Information center 09 change language 118-09

ONLINE HELP (LIVE)

09 TECH - SUPPORT ON THE ROADS

PAGE

ნუმეროლოგია

თქვენი სახელი თქვენი ბედისწერის შეცნობის გასაღებია.

თანამედროვე ნუმეროლოგია დაფუძნებულია იმ სისტემაზე, რომელიც მრავალი საუკუნის წინ შეიმუშავეს ძველი საბერძნეთისა და იუდეის ფილოსოფოსებმა. სისტემის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ანბანის ყოველ ასოს აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, რაც ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები:

1    2    3    4    5     6    7     8     9

ა    ბ    გ    დ    ე    ვ    ზ    თ    ი

კ    ლ    მ    ნ    ო    პ    ჯ    რ    ს

ტ    უ    ფ    ქ   ღ    ყ    შ    ჩ    ც

ძ    წ    ჭ     ხ    ჯ     ჰ

როგორ უნდა გამოვიყენოთ ცხრილი?

მაგალითისთვის, ავიღოთ სრული სახელი, შემდეგ თითოეული ასოს ქვეშ დავწეროთ მისი რიცხვითი მნიშვნელობა ცხრილის მიხედვით:

ნაპოლეონ  ბონაპარტე

41652554     254161815

ასოთა შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობების საერთო ჯამი უდრის 70. ეს რიცხვი უნდა დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე. 70=7+0=7 ე.ი. ამ შემთხვევაში ცხოვრების რიცხვია „7“. თუ რიცხვების ჯამი შეადგენს, მაგალითად, 185, მაშინ ერთნიშნა რიცხვამდე მისი დაყვანა ხდება შემდეგნაირად: 185=1+8+5=14=1+4=5, ე.ი. აქ ცხოვრების რიცხვია „5“.

თქვენი ცხოვრების რიცხვის განსაზღვრის შემდეგ, მიმართეთ იმ თავს, რომელიც მას შეესაბამება. ყოველი სათაურის ქვეშ–ხასიათი, პიროვნება, სიყვარული, ქორწინება, სამუშაო და მოწოდება, ფული–თქვენ უკეთ შეიცნობთ ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას, რომელსაც კი თქვენ იცნობთ–საკუთარ თავს. თქვენი ცხოვრების რიცხვის გამოთვლის დროს, ისარგებლეთ იმ სახელით, რომლითაც გიცნობენ ირგვლივმყოფნი. მაგალითად, თუ თქვენ უფრო გიცნობენ როგორც მელქოს და არა მელქისედეკს, გამოიყენეთ პირველი სახელი. თუ ფსევდონიმით გიცნობენ, გამოიყენეთ ფსევდონიმი, როგორც ამას მრავალი აკეთებდა თქვენამდე. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების რიცხვი და, შესაბამისად, შეცვალოთ ბედისწერაც.

1

ერთიანი, მყარი ციფრია, ნიშნავს პრინციპულ პოზიციას და შეესაბამება ენერგიის წყაროს–მზეს.

ხასიათი

ამ ციფრის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ნოვატორები და ახალი გზის გამკვლევნი არიან, ძლიერი ნებისყოფა აქვთ, შეუპოვარნი და დამოუკიდებელნი არიან. ძალიან ამაყობენ თავისი თავითა და მიღწეული წარმატებებით. ისინი ლიდერებად და ორგანიზატორებად არიან დაბადებულნი. თუ მათი ხასიათის ბუნებრივ განვითარებას ხელს არ შეუშლის გარე პირობები და ბედის რიცხვი–დიდ წარმატებებს მიაღწევენ. ძნელად ექცევიან გავლენის ქვეშ. ეს არცთუ ისე სასურველი თვისებაა, რადგანაც ძალიან ძნელია ამგვარი ადამიანის მოქმედება სწორი მიმართულებით წარმართოთ და შეცვალოთ მისი ქცევა. არ უყვართ, როცა ხელს უშლიან დასახული გეგმების განხორციელებაში. აქვთ სხვებზე უპირატესობის მოპოვების მოთხოვნილება და თუ მათ მოქმედებას სათანადო კონტროლი არ გაეწევა, შეიძლება ბოროტმოქმედნი და დიქტატორები გახდნენ.  გულუხვი და სულგრძელი ბუნებისანი არიან, მაგრამ უსაზღვრო ამბიციურობამ, რაც უკვე მიღწეული წარმატების შედეგია, ისინი შეიძლება მიიყვანოს ეგოიზმამდე, დაუდევრობამდე და ირგვლივმყოფთა აბუჩად აგდებამდე. მოკლედ, მათ შესანიშნავი თვისებები აქვთ, მაგრამ თუ უარყოფითი გზით წარმართავენ საკუთარ ხასიათს, იგივე თვისებები, შესაძლოა, საშიშად და შემზარავადაც კი იქცეს.

პიროვნება

მაღალინტელექტუალურნი და მკაფიოდ გამოხატული ინდივიდები არიან. როგორც წესი, პირველად მუდამ კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ და ხშირად თავიანთ სოციალურ კგუფებში ლიდერებად ითვლებიან. აქტიურნი, ცნობისმოყვარე, იუმორის გრძნობით დაჯილდოებულნი არიან და დაუცხრომელი ტემპერამენტი აქვთ.  მტკიცე ხასიათისა და ენერგიის წყალობით ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ. თუ აკონტროლებენ თავის წარმმართველ თვისებებს, მრავალ მეგობარს შეიძენენ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად დიპლომატიურები არიან და არ ერიდებიან სხვის გაკრიტიკებას, შეუძლიათ საუკეთესო მეგობრობის გაწევა. თავისუფალ და მსუბუქ ურთიერთობაში გამოირჩევიან გულისხმიერებით და მზად არიან მუდამ დახმარების ხელი გაუწოდონ მეგობარს. ერიდეთ ‘’ერთიანებთან’’ მტრულ დამოკიდებულებას. თუ გააღიზიანეთ, ისინი გულღრძონი, შურისმგებელნი, ზოგჯერ სასტიკნიც არიან. მათი უმრავლესობა მგძნობიარეა და ადვილად სწყინს ყველაფერი. გარეგნულად თავი ისე უჭირავთ, თითქოს მათთვის სხვათა აზრს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, სინამდვილეში კი ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა და ვერ იტანენ კრიტიკას. გულჩათხრობილნი არიან, ხშირად უმალავენ თავიანთ გრძნობებს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და საკუთარ თავსაც კი.

სიყვარული და ქორწინება

პარტნიორის არჩევის დროს „ერთიანები’’ ერთგვარად შეარბილებენ ხოლმე თავიანთ ზემოქმედებას, მაგრამ მაინც ცდილობენ დომინირებას (მათ უბრალოდ ამის ფიზიკური მოთხოვნილება აქვთ).  ისინი ძალზე მოსიყვარულენი არიან, მაგრამ არახელსაყრელი პირობების დროს მათი სიყვარული და სინაზე მოულოდნელად ქრება. მათი უმრავლესობა ძალზე ეჭვიანია. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გიჩვენებს, რომ ‘’ერთიანები’’ ყველაზე კარგად ესადაგებიან და ბედნიერნი არიან ‘’ორიანებთან’’ და “ექვსიანებთან’’.

ეს უკანასკნელნი თავისი მოკრძალებული ბუნებითა და ხასიათით აგრესიულ „ერთიანებს’’ ჰარმონიული ცხოვრების პირობებს უქმნიან. 3 და 4 შეიძლება კარგი პარტნიორები აღმოჩდნენ ‘’ერთიანისთვის’’, თუ კი ეს უკანასკნელი არ იქნება კრიტიკული და ზედმეტად მომთხოვნი. ზოგჯერ ‘’ერთიანები’’ ბედნიერები არიან 5 –თან და 7–თან. განსხვავებული თვისებებისა და ხასიათის გამო ერთიანები უნდა მოერიდონ ქორწინებას ‘’რვინებთან’’ და ‘’ცხრიანებთან’’, ასევე ‘’ერთიანებთანაც’’. ამგვარი ცოლქმრობა შეუთავსებელია და არასასურველი ორივე მხრისათვის.

მუშაობა და მოწონება

„ერთიანები“ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნიან, რომლებიც მაქსიმალურად გამოხატავენ თავიანთ თავს ნებისმიერ საქმიანობაში. ისინი ბუნებით შემოქმედნი არიან, მაგრამ ხელოვნებაში მომუშავე მეტ წარმატებებს აღწევს ორგანიზაციულ საქმიანობაში, ვიდრე შემოქმედებითში.  მაგალითად, თეატრში ‘’ერთიანი’’ უფრო მეტ წარმატებას აღწევს როგორც რეჟისორი ან დირექტორი, ვიდრე როგორც მსახიობი. ჟურნალისტიკაში გამომცემლის თანამდებობა უფრო მიესადაგებათ ვიდრე მწერლისა. სწრაფი და ორიგინალური აზროვნების წყალობით, ‘’ერთიანები’’ დიდ წარმატებას აღწევენ მეცნიერების ყველა დარგში (ისინი კარგი მკვლევარები, გამომგონებლები, ინჟინრები არიან). უკეთეს შედეგებს აღწევენ მარტო მუშაობის დროს, ან ხელმძღვანელ პოსტზე. უდავოა, რომ მათი ხასიათის თავისებურებანი განსაკუთრებით კარგად ვლინდება ბიზნესში.. სხვა დარგთან შედარებით აქ გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ. როგორც მუშაკები, ზედმიწევნით კეთილსინდისიერნი  და მუყაითნი არიან, მაგრამ მათი ურთიერთობა უფროსობასთან ზოგჯერ დაძაბული. ეს იმით არის გამოწვეული, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულნი არიან და აკლიათ დიპლომატია. ყოველივე ამას მათთვის დიდი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. ‘’ერთიანები’’  ამბიციურნი, მოუთმენელნი და მოურიდებელნი არიან, რამაც შეიძლება მტერი მოუმრავლოს მათ. როგორც წესი, ისინი ნებისმიერი საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვენ. მიუხედავად გუნება–განწყობისა მუდამ გატაცებით ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ‘’ერთიანები’’ ხშირად შესანიშნავი მასწვლებლები არიან.

