სხვებთან ეჭვიანობაა, მასთან მხოლოდ ღრმად დამალული რეზერვია. მას ყველაზე უკეთ ესმის დიპლომატიისა და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების უნარის უპირატესობა. სამწუხაროდ, ამ თვისებებს იშვიათად ავლენს საკუთარ სახლში. აქ იგი მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და დამოუკიდებლობის დამკვიდრებას ეძიებს. არ უყვარს, როცა თავს შებოჭილად ან შეზღუდულად გრძნობს. ვალდებულებანი თრგუნავენ მას, თუმცა საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებს.

ჟასმინისთვის უცხო არ არის პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ხშირად დისკომფორტს უქმნის მას. ოჯახურ ცხოვრებაში რთულია. მით უმეტეს, რომ გულგატეხილობას სწრაფად ეძლევა და ცუდი წინასწარგანწყობით ივსება. უყვარს შვილები და მათთან კარგად გრძნობს თავს. ცხოვრებისგან სასიკეთოს არაფერს ელის, მაგრამ შვილებზე დიდ იმედებს ამყარებს. გარკვევით და უბრალოდ უხსნის მათ ყველაზე რთულ საკითხებს. ამას დიდი მონდომებით და გონივრულად აკეთებს. შვილები მას ყველაზე დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებენ.

ჟასმინი არ არის მატერიალისტი, მაგრამ ხშირად გასამრჯელოს იღებს. არ გაურბის მუშაობას. ხელმძღვანელები ძალიან აფასებენ მის ინტელიგენტურობასა და აზრის სისხარტეს.

ჟასმინის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ხასიათდებიან: კრიტიკული ჭკუით და ინტუიციით, ისინი მეოცნებე ინტელიგენტები არიან.

ჟასმინის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: მაკიაველი, სენკევიჩი, მარტინ ლუთერ კინგი.

წაბლის ხე

(15.05–24.05; 12.11–21.11)

წაბლის ხე მეტად ლამაზი და დეკორატიულია, მაგრამ საკუთარი მიმზიდველობით არ ცდილობს ირგვლივმყოფთა მოჯადოებას. იგი, სიცოცხლითა და ძალით აღსავსეა, გასაქანს მოითხოვს. გამსჭვალულია სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობით, რომლის უმნიშვნელოდარღვევაც კი მის პროტესტს იწვევს. მოსალოდნელი შედეგების მიუხედავად, იგი მზად არის დაიცვას საკუთარი სიმართლე. არაკეთილგანწყობილია მომჭირნეობის, ტაქტიკური და დიპლომატიური ხრიკების მიმართ, რითაც თავისდაუნებურად, ხშირად აიმხედრებს ხოლმე ადამიანებს. სხვებთან ურთიერთიბებში მოუქნელია, ამიტომ ხშირად იცვლის საქმიანობას. გულგატეხილობა დიდხანს ახსოვს, რადგან ზედმეტად მგრძნობიარეა.

მიუხედავად იმისა, რომ გამძლე და საქმის მომტანია, წაბლის ხე ჯიუტი არ არის. შეუძლია ფრთხილი და წინდახედული იყოს, რის წყალობითაც ხშირად თავიდან იცილებს მატერიალურ პრობლემებს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალის წესებს და მიდრეკილია პურიტანობისკენ, მიუხედავად გარკვეული მგრძნობიარობისა. მოულოდნელია მასში ცხოვრებისეული კომფორტისადმი ლტოლვა. ზოგჯერ ცხოვრებასთან შეუგუებელი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, ეს მხოლოდ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ უნდობლობის შედეგია. წაბლის ხის ნიშნით დაბადებულთან ურთიერთგაგების მიღწევა ძნელია. იგი ძნელად დამყოლია და ხშირად არაკეთილსინდისიერი კაცის სახელით არის ცნობილი. შესაძლოა, ეს გამოწვეულია სხვების შოკირების მოთხოვნილებით. ყველასგან მოითხოვს სიყვარულს, მაშინ როდესაც თვითონ მხოლოდ ერთხელ შეუძლია ჭეშმარიტად შეყვარება.ამიტომ მისთვის გაძნელებულია ბედნიერების მიღწევა.

