Information center 09 change language 118-09

ONLINE HELP (LIVE)

09 TECH - SUPPORT ON THE ROADS

PAGE

მაიმუნი                       1920; 1932; 1944; 1956; 1968; 1980; 1992; 2004; 2016

მამალი                         1921; 1933; 1945; 1957; 1969; 1981; 1993, 2005; 2017

ძაღლი                          1922; 1934; 1946; 1958; 1970; 1982; 1994; 2006; 2018

ღორი                            1923; 1935; 1947; 1959; 1971; 1983; 1995; 2007; 2019

ტახი                             1924; 1936; 1948; 1960; 1972; 1984; 1996; 2008; 2020

ვირთხა                        1925; 1937; 1949; 1961; 1973; 1985; 1997; 2009; 2021

ხარი                             1926; 1938; 1950; 1962; 1974; 1986; 1998; 2010; 2022

ვეფხვი                        1927; 1939; 1951; 1963; 1975; 1986; 1999; 2011; 2023

კატა(კურდღელი)      1928; 1940; 1952; 1964; 1976; 1987; 2000; 2012; 2024

დრაკონი                     1929; 1941; 1953; 1965; 1977; 1988; 2001; 2013; 2025

გველი                          1930; 1942; 1954; 1966; 1978; 1989; 2002; 2014; 2026

ცხენი                           1931; 1943; 1955; 1967; 1979; 1990; 2003; 2015; 2027

ცხვრი(თხა)                1932; 1944; 1956; 1968; 1980; 1991; 2004; 2016; 2028

 

2014 წლის, ხის ცხენის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

აღმოსავლური ზოდიაქო კალენდრის მიხედვით 31 იანვარს 2014 წლისა, 00 საათსა და 40 წუთზე, დაწყება ცხენის წელიწადი, რომელიც განეკუთვნება იან (აქტიური) ენერგიის ხის სტიქიას. აღმოსავლეთში ასეთი წელიწადი უკავშირდბ სასიკეთო და მოულოდნელ მოვლენებს, რადგან მისი დინამიკა შეესაბამება წლის მასპინძელს–იმპულსურ, ამაყ, ლამზ, სწრაფ ცხენს, რომელიც ვერ იტანს შეზღუდვებს. ეს წელიწადი კარგია კონტაქტებისათვის, სპორტული ღონისძიებებისათვის, მოგზაურობისათვის, შემოქმედებისათვის, საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, ქველმოქმედებისათვის, თავგადასავლებისათვის, ახალი საქმის დასაწყებად. არმატებისათვის აუცილებელია პირობაა რწმენა წარმატებისა. მთელი წელიწადი იქნება დაკავშირებული მნიშვნელოვან ცვლილებებთან. ტიბეტურ ასტროლოგიაში, ხის ცხენთან აკავშირებენ–ტყუილს და გაიძვერებას, ამიტომ წელს დაუგდეთ ყური იტყვებს, მაგრამ ნუ იჩქარებთ ნდობის გამოხატვას პირველივე შემხვედრისადმი, წელიწადი აღსავსე იქნება საბურავებით, კონტაქტებით მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან. წარმატებული იქნება ინტელექტუალური საქმიანობა–მეცნიერება, ჟურნალისტიკა, მწერლობა, თუმცა იგი, აგრეთვე, მოახდენსკამათის პროვოცირებასაც, აზრთა სხვადასხვაობას, დაპირისპირებას. წლის ფერი–მწვანეა, ამიტომ საახალწლოდ უნდა პრევალირებდეს მწვანე ფერი, თუმცა ხის სტიქია შემოიტანს აგრეთვე–ყავისფერ, ბეჟ, ოქროსფერ ტონებს, ინ–აქტიური ენერგიის სტიქია კი მცირეოდენ აქსესურების სახით დაუშვებს წითელ ფერსაც. ლითონებიდან ოქრო და ვერცხლი თანაბრად მისაღებია. მინერალებიდან–ზურმუხტი, ოლივინი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მწვანე იასპი, ფირუზი. ცხენი ხასიათით–დამოუკიდებელია, შრომისუნარია, პატივმოყვარეა, რაც გამოვლინდება კიდეც ადამიანთა ცხოვრებში ჩვეულებრივზე მეტად. მას შეუძლია კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს, იგი ზრუნავს საკუთარ იმიჯზე. მას უყვარს მასობრივი ღონისძიებები, სადაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, მათ შორის ორატორულიც.