ფული

თუ ერთიანები თავშეკავებას ისწავლიან და უდარდელობას მოიშორებენ, თანდაყოლილი ნიჭის წყალობით შეუძლიათ დიდი ქონების ბატონ–პატრონნი გახდნენ. სამწუხაროდ, ისინი ისევე ადვილად ხარჯავენ ფულს, როგორც იხვეჭენ. ბევრი მათგანნი ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ იხვეჭს და ფლანგავს დიდძალ ქონებას. ‘’ერთიანები’’, რომლებსაც ეკონომიურად არ ულხინთ, ფულს ხშირად სესხულობენ და ვალს იღებენ, რათა შეიძინონ ის, რაც მათი აზრით მათთვის აუცილებელია. ისინი კი, რომელთაც ფული აქვთ, ხშირად მონაწილეობენ სარისკო საქმეებში, უყვართ აზარტული თამაშები. ფულის საკითხში, ისევე როგორც ყველაფერში, ფრთხილნი და წინდახედულნი უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აზარტული ტემპერამენტი ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანს მათ.

2

გამოირჩევიან  მოკრძალებით, ცოდნისმოყვარეობითა და დიპლომატიურობით, მუდამ მზად არიან დასახმარებლად. მათი პლანეტა არის მთვარე, რაც ერთგულებას ნიშნავს.

ხასიათი

ტაქტიანნი, წინდახედულნი არიან. ირგვლივმყოფნი პატივს სცემენ. ლიდერობას ურჩევნიათ ხელქვეითნი იყვნენ. შეუცნობსა და გაურკვეველს ამჯობინებენ ნაცნობსა და გარკვეულს. მათი უმრვლესობა თავშეკავებული და მშვიდია. მოქმედებენ დევიზით: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი’’.  ‘’ორიანებისთვის’’ დამახასიათებელი ნიშან–თვისებაა ხასიათის შეწყობა. ვერ იტანენ უსიამოვნებებს, განხეთქილებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველა სიტუაციაში შეინარჩუნონ ჰარმონია. უსიამოვნების თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ხშირად ცრუობენ. სწორედ ამ თვისებების გამო არასანდონი არიან. ბევრი მათგანი, ვინც ვერ გაიგო, რომ ცხოვრება არ არის მუდამ მშვიდი და უდარდელი, მერყევი, აფორიაქებული, ნევროტული ხდება და ადვილად ეძლევა დეპრესიას. როცა ბრძნულად იყენებენ თავიან დიპლომატიურობასა და ხასიათის შეწყობის ნიჭს, წარმოუდგენელ წარმატებას აღწევენ, ხოლო არასწორად წარმართული იგივე თვისებები იწვევს დიდ  წინააღმდეგობებს, რომელთა გადალახვასაც დიდი ძალისხმევა და ენერგიის ხარჯვა სჭირდება.

პიროვნება

‘’ორიანების’’ უმრავლესობა ემოციებით უფრო ხელმძღვანელობს, ვიდრე ჭკუით ე.ი. გულისთქმას უფრო ენდობიან, ვიდრე გონებას. ‘’ორიანები’’ რომანტიულნი, მოკრძალებულნი, სენტიმენტალურნი და ძალიან მგძნობიარენი არიან. გარეგნულად მშვიდად გამოიყურებიან, მაგრამ უმრავლესობა მუდამ ტირილისა და ღიმილის ზღვარზე იმყოფება. ნაცნობ, ჩვეულ გარემოში ისინი უბედნიერესნი არიან, დაძაბული მტრული გარემოცვა კი სულიერად აძაბუნებთ.

ირგვლივმყოფთა მიმართ გამოჩენილი ტაქტისა და ყურადღების წყალობით, ადვილად იძენენ მეგობრებს. მათ კარგი მოსმენა იციან. ამიტომაც მათ ხშირად შესჩივიან და გასაჭირს უზიარებენ. საზოგადოებაში არ ბრწყინავენ, მაგრამ პირად საუბარში უშუალონი და მომხიბვლელნი არიან. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურთ. ურჩევნით ადამიანებთან ურთიერთობა პირისპირ და არა სცენიდან. მუშაობაში კეთილსინდისიერნი არიან. მათთან თანამშრომლობა საზოგადოებრივ საქველმოქმედო საქმიანობაში კეთილსაიმედოა. იშვიათად ნახავთ მოთმინებადაკარგულთ ან "აღრენილთ". როცა ბრაზდებიან ან სწყინთ რაიმე, აგრესიულნი კი არ ხდებიან, არამედ თავისთვის ტირიან და იბუტებიან. თავიანთ კეთილმოსურნე ბუნების გამო დიდხანს გაბუტვასაც ვერ ახერხებენ. ‘’ორიანები’’ განსაკუთრებულად მიისწრაფვიან ყველაფრის მოგვარებისა და სიმშვიდისაკენ.

სიყვარული და ქორწინება

„ორიანები“, უმრავლეს შემთხვევაში, იდეალურ პარტნიორებად გვევლინებიან. ისინი ფაქიზნი, მოსიყვარულენი არიან და, რაც მთავარია, მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ შეყვარება. საყვარელი ადამიანისთვის ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებენ, შექმნილნი არიან ოჯახური ცხოვრებისათვის. ბევრს არ მოითხოვენ. ხშირად საკუთარი ნებით ექცევიან პარტნიორის გავლენის ქვეშ. ყველა ორიანი, მამაკაციც და ქალიც, ყურადღებით უნდა ადევნებდეს თვლას, რომ მათი რომანტიული მიდრეკილება ზიანს არ აყენებდეს მათ კეთილგანწყობას. სასიყვარულო ურთიერთობებში გულუბრყვილონი არიან, იჯერებენ გაბუქებულ დაპირებებსა და ფიცს, სჯერათ ისეთი ნათქვამია, რომელსაც სხვები სერიოზულად არც კი აღიქვამენ. უსიმოვნებების თავიდან ასაცილებლად თვალი უნდა უსწორონ რეალობას, რომელსაც, თავის მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია სიყვარულში. ქორწინება ყველაზე უფრო ბედნიერია 2,4 და 6–თან. ზოგჯერ სიამოვნებით კიდეც სხვისადმი დაქვემდებარება და ბედნიერად ცხოვრობენ სრულიად საწინააღმდგო პიროვნებებთან (1,8). „ორიანები“ იხიბლებიან თვალშისაცემი პიროვნებებით, ხშირად იყვარებენ მათ. ისინი სულიერი მსგავსების გამო კავშირს ამყარებენ 3–სა და 5–თან. ხოლო 7–სა და 9–თან ცოლქმრობა სარისკოა. კავშირი შეიძლება კარგი აღმოჩნდეს, მაგრამ ორივე მხარისგან დიდ მოთმინებას მოითხოვს.

სამუშაო და მოწოდება

დაჯილდოებულნი არიან წარმოსახვის კარგი უნარითა და შემოქმედებითი ნიჭით. ხშირად სხვის იდეებს უკეთესად ახორციელებენ, ვიდრე საკუთარს. მაგალითად, „ორიანები’’ უკეთესი შემსრულებლები არიან, ვიდრე კომპოზიტორები.

დაიხსომეთ –2–ები–შემსრულებლები არიან და არა ლიდერები, შეჯიბრებას თანამშრომლობა ურჩევნიათ. ყველაე კარგად ასრულებენ სამუშაოს, რომელიც ტაქტსა და დიპლომატიას მოითხოვს. კარგი ფსიქოლოგები, საზოგადო მოღვაწეები, მდივნები, გადიები და ოჯახების შემრიგებლები არიან. თუ ‘’ორიანების’’ ბუნებასა და ხასიათს გავითვალისწინებთ, მათთვის ზედგამოჭრილია ავადმყოფ, უბედურ და სასოწარკვეთილ ადამიანებთან მშაობა. კარგი მასწავლებლები არიან, აინტერესებთ სამედიცინო კვლევა და ეკონომიკა. მუდამ მზად არიან კარგად და შეპასუხების გარეშე შეასრულონ ნებისმიერი დავალება.

ურჩევნიათ მშვიდად ისხდნენ თავიანთ სამუშაო ადგილზე, ვიდრე ურთიერთობები არკვიონ უფროსობასთან. იმის გამო, რომ არ სურთ მოითხოვონ ხელმძღვანელებისგან დაწინაურება, მათი წინსვლა სამსახურში მიდის ნელი ტემპით. სამუშაოს ასრულებენ აკურატულად და ნელა. „ორიანები“ ხშირად მბრძანებლები ადამიანების მსხვერპლნი ხდებიან. თუ არ დასძლევენ შიშს, ცხოვრება ისე გათელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა.

ფული

ურჩევნიათ დააგროვონ როგორც თავისი, ასევე სხვისი ფული. არ უყვართ ფულის ხარჯვა (საჩუქრებს ყიდულობენ მხოლოდ საყვარელი ადამიანებისთვის). ვერ იტანენ ვალებს, კარგი მონადირენი და გამყიდველნი არიან. მტკიცედ სჯერთ, რომ ყოველი დაუხარჯავი მანეთი შეძენილი მანეთია. თუ აქვთ თანხა, იძენენ უძრავ ქონებას ან ინახავენ სალაროში. ერიდებიან აზარტულ თამაშებსა და სარისკო საქმეებს. ფულის საკითხში თავის საზიანოდ მხოლოდ  მაშინ იქცევიან, როცა ბუნებით კეთილნი მეგობრებსა და ნათესავებს აძლევენ სესხხად ფულს, ისინი კი ივიწყებენ ვალების გასტუმრებას: ასეთ შემთხვევაში „ორიანებს“ უჭირთ მოვალეებისთვის ვალის შეხსენება.

3

გამოირჩევა სიყვარულით, სიფაქიზით, ნიჭიერებით, პოპულარობით. ზოგჯერ ‘’სრულყოფილ ციფრს’’ უწოდებენ. შეესაბამება პლანეტა იუპიტერს.

ხასიათი

კეთილნი, ნიჭიერნი, სწავლისმოყვარენი არიან, ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით აღსავსენი. ფლობენ მჩქეფარე ენერგიას. მახვილგონიერნი  და გულღიანი არიან. ისინი ტკბებიან ცხოვრებით, ილამაზებენ და სხვასაც ულამაზებენ მას. არ უყვართ წუწუნი. კარგად ესმით, რომ ცხოვრებაში უსიამოვნებასა და უბედურებას ვერსად გაექცევი. ‘’სამიანები’’ ბუნებით სხარტნი, მოქნილნი, მრავალმხრივ ნიჭიერნი და სხვადასხვანაირი ინტერესებით სავსენი არიან. ისინი დინამიური ინდივიდები არიან, მაგრამ იშვიათად იხდენენ დაწოლას ირგვლიმყოფებზე. ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ და ასევე ადვილად ახდენენ ზეგავლენას სხვებზე. თავისი თავის მიმართ მიმტევებლები და, მდენად, ეგოისტებიც არიან. არჩეულ გზას არ გადაუხვევენ და მუდამ მზად არიან იბრძოლონ ამ გზისთვის. ‘’სამიანები’’ დიდ მნისვნელობას ანიჭებენ ფულსა და მატერიალურ კომფორტს. ამიტომ ისინი მუდამ წაარმატებას ეძებენ, მაგრამ არა ძალაუფლებისთვის, არამედ იმ სიამოვნებისთვის, რომელსაც ეს ძალაუფლება იძლევა. ყველაზე მეტად ეტრფიან ფუფუნების საგნებს–ნუგბარ საჭმელს, ძვირფას ტანისამოსს, მანქანებს, ფეშენებელურ სახლებს.