წაბლის ხეს აქვს სიყვარულის მოთხოვნილება და ამასთანავე შიში, რომ ვერ გაუგებენ. ეს ართულებს მის ურთიერთობას პარტნიორთან. მისი კომპლექსები ვლინდება გამომწვევი საქციელის დროს და ხშირად გაუგებარია ირგვლივმყოფთათვის. აზროვნებს სხარტად, კონკრეტულად. დაკვირვებულია, ნიჭიერი, სწრაფი და ზუსტი, მაგრამ მიდრეკილია მეოცნებეობისა და ფილოსოფიური ფიქრებისკენ. მის ცხოვრებაში ბევრი რამ დამოკიდებულია გარემოზე. მისი ღირსებების სრული წარმოჩენა ხდება მაშინ ხდება, როცა ახლობლებისგან გრძნობს თანადგომასა და თანაგრძნბას.

წაბლის ხის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: სიმამაცე, რეალიზმი, დაკვირვებულობა და შორსმჭვრეტელობა, ორგანიზატორული ნიჭი.

წაბლის ხის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ვოლტერი, რუსო, ბალზაკი, ჰენრი ფონდა, პიერ კიური, ლომონოსოვი, სტივენსონი.

 

იფანი

(23.05–03.06; 22.11–01.12)

მშვენიერი და მძლავრი ხეა. სასიამოვნოდ გამოიყურება, კენარი და ლამაზი აღნაგობა, მოხდენილი და თავისუფალი მოძრაობები აქვს. მოსწონს საკუთარი თავი. მასთან მუდმივად ცხოვრება რთულია. მომთხოვნა. ისწრაფვის, რომ იზრუნონ და იფიქრონ იმაზე, იმოქმედნ მისი სურვილებისამებრ და იცხოვრონ ისე, როგორც მას მოსწონს. ტან იზიდავს დამოუკიდებელი ცხოვრება, ამას კი ყველა ვერ აიტანს. ცხოვრებისეული სიძნელეები არ ადარდებს, რის გამოც უპასუხისმგებლოს და უნებისყოფოს შთაბეჭდილებას ტოვებს. სინამდვილეში კი ეს მოჩვენებითა, რადგან იფანმა კარგად იცის რაც სურს და კიდევ უკეთესად–რა არ სურს. თავმოყვარეა, როცა საქმე წარმატებასა და კეთილდღეობას ეხება.

საკუთარი ბედნიერების ძიების დროს იმდენად ეგოისტია, რომ შეუძლია გათელოს ყველაფერი, რაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება. იფნის ნიშნით დაბადებული ეგოისტია, მაგმ არ არის ძუნწი, პირიქით, გულუხვია, მზა არის ყველაფერი სხვას გაუნწილოს.

ეს ჭირვეული ნატურა, სიყვარულის საკითხებში სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენს: ფრთხილია, წინდახედული, ერთგული. მოკლედ, ამ საკითხში იფანი დიდ წარმატებას აღწევს, ყველაფერს აწონ–დაწონის და სწორ არჩევანს აკეთებს. სიყვარულით ქორწინებაც კი წინასწარ გათვლილი აქვს. იშვიათად ცდება. ოჯახური ცხოვრების მოსაწყობად დიდ ენერგიასა და ძალას ხარჯავს და ხშირად აღწევს წარმატებას.  მისი ჭკუა დაფუძნებულია უპირველესად ინტუიციაზე. ორიგინალურია და ფანტაზიით აღსავსე. იფანი ცირცველის, ტირიფისა და კაკლის ხესავით გამჭრიახია. მოსწონს და ართობს წინასწარმეტყველის როლში ყოფნა. თუ მისი ნაწინასწარმეტყველევი ახდა, მისი ჭკუა და გამჭრიახობა მეტად ფასდება. იფანი ცოტათი მუდამ ეთამშება ბედს, მაგრამ იგი სანდოა და მის ჩრდილქვეშ თავის შეფარება არ არის საშიში.

იფნის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: ინტელიგენტურობა, მისწრაფება სინთეზისადმი, ინტუიცია, ფანტაზია. იფნის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: დე გოლი, ჯონ კენედი, მარკ ტვენი.