ცხენი ეხმარება შეუპოვარ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ მტკიცედ დასახული მიზანი. ცხენი აზარტულია, ამიტომ უწყობს ხელს სასიყვარულო ურთიერთობას, პოლიტიკურ მოღვაწეობას და პატრიოტიზმის გამოვლენას, თუმცა მისი ხასიათი ცვალებადია, რისგამოც მისი აზარტი შეიძლება სწრაფად ჩაქვრეს. ცხენს უყვარს საკუთარი თავი, რის გამოც მას ეგოისტად მიიჩნევენ. ცხენის წელიწადი ითხოვს ადამიანებისაგან ჰარმონიულად შეხამებას ერთმანეთში: შრომისა, დასვენებისა და სასიყვარულო ურთიერთობი ჰარმონიზაციისა. საქმიანობაში იგი ითხოვს პრაქტიკული შედეგების წარმოჩენას. ხშირად იყავით საზოგადოებაში, მიიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, პრეზენტაციებზე. აუცილებლად მოიწესრიგეთ გარეგნული იერსახე. რთულ სიტუაციებში მას შეუძლია შემოვლითი გზების პოვნა.  ამიტომაც, წელიწადი იქნება დინამიური, ზოგჯერ წინასწარგანუსაზღვრელი მოსახვევებით, თუმცა ნაყოფიერი. ფინანსურ საქმიანობაში ეს წელიწადი ითხოვს მეტ წინდახედულობას და ყაირათიანობას.  კარგი წელიწადია სასიყვარულო, საოჯახო ურთიერთობებისათვის, მეგობრული კავშირები კი კოსმიურ გამოცდას გაივლიან. ხის სტიქია, როგორც ერთ–ერთი მასპინძელი ცხენის წელიწადისა, განაპირობებს ადამიანის აღმასვლას ახალ სულიერ, შემოქმედებით ან პროფესიონალურ დონეზე. დამიანები შეიგრძნობენ საკუთარ თავში ცვლილებების სურვილს. ცხენის წელიწადში ტრადიციულად ვხვდებით დიდი რაოდენობით სოციალურ–პოლიტიკურ ცვლილებებს, ახალ ლიდერებს, ახალ კანონებსა და წესებს. ადამიანებში მოიმატებს თავისუფლებისმოყვარეობა. ცხენის ენერგია სიმბოლურად უკავშირდება კოსმიური ცეცხლის უმაღლეს მწვერვალს–მოქმედებისას ეცადეთ შეუხამოთ თქვენი გამოცდილება, ცოდნა ინტუიციას. ასეთ წელიწადში რთულდება ემოციებისკონტროლი, თუმცა ეს აუცილებელია, ამას ითხოვს ჩვენგან წელს კიდევ ერთი მასპინძელი ამ წლისა, პლანეტა სატურნი, რომლის მმართველობის ქვეშ იმყოფება ასევე ცხენის წელიწადი, იგი ითხვს ჩვენგან: ზომიერებას, თადაჭერას, მოთმინებას, ორგანიზებულობას, დისციპლინის გამოვლენას რათა მივაღწიოთ წარმატებებს, მაშინ ადრეულ წლებსი დასახული გეგმები, წელს ასრულდებიან მეტად ეფექტურად, მინიმლურ დროში. წლის პირველ ნახევარში აუცილებელია დინამიურად ჩამოყალიბება ახალი პარტნიორული ურთიერთობებისა, კონტაქტებისა და კავშირებისა, ხოლო წლის მეორე ნახევარში კი მეტად უნდა იზრუნოთ მათ შემდგომ განვითარებაზე. ცხენის წელიწადში იღბლის ქარი ცვალებადია, მაგრამ თქვენ თუ მიყვებით ინტუიციას და დროულად შეიცვლით მოქმედების კურსს, მშინ ბედნიერი შესაძლებლობები ხშირად  გეწვევიან. წლის პირველი ნახევარი მეტად მპულსურია, ამიტომ ამ პერიოდში საჭიროა მეტი სიფრთხილე, დიპლომატიურობა, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. ეკონომიკურ სფეროში მოსალოდნელია ახალი კორპორაციებისა და ტექნოლოგიების წარმოქმნა, წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად შესუსტდება მსოფლიოს  ეკონომიკური კრზისი. პოლიტიკურ ასპარეზზე, წლის პირველ ნახევარში მეტად იქნება შესაძლებელი მოლაპარაკების გზით კონსესუსის ან ალტერნატიული გზების პოვნა, წლის მეორე ნახევარში ეს უფრო რთული იქნება, მოიმატებენ კონფლიქტური სიტუაციები, აქ ისინი უფრო მეტად გაიმარჯვებენ, ვინც იქნება მზად სარისკო და ზოგჯერ ავანტუტული მოქმედებისათვის. ამ პერიოდში პოლიტიკოსებს და ხელმძღვანელ პირებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული ყურადღება. რადგან გამახვილდებიან მათი ამბიციები, ძალაუფლებისადმი ლტოლვა და დიქტატორული მართვის მეთოდები, რაც შექმნის დაძაბულობას და პრობლემებს. მოდაში მეტად შემოვა სპორტულ–დინამიკური და ცოტა აგრესული სტილი თავის წარმჩენისა, რომელიც შესაძლებელია იყოს შეზავებული მუსიკითა და დეკლამაციით, რეკლამით.