პიროვნება

ადამიანებთან ადვილად ამყაებენ ურთიერთობას და პოპულარულნი არიან, საზოგადოებაში ტრიალი და სტუმრიანობა უყვართ. გემრიელ კერძებს ამზადებენ, კარგი მოსაუბრენი არიან. ახალ სიატუაციასა და გარემოცვაში კარგად გრძნობენ თავს და ამიტომაც სტუმრად ყოფნის დროს დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეხერხებათ სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა და იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა აზრთა სხვადასხვაობის გამო კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშობა. ამ დროს შეიძლება სარკასტულნიც  კი გახდენენ . „სამიანების“ უმრავლესობას ბევრი მეგობარი ჰყავს. ხშირად მათ ზერელე ადამიანებად მიიჩნევენ. ეს განპირობებულია ‘’სამიანების’’ გარეგნული უდარდელობით, ცხოვრების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულებით და ერთი საქმიდან მეორეზე ადვილად გადანაცვლებით, რაც თავისთავად მცდარი შეხედულებაა მათზე. „სამიანებმა“ შესანიშნავად იციან ცხოვრები სიმუხთლე–ვიც და კარგიც. უბრალოდ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ პრობლემების გადაწყვეტას აადვილებს მხიარული და კარგი განწყობილება. თუ ისინი ერთი საქმიდან მეორეზე გადადიან, ეს იმის ნიშანია, რომ ერთი მოათავეს და მაშინვე იწყებენ მეორეს. ვინაიდან ‘’სამიანები’’ არც თვითონ მოიწყენენ და არც სხვას მოაწყენენ, მათთან ბრწყინვალედ შეიძლება დროს გატარება.

სიყვარული და ქორწინება

ნამდვილი და ერთგული სიყვარულის  უნარი შესწევთ, თუმცა ხშირად ეჩვენებათ, რომ შეყვარებულნი არიან. გაუთხოვარი „სამიანი“ თავქარიანი კეკლუცის შთაბეჭდილებას ტოვებს. სამწუხაროდ, არც უმაგისობაა. მათი უმრავლესობა არ ცდილობს ვინმეს წყენინებას და თავისი პოპულარობის წარმოჩენას. უბრალოდ მოსწონთ, როცა ირგვლივმყოფთა სიყვარულს იმსახურებენ. საოჯახებული „სამიანები“ მოსიყვარულე, ნაზი, მაგრამ არა თავისმომაბეზრებელი. ყურადღებიანი, მაგრამ არა აბეზარი მეუღლეები არიან. ისინი ძალიან ზრუნავენ თავიანთ  მეუღლეზე, ბავშვებზე, სახლზე. ინტერესების მრავალმხრივობის გამო ირთულებენ ცხოვრებას. ყველას მიმართ კეთილგანწყობილი „სამიანი“  იშვიათად იბუტება ოჯახური უთანხმოების გამო. მათ ფიცხი, ფეთქებადი ხასიათი აქვთ, მაგრამ მალევე მშვიდდებიან.  „სამიანების“ ღრმა რწმენით ქორწინება სიხარულისა და ბედნიერების მომტანი უნდა იყოს და ამიტომ არ იშურებენ ძალ–ღონეს ამის მისაღწევად. მათ ურთიერთობის დამყარების იშვიათი ნიჭი აქვთ და არ არიან შეზღუდულნი პარტნიორის არჩევის დროს. „სამიანებისთვის“ 1,5,8 და 3 უფრო შესაფერისი პარტნიორები არიან, ვიდრე 2, 4, 6, 7 და 9. მაგრამ არც ამას აქვს „სამიანების“ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა. „სამიანს“ უყვარს განსხვავებული ბუნების მქონე ადამიანთან ურთიერთობა. იმის გამო, რომ თვითონ „სამიანი“ ბევრისთვის მიუღებელია, ხშირად ხდება, რომ იგი კარგავს ან ვერ პოულობს სასურველ სიყვარულს. „სამიანი“ არ უნდა გათხოვდეს, ვიდრე კარგად არ გაიცნოს პარტნიორს.

სამუშაო და მოწოდება

„სამიანები“ ბევრ წამოწყებასა და საქმიანობაში წარმატებებს აღწევენ მაღალი ნაყოფიერების, ჩინებული წარმოსახვისა და ამბიციურობის წყალობით. თუ ყოველმხრივ ნიჭიერი „სამინი“ დროულად გაერკვევა და გადაწყვეტს, რა მიმართულებით განავითაროს თავისი ნიჭი (ეს არცთუ ასე იოლია, რადგან მისი ტალანტი და ნიჭიერება მრავალმხრივია), სწრაფად მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს. „სამიანს“ შეეფერება მწერლის, ფოტოგრაფის, მსახიობის და დიზაინერის კარიერა.

ბიზნესის სამყაროში „სამიანი“ სარეკლამო სამსახურისთვის არ არის გამოსადეგი. სართოდ გამოდგება ყვე;ა იმ დარგში, სადაც კი აუცილებელია ადამიანებტან უშუალო კონტაქტი და სადაც „სამიანს“ თავისი მომხიბვლელობის წარმოჩენის საშუალება მიეცემა. ბევრ მათგანს არ ყოფნის მოთმინება იყოს ექიმი, კანონთმცოდნე, ინჟნრი ან გამომთვლელი. რუტინა მათ არ იზიდავს. საერთოდ ბრწყინვალე, შთაგონებული მუშაკები არიან და საერთო პატივისცემითაც სარგებლობენ. თუ ხელმძრვანელი თანამდებობა უჭირავთ, ტავის გარშემო კეთილგანწყობის ატმოსფეროს ამყარებენ. არვის ზღუდავენ, ხელს უწყობენ კარგ წამოწყებასა და სიახლეს. არ აშინებთ თანამშრომლების კონკურენცია, პირიქით, ეხმარებიან ნიჭიერ ადამიანებს.

ფული

უყვართ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ფულის ხარჯვა, რაიმეს მოულოდნელად ყიდვა, საჩუქრების მირთმევა, ხელის გამართვა. ფულიოს დაგროვებით არ არიან გატაცებულნი. დარწმუნებულნი არიან, რომ ფული სიამოვნებისთვის არის შექმნილი. ბევრი „სამიანი“, როგორც შოულობს დიდძალ ფულს, ისვე ხარჯავს მას. საერთოდ მათი პრინციპია „როგორც მოვედი –ისე წავედი“.

4

„ოთხიანი“ სამართლიანობის, პასუხისმგებლობისა და საიმედოობის სიმბოლოა. ყველაზე სტაბილური რიცხვია. მფარველობს პლანეტა სატურნი.

ხასიათი

„ოთხიანი“ გამრჯე, ერთგული, გაწონასწორებული და საიმედოა.  „ოთხიანები“ არ გამოირჩევიან არც ნოვატორობითა და არც გამომგონებლობით. აქვთ კარგი ორგანიზატორული ნიჭი და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. სამუშაოს კეთილსინდისიერად და დაკვირვებით ასრულებენ. ხშირად იტაცებს საქმის დეტალები და ამის გამო ზოგჯერ კარგავენ ძირითად მიზანს. „ოთხიანები“ კონსერვატორები არიან და ვერ ეგუებიან ცვლილებებსა და გარდაქმნებს. გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობენ. ფული ძირითადად საკუთარი თვითდაჯერებისთვის და ტავისთვის სასურველი საყიდლებისთვის სჭირდებათ. შრომისმოყვარეობის წყალობით ხშირად დიდ წარმატებებს აღწევენ. სიამოვნებასა და გართობას პირველ ადგილზე აყენებენ. თუმცა ყველაფერზე დუნედ რეაგირებენ, უსამართლობაზე მათი რეაქცია სწრაფი და ელვისებურია. ისინი პირველნი მოითხოვენ ცვლილებებს მთავრობის შემადგენლობაში, უსამართლო კანონების გაუქმებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის აღკვეთას.

პიროვნება

ისინი მშვიდი, საღად მოაზროვნე და თავშეკავებული ადამიანები არიან. იუმორის გრძნობა სუსტად გამოხატული აქვთ. ამ ნაკლს იმით ივსებენ, რომ ერთგულნი, თავდადებულნი და საიმედონი არიან. „ოთხიანი“ შესანიშნავი მეგობარია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე შეუძლია გიერთგულოს. იშვიათად კეკლუცობს. ისინი გულღია ადამიანები არიან. უმეტეობამ არ იცის, რომ აქს ტალანტი, იყოს ტაქტიანი და კონტაქტური. ხშირად ვერ გნასხვავებს გულახდილობას ნამდვილი უხეშობისგან. საერთოდ მათზე გავლენას „ერთიანის“ გარდა ვერავინ ახდენს. საქმეში მიზანდასახულნი, ჯიუტნი, შეუპოვარნი არიან. მათ მიერ მირებული გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია. ვერ იტანენ უსაქმურობას და მხოლოდ შრომის პროცეში გრძნობენ თავს ბედნიერად.