 

რცხილა

(02.12–11.12; 04.06–13.06)

ლამაზი ხეა, მაგრამ განსაკუთრებული მომხიბვლელობით არ გამოირჩევა, ახალგაზრდობაში ხშირად ძალზე ლამაზია, მაგრამ დროთა განმავლობაში კარგავს ამ თვისებას. რცხილა გარემომცველ სამყაროს შემწყნარებლურად ეკიდება. იგი ნამდვილი ესთეტია.  მის ყურადღებას ფორმა უფრო იპრობს, ვიდრე შინაარსი. პირად ცხოვრებაში მას პირველ რიგში საკუთარი უპირატესობა ინტერესებს.

იცავს დისციპლინას და სუბორდინაციას. უყვარს, როდესაც გამოარჩევენ, მის მიმაღტ აღტაცებას გამოთქვამენ. ოცნებობს ჯილდოებსა და პატივისცემაზე. იშვიათად იჩენს ინიციატივას, რადგანაც ურჩევნია დადგენილ წესრიგს დაემორჩილოს. შეცდომის დაშვების შიშით გადაწყვეტილებების მირება უჭირს.  ამასთან ახასიათებს პასუხისმგებლობის და სამართლიანობის გრძნობა. არ უყვარს დადგენილი წეებიდან გადახვევა, იშვიათად თუ გადაუხვევს სწორი, გადატკეპნილი და არაერთხელ შემოწმებული გზიდან. დიდი სიფრთხილით ეკიდება ახალ იდეებს. ამასთანავე წინააღმდეგია ხელის ჩაქნევისა და ‘’ეჰ, სულერთია’’–ს განწყობილებისა.

სიყვარულში კეთილსინდისიერია, გრძნობას საპასუხისმგებლო საქმედ მიიჩნევს. საყვარელი და სასიამოვნო პარტნიორია. მაგრამ სიყვარულსა და მოვალეობას შორის აღცევანის შემთხვევაში უკანასკნელს ირჩევს.

რცხილის ნიშნნის ქვეშ დაბადებულთათვის დამახასიათებელია: ინტელექტუალურობა, ინტუიცია ფანტაზია, მიდრეკილება არტისტიზმისადმი.

რცხილის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ:კორნელი, მიუსე, თ.მანი, გოგები, ა.ხაჩატურიანი, შუმანი, დისნეი, მარიამ სტიუარტი, ჰორაციუსი, რობერტ კოხი.

 

ლეღვის ხე

(14.06–23.06; 12.12–21.12)

დელიკატურია. მეტყველი ნაკვთები აქვს. ლამაზი არ არის, მაგრამ შეუმჩნეველიც არ რჩება. ლეღვის ხე რამდენადმე მგძნობიარეა და გაურკვეველი კომპლექსები აქვს. ყოველგან და ყოველთვის თავს ერთნაირად კარგად ვერ გრძნობს. მოითხოვს შესაფერის სასიცოცხლო გარემოსა და სითბოს. ახარახელშემწყობ პირობებში ადვილად ჭკნება. ცუდად იტანს სიძნელეებს–მოიწყენს, წუხს და მალე ხმება. ასეთ პირობებში მისი დამცველი სისტემა სუსტდება და რომ არ დაიღუპოს, დიდი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.

კარგი მეოჯახეა. ახლობლებთან მუდმივი ურთოერთობის მოთხოვნილება აქსვ, მაშინაც კი, როცა ამ უკანასკნელთ არ ესმით მისი, ვერ აფასებენ და ვერ ამართლებენ მის იმედებს. აქვს სტაბილურობის მოთხოვნილება, თუმცა თვითონ ბევრ რამეში არასტაბილურია.

ემოციური და შემწყნარებელია. ამ თვისებების გამო ხშირად ერღვევა სულიერი სიმშვიდე და ცხოვრებისეულ სიამოვნებათა დათმობა უხდება. ეწინააღმდეგება ცდუნებებს. თუმცა მერყევია (უმეტესად ფიქრებში), მაგრმ ცდილობს ზუსტად შესრულოს ყოველდღიური მოალეობანი. იგი სანდოა. მუშაობს მუყაითად, თუმცა გულის სიღრმეში ზარმაცია. იმპულსურია და აღსავსე კეთილი ზრახვებით. მთელი ცხოვრება ბრძოლა უხდება საკუთარ სისუსტესთან.