სასიყვარულო სფეროში–გრძნობები წელს მეტად ემოციურ ელფერს შეიძენენ, მოიმატებს ეჭვიანობა, წყენა, კონფლიქტის ტენდენცია. ეს კარგგი პერიოდია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საოჯახო–სანათესაო კავშირების გასაუმჯობესებლად, შვილების აღზრდისათვის, თუმცა არ არის იგი სასიკეთო ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. წლის მეორე ნახევარი კი სწრაფად მეტად უწყობს ხელს ახალი სასიყვარულო, საოჯახი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, იგი  უფრო ჰარმონიულად დაალაგებს პარტნიორთა გრძნობებსა და ემოციებს, გაამახვილებს სექსიალურ პოტენციალს, გააუმჯობესბსმატერიალურ მდგომარეობას.

ჯანმრთელობის კუთხით ხის სტიქიის წელიწადში, განსაკუთრებით უჭირთ მუშაობა: ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ასევე სწორ ნაწლავს, ამიტომ წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო სწორი კვების მიმართ. წლის პირველ ნახევარში მეტი იძინეთ, მეტად მოდუნდით, ივარჯიშეთ, იცეკვეთ, იმღერეთ. მაღალია ამ პერიოდში წონის მომატების ტენდენცია. ნაკლებად მიიღეთ:ტკბილ–ფუნთუშეული ნაწარმი, ლუდი, მარილიანი და შებოლილი თევზი, შემწვარი ხორცი, რაც პრობლემებს შეუქმნის ასევე თირკმელებს და გამოიწვევს ორგანიზმის ინტოკსიკაციას. შემოდგომაზე მეტი ყურადღება დაუთმეთ გულ–სისხლძარღოვან სისტემას, ნუ გადაიტვირთებით, მეტად დაისვენეთ.

ეცადეთ ყველაფერში დაიცვათ ბალანსი, ზომიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლის (იან) სტიქია დაწვავს ხეს–წლის მასპინძელს, რაც მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. ბალანსის შენარჩუნება კი ცეცხლისა და ხის ენერგიებს შორის, თქვენს დადებით და უარყოფით მხარეებს შორის მეტად შეგინარჩუნებთ სტაბილურობას.

 
Information Centre 09 works for you already