სიყვარული და ქორწინება

იშვიათად თუ შიეყვარებენ ვინმეს. ანგარიშიანნი, პრაქტიკულნი, ძალიან ფრთხილნი არიან, ხანგრძლივად შეისწავლიან ხოლმე პარტნიორს. ზოგჯერ „ოთხიანს“ პირველი დანახვისთანავე შეუძლია შეყვარება, რაც ძალზე იშვიათად ხდება. როგორც წესი, დაახლოებით 2–3 წელიწადს ანდომებენ პარტნიორის შესწავლას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას დაქორწინებაზე. მათთვი, ვინც ეძებს შრომისმოყვარე და დამჯერე პარტნიორს–„4“–იანი იდეალური ვარიანტია. უდარდელი და მსუბუქი ცხოვრების მოყვარულთ იგი ვერ გამოადგება. „ოთხიანები“ გრძნობების გამოხატვაში თავშეკავებულნი არიან. არ ახასიათებთ სენტიმენტალურობა და ბედნიერნი არიან იმ პარტნიორეთან, რომლებთანაც აკავშირებთ საერთო მიზნები. სიყვარულის გარეშე „ოთხიანი“ იტანჯება დეპრესიისა და მელანქოლიისგან. ცნობილია, რომ „ოთხიანი“ „ოთხიანთან“, „სვიდიანსა“ და „ცხრიანთან“ კავშირში დაკმაყოფილებული იქნება, ე.ი. ურთიერთობაში იმ ადამიანებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი თავი და ცხოვრებას სეროზულად ეკიდებიან. კავშირში „ორიანთან“ და „ექვსიანთან“  შეიძლება ბედნიერი აღმოჩნდეს იმ პირობით, თუ „ორიანი“ დასძლევს თავის ზედმეტად რომანტიულ ბუნებას, ხოლო  „ექვსიანი“ უარს იტყვის თავის იდეალიზმზე. „ოთხიანი“ ზოგჯერ ერთიანსა“ და „რვიანსაც“ ეწყობა, თუკი ისინი უარს იტყვიან თავიანთ აგრესიულობაზე. ტავი უნდა არიდოს „სამიანსა“ და „ხუთიანთან“ კავშირს, რადგან ასეთი ქორწინება სარისკოა.

სამუშაო და მოწოდება

„ოთხიანები“ გამოსადეგნი არიან ისეთ საქმეში, რომელიც დეტალებისადმი ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ისინი შესანიშნავი ინჟნრები, მხაზველები, გამომთველნი, მოლარეები, ქიმიკოსები და ფარმაკოლოგები გამოდიან. თავიანთი კეთილსინდისიერების წყალობით, კარგი მსაჯულები არიან და ამის გამო დიდ კმაყოფილებასაც განიცდიან. ბევრი მათგანი გამოჩენილი კანონმდებელი და მოსამართლე იყო. მიდრეკილება აქვთ მეცნიერული გმოკვლევებისადმი. პატივს სცემენ შემოქმედებით ნიჭს, თუმცა თვითონ ამას მოკლებულნი არიან. ამიტომ კომერციული ხელოვნება და რეკლამა მათი საქმე არ არის. ჭკვიანმა „ოთხიანმა“ იცის თავისი შესაძლებლობა და მაქსიმალურად იყენებს მას. საქმეში არასოდეს არ გაურბის სიძნელეებს, მოსწონს მუდმივი და მონოტონური სამუშაო. შრომისმოყვარე, სანდო და კეთილსინდისიერი–იდეალური მუშაკია, თუმცა როგორც მეწარმე შორს არის იდეალისგან. შრომისადმი ასეთსავე დამოკიდებულებას მოითხოვს სხვისგან და მცირე შეცდომასაც კი ვერ იტანს. „ოთხიანი“ თავდაუზოგავად შრომობს, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი ხელქვეითნი მუდამ ცუდად მუშაობენ.

ფული

ფულს უფრთხილდებიან, ინახავენ შავი დღისთვის, ყიდულობენ ფასდაკლებულ საქონელს, ნახმარ მანქანას, გამოცდიან მას და მერე ყიდულობენ ახალს, მაგრამ ძუნწნი არი არიან. უბრალოდ, თუ შეისაძლებელია, ცდილობენ გადაინახონ ზედმეტი და სარგებელი ნახონ ამისგან. მათში იშვიათად მოიძებნებიან ბირჟაზე მოთამშენი და გატაცებულნი აზარტული თამაშებით. „ოთხიანები“ ფრთხილები და პრაქტიკულები არიან, უფრთხილდებიან დანაზოგს.

5

გამოირჩევა სწრაფი აზროვნებით, იმპულსურობით, სიმამაცითა დ მოხერხებულობით.  მფარველობს პლანეტა მერკური.

ხასიათი

ახასიატებს სხარტი აზროვნება, ფეთქებადი ტემპერამენტი, სწრაფი მოქმედების უნარი, პიროვნული თავისუფლება, დაუდგრომლობა, მოუსვენრობა, მუდმივ მოძარაობაშია. „ხუთიანების“ უმრავლესობა თავგადასავლებისა და რისკიანი საქმეებისთვის ადვილად თმობს თავის მდგომარეობას და სიმშვიდეს. თუ შექმნილი ვითარება ხელ–ფეხს უბორკავს, ანჩხლი და უკიდურესად ნერვიული ხდება.

„ხუთიანების“ უმრავლესობა იმპულსურია, არასოდე წინასწარ არ გეგმავს თავის საქმიანობას. ცხოვრობენ დღევანდელი დღით და შემთხვევითობის იმედი აქვტ. ენერიულნი და ენთუზიასტები არიან. განწყობის ხშირი ცვალებადობის მიუხედავად (ექსტაზიდან სასოწარკვეთამდე), ძალიან მოქნილნი არიან. ზოგი რამ ძლიერ აწუხებთ, მაგრამ თავისი ოპტიმიზმის წყალობით ადვილად ისხლეტენ სადარდელს. „ხუთიანების“ მთელი ცხოვრება მრავალფეროვნებით არის აღსავსე. იზიდავთ ყველაფერი ახალი: ახალი რესტორანი, ახალი თამაში, უსაფრთხოებას და ფულს მათ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი არ უჭირავს. უყვართ სიამოვნებანი, რომმლებიც ფულით მოიპოვება, მაგრამ თავგადასავლები და ახალი ინტერესები მეტად იზიდავთ და თუ საქმე არჩევანზე მიდგა, ამ უკანასკნელს ირჩევენ. სიამოვნებაა მათ ცხოვრებაში მთავარი.

პიროვნება

დინამიური, ჩამოყალიბებული ინდივიდები არიან. დაუფიქრებლად იძლევიან შეკითხვაზე პასუხს. გადაწყვეტილებს მიღებაზე დიდხანს არ ფიქრობენ. იმპულსურნი არიან ფიქრითაც და ქცევითაც. ზლაზნია ადამიანები აღიზიანებენ, მაგრამ ურთიერთობაში საკმაოდ მომხიბვლელნი და მიმზიდველნი არიან. უყვართ საზოგადოება, სიცილი, სიმღერა, გართობა. ლაპარაკობენ ნებისმიერ თემაზე. ისინი ხშირად ამხირულებენ მოწყენილ საზოგადოებას, ავიწყებენ სადამიანებს მათ ავადმყოფობას და უსიამოვნებას. მათ კარგი გუნება–განწყობილება და ხალისი ადვილად გადამდებია.  „ხუთიანები“ შირად მაღალინტელექტუალურნი არიან. იჩემებენ მიდრეკილებას შემოქმედებითი სამუშაოოსადმი. ბრძნულად იყენებენ თავიანთ ნიჭსა და დაუდგრომელ ხასიათს. ძალიან უყვართ ახლობლებსა და მეგობრებს, თუმცა „ხუთიანის“ სიფიცხის გამო, ზოგ ახლობელს მათზე განსხვავებული აზრი აქვს. ამასთანავე მეტად მწარე აქვთ და დიდი ტკივილი შეუძლიათ მიაყენონ თავიანთ ახლობლებს. უმრავლესობას „ხუთიანთაგან“ მალე ავიწყდება უსიამოვნება, მაგრამ მათი მეგობრები ასე ადვილად ვერ ივიწყებენ მათ ენამწარობას.

სიყვარული და ქორწინება

თაყვანისცემლები თავს ისე დასტრიალებენ, როგოც ფუტკრები ყვავილს. განურჩევლად მათი გარეგნობისა, „ხუთიანები“ მგნიტივით იზიდავენ საპირისპირო სქესს. მგრძნობიარენი და ვნებიანები არიან. ბუნებით რომანტიულებს უყვართ სასიყვარულო ბარათების წერა, ფიცი მარადიულ სიყვარულზე, ეჩქარებათ ნიშნობა. მათთვის ქორწინება ჯოჯოხეთი ან სამოთხეა. შუალედი იშვიათად აკმაყოფილებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ   სწორედარჩეული პარტნიორის მიმართ „5იანი“ ნაზი, მოსიყვარულე, რომანტიული და მღელვარეა, არასწორედ არჩეული პარტნიორის მიმართ კი–წყენია, გაღიზიანებული, მუდმივად ცუდ ხასიატძე მყოფი. ვინ არის „5“ შესაფერისი? თავისუფლების მოყვარე და მასავით იმპულსური, თუ ის, ვინც მისგან ძალიან განსხვავდება და არ ცდილობს მის შეცვლას? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ „ხუთიანი“ ყველაზე კარგად ეგუება „ხუთიანს“. დაქორწინებულებმა ერთმანეთთან შეიძლება ხშირად იდაონ და იკლაკნონ, მაგრამ სიმშვიდეს ‘’ხუთიანისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მათთვის მთავარია ცხოვრებაზე ერთნაირი შეხედულებები ჰქონდეთ, ერთმანეთის მიმართ ყურადღება და ურთიერთსიყვარული აკავშირებდეთ. თუ „ორიანის“,  „სამიანისა“ და „ექვსიანისთვის“ მისაღები იქნება არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია, როგორც საკუთარი თავი, ასევე „ხუთიანიც“ გააბედნიეროს. „სამიანს“ ძალიან უყვარს „ხუთიანი“. „ორიანი“ და „ექვსიანი“ ქედს იხრიან „ხუთიანის“ ძალისა და რომანტიული თვისებების წინშე. ზოგჯერ „ შვიდიანი“ და „რვიანიც“ ეწყობიან  „5იანს“, მაგრამ იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელი უკიდურესად ნიჭიერი იქნება.

თუ „ხუთიანის“ ქორწინება „ოთხიანთან“, „ერთიანსა“ და „ცხრიანთან“ ბედნიერი გამოდგა, მხოლოდ სასწაულს უნდა მიეწეროს.

სამუშაო და მოწოდება

„ხუთიანის“ წარმატებებს ის ოთხი ძირითადი ნიშან–თვისება განსაზღვრავს, რომელიც მას ახასიატებს: ჭკუა, ნიჭი, ენერგიულობა, ინდივიდუალურობა. წარმატებებს ფულსა და ძალაუფლებაშო კი არ ხედავს, არამედ ახხალ ნაცნობობაში, შთაბეჭდილებების მირებასა და გართობაში. „ხუთიანი“  რომ არ გაუბედურდეს და მისთვის შეუფერებელ გარემოში არ მოხვდეს, ძალიან ფრთხილად უნდა აირჩიოს პროფესია. სწორი არჩევანი კი მათი დიდი წარმატებების საწინდარია. ბევრმა „ხუთიან,ა“ თავი გაითქვა როგორც ჟურნალისმა, მწერალმა, არტისტმა, ფოტოგრაფმა, კრიმინალისტმა, ავიატორმა და რეკლამისტმა. საერთოდ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანია, „ხუთიანები“ დიდ წარმატებებს აღწევენ. მთავარია სამუშაო მოსწონდეთ და აკმაყოფილებდეთ მათ.