ლეღვის ხის ნიშნით დაბადებული რეალისტი, მუდამ საქმიანი და ფხიანია. იგი ნამდვილი განძია ახლობლებისთვის. კარგ ნაყოფს იძლევა.დარგე იგი შენს ბაღში და კარგად მოუარე–არ ინანებ. მასთან ღირს შეუღლება, მაგრამ ნუ ელი მისგან საოცრებებს, იგი რომანტიულ საყვარო~ლობას ვერ გაგიწევს. უბრალო გრძნობებს უფრო აფასებს, ვიდრე ‘’რაღაც ფანტაზიებს’’. თუ კომპლექსებისგან თავისუფალი ნებისმიერი ხე მას გაუგებს, იდეალურად შეეთვისება. მაგრამ ერთი კი უნდა გვახსოვდეს–ლეღვის ხე მეტად წყენიაა.

ლეღვის ხის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: იმპულსურობა, პრაქტიკული ნიჭი, დაკვირევების უნარი, რეალიზმი, ორგანიზაციული უნარი.

ლეღვის ხის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ჰ.ჰეინე, ბეთჰოვენი, ე.პიაფი, ბ.ბრანდტი, ფ.გარსია–ლორკა, გრიგი, სრავინსკი.

მუხა

(21.3)

სიცოცხლით სავსე, ძლიერი და ლამაზია, მაგრამ მოკლებულია სინაზეს. დიდებული და ღირსეული მიხვრა–მოხვრით, დარბაისლური იერით პატივისცემას იწვევს ადამიანებში. ზედმიწევნით ჯანმრთელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგამ ვერ იტანს სისუსტესა და სნეულებებს, ხოლო სისხლის დანახვის დროს შეიძლება გულიც წაუვიდეს. ძალიან გამბედავია, მაგრამ მისი სიმამაცე გამოწვეულია არა იმდენად მაღალი სულიერი თვისებებით, რამდენადაც მომეტებული სიამაყით. არ სურს, რომ მხდალად ჩათვალონ, და მწვავე სიტუაციებზე  წინასწარ რეაგირებს ზედმეტი სიმძაფრით. ნებისყოფიანი და მტკიცეა, მისდევს ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას და როგორც წესი, მუდამ აღწევს სასურველ მიზანს. მისი მოუქნელობა, შეურიგებლობა და სიჯიუტე მრავალ საზრუნავს უჩენს. ბევრს მიაღწევდა, რომ ჰქონოდა დოპლომატის უნარი. დამოუკიდებელია. ვერ იტანს ვერავითარ შეზღუდვებს და ხშირად თვითნებობს. ამასთანავე პატივისცემით ეკიდება  სხვათა აზრსა და დამოუკიდებლობას. კეთილგანწყობილი და სტუმრატმოყვარეა. ერთგულია მეგობრობაში. სიყვარულში კი ცვალებადი, მერყევი არსებაა. თავს მორიგი გატაცების მსხვერპლად წამოიდგენს და დარწმუნებულია, რომ ეს ‘’სამუდამოა’’. ცლქმრულ ურთიერთობაში შესაძლებელია დროთა განვალობაში კიდეც დადინჯდეს. ფეხზე მყარად მდგომი, თითქოს შეზრდილი და შერწყმული თავის გარემოსთან, აგრძელებს და ავითარებს ჩამოყალიბებულ სიტუაციებს. არ ისწრაფის ცვლილებებისკენ და უსიამოვნოდ აღიქვამს მათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი სხვათა ჩარევის სედეგად არიან გამოწვეულნი. იგი კონსერვატორია.

მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო უანგარობა ამოქმედებს,მუდამ პირად გამორჩენაზე ფიქრობს და მთელი ყურადღება საკუთარ პრობლემებე აქვს გადატანილი. სხვისი ცხოვრება ნაკლებად აინტერესებს.

კონკრეტული საქმით არის გატაცებული, აზროვნებს ნათლად, საქმიანად. მოქმედების ადამიანია. ინტუიციას არ არის მოკლებული. სიტუაციის მიუხედავად, მუდამ ტავისი ინტერესების გამომხატველ პოზიციაზე დგას. თავის ახლობლებს უზრუნველყოფილი ცხოვრების პირობებს უქმნის.