ფული

არ იციან ფულის ყადრი. უეცრად შეუძლიათ გამდიდრდნენ და ასევე უეცრად გაკოტრდნენ. ხელგაშლილნი არიან თავისი და სხვისი ფულითაც, სუსტები არიან ბიუჯეტსა და შეგროვებაში. კარგი იქნება, თუ ფინანსურ საქმიანობას სხვას მიანდობენ. ძალიან ცოტა მათგანს აფიქრებს როგორც პირადი, ასევე თავისი ოჯახის მომავალი. უყვართ სიამოვნება და ხელგაშლილი ცხოვრება. არასოდეს ფიქრობენ შავ დღეზე.

6

„ექვსიანი“ ჰარმონიის, სილამაზის, წონასწორობისა და რიტმის სიმბოლოა. მფარველობს პლანეტა ვენერა. სხვა რიცხვებთან შედარებით ყველაზე სტაბილურია.

ხასიათი

პატიოსანი, კეთილშობილი, ჰუმანური, კაცთმოყვარე არსებაა. აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა. ამჟღავნებენ დიდ ინტერესს ადამიანთა მიმართ. სილამაზის დიდი ტრფიალია. მიუხედავად აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, ოჯახი მათთვის უმთავრესია. ოჯახზე გადაგებულნი არიან, მაგრამ მათი მზრუნველობა და ყურადღება ახლობლების მიმართ ზოგჯერ აუტანელი ხდება. ზოგი „ექვსიანი“ ცხოვრების ბოლომდე მეურვეობს თავისი შვილებს და მზად არის თავი გაწიროს მათთვის, თითქოს ისინი ვერასოდეს ისწავლინ საკუთარ ფეხზე დგომას. „ექვსიანი“ უაღრესად აკურატული და მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე სხვის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაში. მისი ქება რომ დაიმსახუროთ, ყველაფერი უნაკლოდ შესრულებული უნდა იყოს.

პიროვნება

„ექვსიანთან“ ურთიერთობა სასიამოვნოა, გაწონასწორებული, მომხიბვლელი, მოსიყვარულე ადვილად იძენს მეგობრებს და ინარჩუნებს კიდეც მათ. გულღიასა და კეთილმოსურნეს ადვილად. შგიძლიათ მოაწონოთ თავი, მაგრამ თუ მის მეგობრებს ან ახლობლებს აწყენინებთ, მაშინ მისი სახით ნამდვილ ვეფხვთან გექნებათ საქმე.

„ექვსიანებს“ უყვართ მუსიკა, მხატვრობა, აკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ქნდაკეა–საერთოდ ხელოვნება. უყვართ ლამაზი ნივთებით ბინის მოწყობა. „ექვსიანები“ შესანიშნავი მეოჯახენი და დიასახლისები არიან. უყვართ გამასპინძლება, განსაკუთტერბით ნათესავებისა და მეგობრებისა. მთელი დღე იშრომებენ, მოამზადებენ სუფრას და მიიღებენ სტუმრებს.

იდეალისტები არიან, ურთიერთობაში უბრალონი და არაეგოისტურნი. მუდამ მზად არიან გაჭირვებაში მყოფს გაუწოდონ დახმარების ხელი, რასაც ხშირად თავისი ინიციატივით აკეთებენ. არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეუძლია ბოროტად  ისარგებლოს მათი გულისხმიერებით, ამიტომ „ექვსიანებმა“ უნდა ისწავლონ საკუთარი ტავის კონტროლი და უარის თქმა მაზე, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება.

სიყვარული და ქორწინება

„ექვსიანი“ შემთვევით არავის შეიყვარებს. ჭაბუკობიდანვე, როგორც კი ვინმეთი მოიხიბლება, იწყებს ფიქრს სერიოზულ ურთიერთობებსა და ქორწინებაზე. ოჯახში, მეუღლესა და შვილების მიმართ სჯობს ნაკლებად გამოიჩინოს მეტისმეტი მეურვეობა, რადგან ოჯახს გარეთ თითოეულ მათგანს სხვა სამყაროში უწევს ყოფნა.

„ექვსიანი“ განსაკუთრებით ფაქიზი და მოსიყვარულეა ახლობლების მიმართ, მაგრამ თუ ამ გრძნობას სათანადო კონტროლი არ გაუწია, მაშინ იგი ძალზე შემაწუხებელი ხდება. „ექვსიანი“, როგორც პარტნიორი, ყველაზე მეტ საერთოს პოულობს „ორიანსა“ და „ექვსიანთან“. მას შეიძლება ბედნიერება მოუტანოს „სამიანსა“ და „ხუთიანთან“ ქორწინებამ, თუკი ეს უკანასკნელნი „დაემორჩილებიან“ მის მოძალებულ, უსაზღვრო სიყვარულს. „ოთხაიანი“ და „ექვსიანი“ კონფლიქტური წყვილია, მაგრამ თუ ეცდებიან ერთმანეთის გაგებას,  მათი ქორწინება გაამართლებს. „ერთიანი“, „რვიანი“ და „ექვსიანი“ ტემპერამენტით შორს არიან ერთმანეთისგან, მაგრამ ამგვარი კავშირები ხშირად ბედნიერად მთავრდება იმიტომ, რომ ბევრი „ექვსიანი“ ბედნიერია, როცა სიყვარულის ობიექტი თრგუნავს მას. ასევე პარტნიორის მესაკუთრული ხასიათი საიმედოობისა და სიმშვიდის გრძნობას ანიჭებს მას. თუკი ურთიერთდამთმობნი იქნებიან, „6“ და „9“ შეეგუებიან ერთმანეთშ. „6“ და „7“ სრულიად შეუსაბამო წყვილია. თუ მთლიანად არ შეიცვლებიან, მათი ერთობლივი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცევა.

სამუშაო და მოწოდება

 შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულნი წარმატებებს აღწევენ  ხელოვნებაში. მწერლები, მოქანდაკენი, მხატვრები ერთგულად ემსახურებიან ხელოვნებას. მათ წარმართავს არა ამბიცია, არამედ წარმატების ტრფიალი. „ექვსიანებს“ ესმით, რომ ცხოვრებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია წარმტება, ვიდრე ძალაუფლება და სახელი. მათი წარმატება მუდამ დაფუძნებულია მათ მხარდაჭერაზე, ვინც უყვართ.  ბუნებით კაცთმოყვარენი და კეთილნი, შესანიშნავი ექიმები, პედაგოგები ან გადიები არიან. თუ ირჩევემ ექიმის პროფესიას, მეტ წრმატებას აღწევენ პედიატრიასა და გინეკოლოგიაში. პსუხისმგებელი და აკურტული „6–იანები“ კარგად ართმევენ თავს ბიბლიოთეკარობასა და მოლარეობას. ყველა სამუშაო, რომელსაც ისინი შეასრულებენ, უნდა გულისხმობდეს ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს. ისინი იდეალური  მუშაკები არიან. პატიოსანნი, ზუსტნი, დეტალების მიმართ ყურადღებიანნი, შესანიშნავად ასრულებენ ყველა სამუშაოს. როგორც ხელმძღვანელები ქვეშევრდომების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ.  მათ უნდა მოთოკონ თავისი ზედმეტი კეთილგანწყობილება, თორემ ქვეშევრდომების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ. მათ უნდა მოთოკონ თავისი ზედმეტი კეთილგანწყობილება, თორემ ქვეშევრდომებს შვილებივით მოექცევიან, ეს კი მათთვის შეიძლება მავნე აღმოჩნდეს. „ექვსიანმა“ განსაკუთრებით უნდა მიაქციოს ყურადღება თავის თვისენას–იდაოს ნებისმიერი წვრილმანის გამო. ეს თანამშრომელთა ნერვებზე მოქმედებს, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე.

ფული

„ექვსიანი“ ფრთხილია. ერიდეა სარისკო საქმიანობას. იშვიტად, რომ დიდძალი ქონება ჰქონდეს. სამაგიროდ, რაც აქვს, გონივრულად ეკიდება იმას. არ უყვარს აზარტული თამაშები, ვალების აღება, ფულის უსარგებლოდ ხარჯვა, იმდენად, რომ ოჯახის წევრებისადმიც კი მომჭირნეა. პატივს არ სცემს ფულის მფლანგველებს.

7

ინტელექტუალური საქმიანობის სიმბოლოა. მას ახასიათებს ნათლად გამოხატული ინდივიდუალურობ, ფილოსოფიური აზროვნება, მფარველობს პლანეტა ურანი.

ხასიათი

აქვს ანალიტიკური გონება, ორიგინალური აზროვნება. ძალიან დამოუკიდებელი, მოუთმენელი და დაუდგრომელი, აინტერეებს საერთაშორისო მოვლენები, უყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით შეორეულ და ნაკლებად ცნობილ ადგილებში. „შვიდიანების“ უმრავლეობა განმარტოებისკენ ისწრაფვის. საერთოდ, ნაკლებ კონტაქტურნი, ძირითადად გულჩათხროილნი არიან. ხელოვნების სფეროში მათი შემოქმედება მეტად ნაყოფიერია. არ არიან შემგუებელნი. გამოირჩევიან ან ინტუიციური, ან ფილოსოფიური აზროვნებით, საკითხისადმი მუდამ განსხვავებული მიდგომით. ისწრაფიან სრულყოფილებისკენ და თვითკრიტიკულნი არიან. ისინი მუდამ წინააღმდეგობაში არიან როგორც საკუთარ თავთან, ასევე არასრულყოფილ გარე სამყაროსთან.

პიროვნება

„შვიდიანებს“ მიდრეკილება აქვთ სიმარტოვისადმი. მათი უმრავლესობა მარტო მოგზაურობს. ის, რაც სხვას ადვილად და ძალდაუტანებლად გამოსდის, „შვიდიანისთვის“ ძნელად გასაკეთებელია. კარჩაკეტილია და კონტაქტებში შესვლა უჭირს, მაგრამ თუ „შვიდიანი“ დაგიმეგობრდათ, იგი ერთგული, მომთმენი და გულუხვი მეგობარია. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უხერხულად გრძნობს. ურჩევნია მცირერიცხოვანი საზოგადოება. „შვიდიანი“ კარგი მოსაუბრეა (იცის მოთმინებით მოსმენა), მაგრამ ვერ იტანს უაზრო ლაყბობასა და ჭორაობას, რადგან თვით მას მსგავსი რამ არ შეუძლია. „შვიდიანების“ უმრავლესობას ჰგონია, რომ თანამშრომლები და ისინიც, ვინც მათ კარგად არ იცობს, ცუდად არიან განწყობილნი მათ მიმართ, მაგრამ ეს ასე არ არის. „შვიდიანი“ თითქმის არ კარგავს წონასწორობას, მაგრამ დაუოკებლად უბრძვის საკუთარი რწმენის დასაცავად. ისინი მაჰათმა  განდის მეთოდით (სიჯიუტე, შეურყევლობა, პასიური წინააღმდეგობა) მოქმედებენ. „შვიდიანების“ უმრავლესობა ძალიან რელიგიურია. მათ სერიოზულად იტაცებთ ოკულტიზმი, რასაც ალბათ მათი იდუმალება, სიმშვიდე და სიღრმე განაპირობებს.

სიყვარული და ქორწინება

ადრე ქორწინდებიან. ხშირად მარტოხელანი რჩებიან. ბუნებით ძალიან ფაქიზნი არიან, მაგრამ ცდილობენ არ გაამჟღავნონ. იმის გამო, რომ ინტელექტუალური საქმიანობით არიან დაკავებულნი, სხვებთან შედარებით ნაკლებად დამოკიდებულნი არიან პარტნიორებზე. „შვიდიანს“ , ქმარს. ძაიან დააკდება ცოლი, თუ იგი ერთი თვით წავა სადმე, მაგრამ დააკლდება ნაკლებად ვიდრე სხვა ქმრებს. „7–იანებს“ ყველაზე უფრო შეეფერებათ „9“, „4“ და „7“. შეუება ყუველას ესაჭიროება, მაგრამ განსაკუთრებით „შვიდიანს“, ამიტომ „9“, „4“ და „7“ მსგავსი ტემპერამენტისა და პიროვნული თვისების მქოე წყვილები არიან და ამიტომ ყველაზე უფრო სასურველნი „ შვიდიანისთვის“. „6“ და „2“ ნაკლებად შეეფერება „7“–იანს, ვინაიდან მისი თავშეკავებული საქციელი ყოველთვის გააღიზიანებს მათ. „შვიდიანები“ ზოგჯერ ბედნიერნი არიან „სამიანსა“ და „ხუთიანთან“ რადგან „შვიდიანი“  ძლიერ პატივს სცემს ტალანტს. „ერთიანსა“ და „რვიანთან“  ქორწინება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ასეთი კავშირი მოკლებულია ჭეშმარიტ გრძნობებს.

სამუშაო და მოწოდება

ყველაზე  დიდ წარმატებას იქ აღწევ, სადაც ნაკლები ზედამხედველი ჰყავს. „შვიდიანს“ ყველა თვისება აქვს, რათა კარგი მსახიობი, მწერალი, ან მოქანდაკე გამოვიდეს, და თუ სათანადო ნიჭიც ექნება, მაშინ შეიძლება დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. რელიგია და მეცნიერება ბევრს მათგანს იზიდავს და ამაში დიდ როლს თამაშობს მათი ინტელქეტი და მოთმინების უნარი. ძალიან უყვართ სილამაზე და ამის გამო ხშირად მუშაობენ მუხეუმებსა და სამხატვრო გალერეებში. ბევრ მათგანს იზიდავს ზღვა და მოგზაურობა, ამიტომ  შეიძლება გახდნენ ფლოტის ოფიცრები ან შტურმანები. ბიზნესის სფეროში ხშირად უჩნდებათ ხოლმე ორიგინალური და საინტერესო იდეები, მაგრამ თვითონ ბიზნესი მათ ნაკლებად აინტერესბთ. „შვიდინებს“ უფრო  ისეთი სამუშაო აინტერესებთ, რომელიც მათგან შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს. ისინი კეთილსინდისიერი და შემსრულებელი მუშაკები არიან. იშვიათად ღიზიანდებიან, ვერ ეგუებიან ზედმეტ მფარველობასა და მეურვეობას. ამის გამო შეუძლიათ სამუშაო მიატოვონ. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობა მათ არ შეეფერებათ, ვინაიდან არ უყვართ ბრძანებების არც გაცემა და არც მიღება, წარმატებით შრომობენ, თუ დამოუკიდებელი ხელქვეითები არიან.

ფული

ფულისა და მისი ძალიას მიმართ დიდ ინტერესს არიჩენენ. მიაჩნიათ, რომ ფული ცხოვრებისთვის აუცილებელი ბაზაა, მაგრმ თვითონ არ ისწრაფიან შეიძინონ ძვირფასი ავტომანქანები და არ უყვართ თავისი ცხოვრების აფიშირება. ზოგჯერ დაუფიქრებლად ყიდულობენ რასმე, მაგრამ ჩვეულებრივ ფულს ყაირათიანად ხარჯავენ. თუ საჭიროა, შეუძლიათ ეკონომიურად ხარჯვა. საერთოდ  „7“–იანებს ურჩევნიათ, ფინანსურ საკითხს სხვა ვინმე განაგებდეს–ოჯახის სხვა წევრი.

8

ყველაზე ძლიერი ციფრია. სიძლიერისა და წარმატების, ომისა და ნგრევის სიმბოლოა. მფარველობს პლანეტა მარსი.

ხასიათი

კონცენტრაციის და თვითდისციპლინის საოცარი უნარი აქვთ. მკვეთრად გამოხატული ინდივიდები არიან და რკინისებური ნებისყოფა აქვთ. იმდენად ენერგიულნი და გამბედავნი არიან, რომ შეუძლიათ მთები დაძრან. დაწყებული საქმე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მუდამ ბოლომდე მიჰყავთ. მორწმუნე „რვიანი“ ხშირად ფანატიკოსია. შუალედი არ გააჩნია–ან წარმატება, ან სრული მარცხი. ძალიან მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ასევე ირგვლივმყოთა მიმართ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ოცნებობენ, რაც ყოველთვის არ შეეფერება სინამდვილეს. უმრავლეს შემთხვევაში „რვიანები“ ცდილობენ სხვათა პასიურობის გამო მთელი პასუხისმგებლობა თავიანთ თავე აიღონ. ხშირად „ რვიანი“ შეიძლება ცივი და გულგრილი ჩანდეს, მაგრამ ეს იშვიათად შეეფერება სინამდვილეს. ისინი ძალიან გულკეთილნი არიან, მაგრამ ძნელად ამჟღავნებენ ემოციებს. ხშირად „რვიანები“ მარტოსული ადამიანები არიან. სურთ ირგვლივმყოფთა მეგობრობა, მაგრამ არ შეუძლიათ, აქტიურად ეძებონ ახლობლები. ახასიათებთ შეუპოვრობა, ამასთანავე შეუძლიათ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ როცა მიზნებს ისახავენ, სხვებზე მეტი სიფრთხილე მართებთ. მათ ცხოვრებისეულ ძალას, თუკი ნეგატიურად იქნება გამოყენებუბლი, მოაქვს ქაოსი და ნგევა, როგორც სხვებისთვის, ასევე „რვიანებისთვისაც“.

პიროვნება

აქტიურნი და ენერგიულნი არიან. მოსწონთ როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური საქმიანობა. თუ ბიზნესს ან სიამოვნებას მიჰყვეს ხელი–ჯიქურ მიიწევენ წინ და აავის არაფრად აგდებენ. ეს კი ბევრს აფრთხობს და აშინებს. ერთი შეხედვით ზოგს „რვიანებში“ ხიბლავს ძალა და მიმზიდველობა, მაგრამ ხშირად იმავე თვისებების გამო „რვიანები“ ბევრ მეგობარს კარგავენ. როცა გამორჩენის სურვილი ამოძრავებთ, შუძლიათ იყვნენ უაღრესად მომხიბვლელნი. საკუთარი მიზნების მიღწევისას ისინი უხეშნი არიან იმ ადამიანთა მიმართ, ვინც მათ არ აინტერესებთ. რამდენადაც მეგობრობაში სანდო და ერთგულნი არიან, იმდენად საშიშნი და დაუნდობელნი მტრის როლში. იშვიათად ივიწყებენ მცირე წყენასაც კი და თუ „ჩხუბში“ ჩაებნენ, იბრძოლებენ, ვიდრე ბოლოს არ მოგიღებენ.

სიყვარული და ქორწინება

„რვიანი“, რომელიც მეუღლე, ან მთლიანად უძღვნის თავის თავს საყვარელ ადამიანს, ან საერთოდ არავითარ ინტერესს არ იჩენს მის მიმართ (შეიძლება ეს მოჩვენებითიც იყოს).  ერთ დღეს საჩუქრებითა და ალერსით აავსებს, მეორე დღეს კი არაფრად აგდებს. „რვიანი“ სიყვარულში,  ისევე როგორც ყვეაფერში, ვერ პოულობს შუალედს. მიუხედავად ცვალებადი ხასიათისა, მასთან არ მოგწყინდება. ენერგიული და დინამიური ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებს. შეიძლება ამიტომაც „რვიანი“ მამაკაცი ძალიან მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის. „რვიანს“ ბევრი ახლო მეგობარი არა ჰყავს, მაგრამ ძალიან ეძებს შეხვედრებს და მეუღლეს.  „რვიანის“ კავშირი „ორიანთან“ ბედნიერი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი შეურიგდება „რვიანის“ ცვალებად ხასიათს. ყველაზე უფრო ბედნიერი კავშირებია „შვიდიანთან“ , ოთხიანსა“ და „ცხრიანთან“. ძალზე ბედნიერი ქორიწნება გამოდის ზოგჯერ „სამინსა“ და „ხუთიანთან“, თუკი ერთერთი პარტნიორთაგანი დროდადრო დათმობაზე წავა. თუ „6“ და „2“ აიტანენ „8“–ის ცვალებად სიყვარულს, მშინ მათი ქორწინება შედარებით ბედნიერი იქნება.  „ერთიანისა“ და „რვიანის“ კავშირიდან კარგი არაფერი გამოვა.