მუხის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: შეუპოვრობა, მოქმედების სიზუსტე, პრაქტიკული ჭკუა, რეალიზმი, დაკვირვების უნარი, ორგანიზატორული ნიჭი.

მუხის ნიშნის ქვეშ დაიბადა: ი. ს. ბახი.

არყის ხე

(24.6)

მოქნილი და არისტოკრატულია, ერთობლივ ცხოვრებაში–მსუბუქი და საყვარელი. სარგებლობს წარმატებით, მაგრამ აავის კეთილგანწყობას არ იყენებს ბოროტად. თავაზიანი და თავშეკავებულია. თავის სიმპათიებსა და ხასიათს თავზე არავის ახვევს. არაფერი სურს და არაფერს ითხოვს. პურიტანულად მოკრძალებულია. მუდამ მოხდენილია და მორალს არავის უკითხავს. აღსავსეა ზომიერების გრძნობითა და შემწყნარებლობით. ვერ იტანს ვულგარულობას. ნებისმიერი მოჩვენებითობა, ფუფუნება, სნობიზმი მისთვის უცხოა.  თუ სამუშაო პირობები ექნება, ნებისმიერ გარემოს შეეგუება, ისე კი, სიამოვნებით იცხოვრებდა სოფლად. მიუხედავად მოხდენილი გარეგნობისა, ცხოვრებას შრომაში ატარებს და არს კიდეც მშრომელი.

მისი მოკრძალებული და თავაზიანი ხასიათი განაპირობებს მის სიმშვიდეს სიყვარულში. სენტიმენტალურია და არ აშინებს ვნებამოჭარბებული გრძნობები. ლოიალური და ერთგულია, ოჯახში ქმნის სიმყუდროვისა და ბედნიერების ატმოსფეროს. შეიძლება ნაჩაქარევად მოეკიდოს ოჯახს, მარამ საკუთარ არჩევანს არასოდეს ნანობს.

არყის ხისთვის ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა ინტელიგენტურობა. აქვს უსაზღვრო ფანტაზიისა და გამომგონებლობის უნარი. სამუშაოს მუდამ შემოქმედებითად უდგება. შემოქმედებითი აზროვნება, საკუთარი განზრახვების განხორციელების უნარი და შრომისმოყვარეობა ყველა კარს აღებს მის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ საქმეს შეუძლია მოგკიდოს ხელი, განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევს ხელოვნებაში. მისი ერთთადერთი ნაკლია ნაკლებ–კონტაქტურობა. მაღალი საზოგადოების ცხოვრება და გავლენიან პირებთან ურთიერთობა არ იზიდავს. არყის ხე ხშირად არის ბედნიერი. ოიგი მცირედს მოითხოვს ცხოვრებისგან. მისთვის საკმარისია ახლობელი, ერთგული ადამიანი და კრგი ბიბლიოთეკა.

არყის ხის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: რბილი ხასიათი, სინთეზი, ინტუიცია, ფანტაზია.

არყის ხის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: გუტენბერგი, სტრელეცკი.

ზეთისხილის ხე

(23.9)

საშუალო ზომისაა, სილამაზისა და სიმახინჯის ზღვარზე მყოფია, მაგრამ აქვს რაღაც მომხიბვლელი ხშირად აწუხებს რევმატიზმი, ამიტომ უყვარს მზე. უმზეობა ტანჯავს.  ცხოვრების გართულება არ სურს, ინარჩუნებს სიმშვიდესა და წონასწორობას. აგრესიული არ არის, რადგან არ სურს გაირთულოს ცხოვრება.  შემწყნარებელია, თუმცა აქვს საკუთარი შეხედულებანი ცხოვრებაზე. მიაჩნია, რომ სხვასაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და ამიტომ არავის საქმეში არ ერევა.

ზეთისხილის ხე იმდენად თავაზიანია, რომ გულგრილის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში კი პირიქით არის: ნებისმიერს შეუძლია მიმართოს მას დახმარებისთვის. მუდამ ღიმილინია, იმიტომ რომ უაზრობად მიაჩნია ნერვების აშლა. თანაც აქვს საკუთარი თავის მართვის უნარი. სიმშვიდესა და უშფოთველობას ავრცელებს ირგვლივმყოფებზე.