სამუშაო და მოწოდება

„რვიანები“ ძალიან იღბლიანნი არიან როგორ „დიდი ბიზნესის“ სფეროში, ასევე სხვა რომელიმე დარგში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს. აქვთ თვითდისციპლინისა და კონცენტრაციის დიდი უნარი. საკუთარი გეგმების გნხორცილებისას შორსმჭვრეტელნი არიან, საინტერესო და ორიგინალური იდეების განხორციელების უნარი შესწევთ. როდესაც „რვიანი“ მთლიანად იყენებს თავის პოტენციურ შესაძლებლობებს, იგი წარმატების უმაღლეს მწვერვალს აღწევს. ნეგატიური მიმართულებით წარმართული ნიჭი „რვიანს“ საზოგადოების საშიშ მტრად აქცევს. სწრაფად და ეფექტურად მუშაობს. საქმეში შეუპოვრობა უფრო ამოძრავებს, ვიდრე პატივმოყვარეობა. „რვიანი უნდა ეცადოს, რომ სამსახურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად მომთხოვნი და მეტად დიპლომატიური იყოს. ხელმძღვანელ თანამდებობაზე „რვიანი“ ნამდვილი დინამო–მანქანაა, რომელიც ხელქვეითებს მთელი დაძაბვით ამუშავებს. ვინც მხოლოდ ფულისთვის მუშაობს და ინტერესები კი სხვა სფეროში აქვს, გონივრულად მოიქცევა, თუ ასეთ ხელმძღვანელს თავს აარიდებს.

ფული

იმის თქმა, „რვიანი“ რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს ოქროდ აქცევსო, არ იქნებოდა მართალი,მაგრამ ფულის შოვნის ალღო ნამდვილად აქვს.  შეუპოვარი და პრქტიკული „რვიანი“ გაფაციცებით ადევნებს თვალყურს, რათა თითოეულმა მანეთმა მოგება მისცეს. ხელგაშლილია, დიდ თანხებს იხდის საქველმოქმედო მიზნით, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია უსარგებლო, ფუჭი ხარჯებისა. წარმატებთ აბანდებს ფულს. პროდესიული აზარტული მოტამაშის მდგრადი ნერვული სისტემა და ფრთხილი ბანკირის საღი აზრი აქვს. ასეთ კომბინაციას დიდი მოგება აქვს. „რვიანების“ უმრავლესობა ნაზი, მოსიყვარულეა მეუღლლისა და ნატესავების მიმართ. რაც ფულს შეეხება–ბედი სწყალობს. დაჯილდოებულია ფულის შოვნის, დაბანდებისა და გამოყენების უნარით.

9

„ცხრიანებს“ ახასიათებთ ახლობლის სიყვარული, ფილოსოფიურობა, კეთილშობილება და მისტიციზმი. მფარველობს პლანეტა ნეპტუნი.

ხასიათი

ძალიან მგძნობიარენი და შთაბეჭდილებიანნი რიან. სხვებზე მეტად ამჟღავნებენ ახლობლების მიმართ სიყვარულსა და მხარდაჭერას. გაჭირვებაში უდიდესი სითბოთი და თანაგრძნობით ეკიდებიან. ტირანის მსხვერპლთ, დამირებულებს, ავადმყოფებსა და მოხუცებს სისხლისმიერი ძმებივით ექცევიან, განიცდიან მათ მძიმე მდგომარეობას. თუ „ცხრიანი“ რაიმე კეთილშობილური იდეით არის შეპყრობილი, საკუთარი ოჯახის პრობლემებსაც კი ივიწყებს ამ იდეის ცხოვრებაში გასატარებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, „ცხრიანები“ დედამიწაზე ყველაზე ჰუმანური ადამიანები არიან. ინტუიცია და ემოცია სჭარბობს მთაში, თუმცა საკმაოდ თავშეკავებულნიც არიან. ხშირად მიმართავენ ფილოსოფიასა და მისტიციზმს, იმ იმედით, რომ პასუხს გასცემენ კაცობრიობის წინაშე მდგარ პრობლემებს. ფული და ძალაუფლება, , თუკი სასიკეთო საქმეს არ მოხმარდება, არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს მათთვის. „ცხრინები“ შეუპოვარნი და მამაცნი არიან, მაგრამ პირად ძალაუფლებისთვის ამ თვისებებს იშვიათად იყენებენ. მათი ცხოვრების მიზანია–უნივერალური სიყვარული, სიკეთის თესვა, ურთიერთგაგება.

პიროვნება

ზოგს „ცხრიანი“ ეზიზღება, ზოგი კი ეთაყვანება. „ცხრიანი“ ადვილად იძენს მეგობრებს, მაგრამ ხშირად გაღიზიანებულია, როს გამოც ასევე ადვილად კარგავს მათ. ხშირად დაობს წვრილმანებზე. ვერ იტანს ადამიანებს, რომელნიც მის აზრს არ იზიარებენ. „ცხრიანების“ უმრავლესობა თავშეკავებული, გულჩათხრობილი და დამოუკიდებელია.   „ცხრიანი“ თავისი თვისებებით ბევრს აფრთხობს და აღიზიანებს. ცვალებადი ბუნებისაა: ერთი დღე შეიძლება დაღვრემილი და დაძაბული იყოს, მეორე დღეს კი ენერგიით აღსავსე და მხიარული.  ერთი კვირა მისტიციზმი იტაცებს, მეორე კვირას კი საღი პოლიტიკური აზროვნება.  ერთი კია, როგორ ხასიათზეც არ უნდა იყვნენ, მათი მრწამსი მოყვასისადმი თანადგომა, სიყვარული და თავისუფლებაა.

სიყვარული და ქორწინება

უაღესად ერთგულნი არიან. ქორწინება მათთვის წმინდათა წმინდაა. ისინი იშვიათად ღალატობენმეუღლეს. არ ამბობენ საყვედურს პარტნიორზე (უახლოეს მეგობრებსა და ნათესავებთანაც კი) და ძალიან განიცდიან, თუ მათი პარტნიორი  მათზე საყვედურს ამბობს. უაღრესად კეთილსინდისიერნი არიან, მაგრამ იდეალურ მეუღლეებად მაინც არ ითვლებიან. როგორც ექიმები ან მინისტრები, ისინი მთელ თავის ენერგიასა და დროს სხვების ინტერესებს ახმარენ და მთლიანად  ივიწყებენ საკუთარ ოჯახს. რომანტიული და სენტიმენტალური სიყვარული არ თამაშობს დიდ როლს მათ მათ ცხოვრებასო. იმდენად დაკავებულნი არიან სხვების ინტერესებით, რომ ხშირად ავიწყდებათ დაბადების დღისა და ქორწინების თარიღები. როგორც ყველას, მათაც უყვართ სინაზე და სიფაქიზე, მაგრამ მცირე დოზით. თუმცა „ცხრიანს“ არ ახასიათებს სენტიმენტალურობა და რომანტიულობა, მაგრამ სიყვარული მას სხვაზე ნაკლებად არ სჭირდება. მუღლის სიყვარულს იღებენ, როგორც თავისთავად ბუნებრივ აუცილებლობას, მაგრამ მის გარეშე ისინი უბედურნი არიან. „9“ ყველაზე ბედნიერია „ოთხიანთან“, „შვიდიანსა“ და „ცხრიანთან“. „ცხრიანისა“ და ორიანის“  კომბინაცია ნაკლებად სასურველია, ვინაიდან „ორიანს“ მეტი სინაზე სინაზე და ყურადღება სჭირდება, „სამიანთან“, ექვსიანსა“ და „რვიანთან“ ქორწინება ბედნიერი იქნება, თუ ორივე მხარე ამისთვის თავს არ დაზოგავს. „ცხრიანი“ უნდა მოერიდოს „ერთიანსა“ და „ცხრიანს“ ერთნაირი უარყოფითი თვისებები აქვთ, ხოლო „ხუთიოანთან“ სართო არაფერი აქვთ.

სამუშაო და მოწოდება

მათი აზრით, საქმიანობა და მოღვაწეობა მიმართული უნდა იყოს ადამიანთა დასახმარებლად. „ცრიანები“, რომელნიც შეძლებენ თავიანთი ტემპერამენტის გაკონტროლებას, შესანიშნავი ექიმები, საზოგადო და რელიგიურნი მოღვაწენი და გადიები გამოვლენ. ბევრ მათგანს იზიდავს პოლიტიკა და პედაგოგიური საქმიანობა.  ზოგი მისტიციზმით არის გატაცებული, ამიტომაც ხშირად ირჩევენ მოგვისა და ჰიპნოზიორის კარიერას. დიდ წარმატებას აღწევენ როგორც ფილოსოფიის პედაგოგები და პროფესორები. ბიზნესის სფეროში  ნაკლებ წარმატებებს აღწევენ. პრესტიჟის და ფულის მოსახვეჭ სამსახურში „ცხრიანი“ დამცირებულად გრძნობს თავს. „ცხრიანები“ ერიდებიან ვაჭრობას, ფინანსებს და ეკონომიკას. მათ იზიდავთ მოღვაწეობა საკანონმდებლო სფეროში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვების კეთილდღეობას ემსახურებიან. როგორც მუშაკები „ცხრიანები“ არასტაბილურნი არიან, ერთ დღეს მთელი გატაცებით მუშაობენ, მეორე დღეს ადგილზე თვლემენ. აუცილებლად უნდა სწამდთ იმ საქმისა, რომელსაც ხელს ჰკიდებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შრომობენ თავდადებით. როგორც ხელმძღვანელები, ისინი პატიოსანნი და სამართლიანნი არიან. „ორიანებივით“ კეთილგანწყობილნი არიან ხელქვეითების მიმართ და უნდა მოახერხონ, რომ ეს კეთილგანწყობა ზედმეტი არ იყოს და საქმეს არ ავნოს.

ფული

„ცხრიანები“ ყურადღებაგაფანტულნი არიან და ფულსაც უყაირათოდ ხარჯავენ. ზოგიერთი „ცხრიანი“ დიდ ქონებას იძენს, მაგრამ ე მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით ხდება. ძალიან გულუხვნი არიან, ხშირად აჩუქებენ ფულს ნათესავებს, მეგობრებსა და უცნობ ადამიანებსაც კი, რომელნიც მათი აზრით, საჭიროებენ დახმარებას. „ცხრიანებს“ ფული უყვართ იმდენი, რამდენიც სჭირდებათ ცხოვრების ყოფითი მხარეების მოსაწესრიგებლად, სხვების დასახმარებლად და არა ძალაუფლების მოსახვეჭად.