ზეთისხილის ხე კეთილი და გულისხმიერია, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანია და არავის აძლევს ნებას ექსპლოატაცია გაუწიოს მის სიკეთე. გამოირჩევა სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობით. მიხვედრილია, იცის სხვის მდგომარეობაში შესვლა/ არაფერს აკეთებს გარეგნული ეფექტებისთვის. სიტუაციებში ობიექტურია, თავისი თავის საზიანოდც კი. მან ეს იცის და შეგუებულიცაა. ამიტომაც აფასებენ და უყვართ იგი.

ზეთისხილის ხე ცდილობს სიყვარულში არ იყოს ეჭვიანი, და თუ ეჭვიანობს და არ ავლენს, იმიტომ რომ პატივს სცემს პარტნიორის დამოუკიდებლობას. არცთუ იშვიათად უკიდურეს დათმობაზე მიდის–საკუთარი სიყვარულის უარყოფამდეც. ყველაფერ მას აკეთებს არა იმიტომ, რომ მორჩილი და სუსტია, არმედ იმიტომ, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე.

გამოირჩევა ინტელიგენტურობით. დიდ დროს უთმობს ფირქრს, უყვარს კითხვა, სწვლა და თვალსწაწიერის გაფართოება. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ ცდილობს, მუდამ იპყრობს ყურადღებას და ზოგჯერ სახელგანთქმულიც კი ხდება. იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც ირგვლივმყოფთათვის მოაქვთ სიმშვიდე, ბედნიერება და კეთილ მოგონებად რჩებიან ნაცნობებისა და მეგობრების ხსოვნაში.

ზეთისხილის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: ანალიტიკური ჭკუა, უტყუარი მსჯელობისა და დედუქციის უნარი, რეფლექსურია.

ზეთისხილის ხის ნიშნის ქვეშ დაიბადა იმპერატორი ავგუსტუსი.

წიფელი

(21–22.12)

ტანწერწეტა და ლამაზია. იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრობს და ინარჩუნებს ახალგაზრდულ თვისებებს. მას უნარი შესწევს შეინარჩუნოს ჩინებული ფორმა, კოხტა სილუეტი, მოძრაობათა სიმარდე და მოქნილობა. მუდამ მოვლილი და კეკლუცია.

თუკი ხელშემწყობი პირობები ექნება, ნებისმიერ დარგში მიაღწევს წარმატებებს. ნებისმიერ სიტუაციაში მკვირცხლი და მოხერხებულია. აქვს მრავალი გეგმა, რომელთაც წარმატებით ახორციელებს. მიჰყვება ერთხელ არჩეულ გზას. კარგად იწყობს ცხოვრებას. მომჭირნეა, წინასწარ საზღვრავს თავის ბიუჯეტს. არ უყვარს გაცემა, თუმცა ზოგჯერ გულუხვიც შეუძლია იყოს.

წიფელი მრავალი დარბაისლური თვისებით შემკული წესიერი არსებაა. იგი არ ენდობა შემთხვევითობას. მუდამ ყველაფერი აწონ–დაწონილი აქვს. სიყვარულში ფანტაზია არ ყოფნის. იდეალური ქმარია (ან ცოლი). სურს შევილები იყოლიოს, სანიმუშოდ მოაწყოს საკუთარი სახლი, კარგად გატაროს შვებულება. ასაკში შესულს ხშირად იპყრობს სურვილი, დაუმტკიცოს სხვებს, რომ კვლავ ახალგაზრდა და მიმზიდველია, ამიტომ მონაწილე ხდება ერთი ან ორი თავდასავლისა. ინტელიგენტურია, აქვს ორგანიზატორული მონაცემები და საღი აზროვნება. გამოხატული მატერიალისტია–ჯერ სიმდიდრე, შემდეგ ბედნიერება.

წიფლის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: სიზუსტე, რეალიზმი, ორგანიზატორუი მონაცემები, დაკვირვების უნარი.

წიფლის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: პუჩინი, სტალინი.

 
Information Centre 09 works for you already