თქვენი წონასწორობის განმსაზღვრელი რიცხვი

თვქენი წონასწორობის რიცხვს შეუძლია შეცვალოს ან გაამკვეთროს თქვენი ცხოვრების რიცხვი. უკეთ რომ შეიცნოთ თავი, უნდა ნახოთ, თუ რა ურთიერთკავშირშია თქვენი სასიცოცხლო რიცხვი თვქენი წონასწორობის რიცხვთან. თქვენი წონასწორობის რიცხვი გამოითვლება თქვენი სახელის, მამის სახელის და გვარის ინიციალებიდან. მაგალითად, თენგიზ იოსების–ძე ბურჯანაძე–თ. ი. ბ. წონასწორობი რიცხვის განსაზღვრის შემდეგ ქვემოთ იხილეთ, თუ რას ნიშნავს იგი.

1.      ახასიათებს სიმამაცე, შეუპოვრობა. ამ ნიშნის ქვეშ მყოფი კონსერვატიული ტიპის ადამიანები შეიძლება უფრო გამბედავნი გახდნენ. მამაცი და გამბედავი კი თავაწყვეტილი. ხდება

2.      „ორიანის“ გავლენით ჯიუტი ადამიანი დამყოლი ხდება, დამყოლი–მტკიცე შეხედულების მქონე, უტაქტო ტაქტიანი, სწორხაზოვანი იძენს ტაქტს, მხდალი კი–გამბედაობას.

3.      მხარული, ორიგინალური და გართობის დიდი მოტრფიალეა. დადებითად მოქმედებს ზედმეტად სერიოზულ ადამიანებზე და უარყოფითად–თავქარიანებე.

4.      ამ ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები უფრო უნარიანნი და პრაქტიკულნი ხდებიან. დადებითად მოქმედებს ზედმეტად მეოცნებე და არაპრაქტიკულ ადამიანებზე. უარყოფითად მოქმედებს კთილსინდისიერ და მტკიცე ადამიანებზე.

5.      ახასიათებს აზროვნების თავისულება. კარგად მოქმედებს მორიდებულ, მერყევი ხასიათის ადამიანებზე და პოტენციურად საშიშია ზედმეტად დამოუკიდებელი და უგუნური ადამიანებისთვის.

6.      ახასიათებს აზროვნების სიღრმე. დადებითად მოქმედებს იმპულსურ ადამიანებზე, ხოლო მერყევ და ფრთხილ ადამიანებზე–უარყოფითად.

7.      ახასიათებს სრულყოფილება. ამ ნიშნის მოქმედებით დაუდევარი და არააკურატული ადამიანები გულმოდგინე და აკურატულნი ხდებიან, მაგრამ სინდისიერი ადამიანები შეიძლება ზედმეტად თვითკრიტიკულნი გახდნენ.

8.      ნაკლებ ენერგიულ და ავტორიტეტის არამქონე ადამიანებს მეტ პატივმოყვარეობას მატებს. ენერგიულ და პატივმოყვარე ადამიანებზე არასასურველ გავლენას ახდენს.

9.      ახასიათებს შთაგონება და კეთილშობილება. დადებითად  მოქმედებს შეზღუდულ და ეგოისტ ადამიანებზე, მეოცნებე და იდეალისტებზე–უარყოფითად.

როგორ დავადგინოთ ბედ–იღბლის რიცხვი

ბედისწერის რიცხვს ისევე, როგორც თქვენი წონასწორობის რიცხვს, შეუძლია თქვენი ცხოვრების რიცხვის სტაბილიზაცია, აქცენტირება ან შეცვლა. წონასწორობისა და ცხოვრების რიცხვებისგან განსხვავებით, ბედისწერის რიცხვი მუდმივია, უცვლელია იმიტომ, რომ ბედისწერის რიცხვი დამოკიდებულია დაბადების თარიღზე და არა სახელსა და გვარზე.

როგორ განვსაზღროთ ადამიანის ბედისწერის რიცხვი?

მაგალითად, ირაკლი ელიზბარის ძე ბაქრაძე– დაიბადა 1908 წ. 27 აგვისტოს. აგვისტო–წელიწადის მე–8 თვე+27თვის დღე+1908 დაბადების წელი=1943. 1+9+4+3=17 და 1+7=8–ეს არის ბაქრაძის ბედისწერის რიცხვიც და ქვემოთ იხილეთ მისი მნიშვნელობა.

1–ამ ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და შეუპოვრობით აღწევენ თავიანთ მიზნებს.

2–სიყვარულში, მეგობრობასა და კეთილსინდისიერებაში პოულობენ პირად ბედნიერებასა და ცხოვრებისეულ ჰარმონიას. ძალაუფლება და ფული ნაკლებად იზიდავთ.

3–ხასიათებთ სიცოცხლის სიყვარული და ოპტიმიზმი. ყოველთვის აღწევენ თავიანთ მიზნებს. უსიამოვნებების გამო გულს არ იტეხენ.

დინჯად, მაგრამ მიზანდასახულად მიიწევენ წინ. მათი მიზანი ყველაფერში სიმედოობაა.

5–ეწევიან აქტიურ ცხოვრებას. მრავალფეროვნების და თავგადასავლების მაძიებლებმა შეიძლება დიდ წარმატებებს ვერ მიაღწიონ, მაგრამ ამის გამო გულს არ იტეხენ.

6–ამ ნიშნის ქვეშ მყოფნი ოჯახში, ახლობლებსა და მეგობრებში და თავისთვის ქმნიან სიყვარულის, სილამაზის, კეთილგანწყობის ატმოსწფეროს.

7–ამ ადამიანებისთვის სრულყოფა და ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ძალაუფლება.

8–ახასიათებთ ენერგია, გულადობა, თვითდისციპლინა. შეუძლიათ სარგებლობის მოტანა.

9–ისწრაფიან საკთარი თავისა და ირგვლივმყოფთა სრულყოფისათვის.

თქვენი თვიური ციკლები

დრო რიცხვებისგან შედგება, იგი ნუმეროლოგიის ერთერთი მთავარი ნაწილია და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. გახსოვდეთ, რომ დროის ის მონაკვეთი, როდესაც თქვენ რაიმეს აკეთებთ, ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანია იმაზე, თუ რას და როგორ აკეთებთ.

ყოველი წელიწადი 9ციკლად არის დაყოფილი. ყოველ ციკლს თავისი რიცხობრივი აღნიშვნა აქვს. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გულდასმით შეისწავლეთ თითოეული ციკლი.

ციკლი 1–1 იანვარი –9 თებერვალი. ამ ციკლის პირველ 30 დღეს ხელსაყრელია დაიწყო ნებისმიერი დასახული მიზნის განხორციელება: მეგობრების შეძენა, სამსახურში წინსვლა, ახალი სამუშაოს შოვნა, მოგზაურობა და ა.შ. ამ 30 დღის განმავლობაში ორშაბათი და კვირა ყველაზე ხელსაყრელი დღეებია ძველი პრობლემების გადასაჭრელად, ახალი იდეებისა და ცოდნის მისაღებად. ამ ციკლის მომდევნო 10 დღის განმავლობაში გმართებთ სიფრთხილე. ამ პეიოდში უკეთესია გეგმების დასახვა, ვიდრე მათი განხორციელება.

ციკლი 2–10 თებერვალი –21 მარტი. ეს პერიოდი 1 ციკლის უკანასკნელი 10 დღის გაგრძელდება, ე.ი. დრო, როდესაც თავი უნდა ავარიდოთ მოქმდებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს კარგი პერიოდია სწავლისა და ახალი ცოდნის შესაძენად,ძველი მეგობრის აღდგენისა და შერიგებისათვის. ამ დროს განსაკუთრებით საჭიროა სიფრთხილე და დიპლომატია, ზრუნვა სიკეთესა და სიყვარულზე. თუ ამ პერიოდში აუცილებელი შეიქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება–საუკეთესო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი.

ციკლი 3–22 არტი–30 აპრილი. ეს თვითგამოხატვისთვის (მწერლობაში, მხატვრობაში, მსახიობობაში და ა.შ.) შესანიშნავი პერიოდია. ასევე შესანიშნავი დროა სიყვარულისთვის, საკუთარი პოპულარობის ზრდისა და ფულის გამომუშავებისთვის, ახალი ინტერესებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის. ყველაზე ხელსაყრელი დღეები მოქმედებისთვის სამშაბათი და ოთხშაბათია. ეს პერიოდი დიდი ოპტიმიზმითა და ენერგიით ხასიათდება, აქვს მიდრეკილება ქსტრავაგანტურობის, ფულისა და საჩუქრებისადმი.

ციკლი 4–1 მაისი–10 ივნისი. ამ პერიოდში ლოგიკური, მეთოდური, მტკიცე უნდა იყოთ. შესანიშნავი პეიოდია სამომავლო გეგმების დასახვისა და განხორციელებისთვის. ამ დროს მიზანშეწონილია ახალი ბიუჯეტის შემოღება, ძველი წესებისა და კანონების გადახალისება, ჯანმრთელობის გამოკვლევა, ბინის რემონტი, კბილების მკურნალობა, ხანგრძლივი პროექტების და სერიოზული საქმეების განხორციელების დაწყება, კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება. ოთხშაბათი და ხუთშაბათი საუკეთესო დღეებია საქმიანი პრობლემბის გადასაწყვეტად.

ციკლი 5–11 ივნისი–21 ივლისი. ეს არის სიამოვნებისა და თავგადასავალთა ძიების პერიოდი. ამ პერიოდში უნდა იყოთ იმპულსური, უნდა შეიყვაროთ ვინმე, სრულად უნდა ისარგებლოთ თქვენი შრომის ნაყოფით. იყავით გულადი, მტკიცე, შეუპოვარი. შეგიძლიათ ხელი მოჰკიდოთ სარისკო საქმიანობას, გაემგზავროთ სამოგზაუროდ, გამოხვიდეთ აუდიტორიის წინაშე, აზრთა გაცვლა–გამოცვლაში მიიღოთ მონაწილეობა, შეიცვალოთ პირადი შეხედულება, გადახვიდეთ ახალ სახლში ან ახალ ქალაქში, გაიღრმავოთ ცოდნა, ხელი მოჰკიდოთ შემოქმედებით სამუშაოს. ოთხშაბათი და ხუთშაბათი ყველაზე ხელსაყრელი დღეებიაახალ სიამოვნებათა ძიებისათვის.

ციკლი 6–22 ივლისი–31 აგვისტო. ჰარმონიისა და სიმშვიდის პერიოდი. ამ დროს კარგი იქნება, თუ დაეხმარებით მეგობრებს, გაარკვევთ მომხდარი გაუგებრობის მიზეზს. ამ დროს კარგია აიღოთ პასუხისმგებლობა, იყოთ ყურადღებიანები საკყვარელ ადამიანთა მიმართ. ამ დღეებში ადამიანები ხასიათდებიან ყველასადმი თბილი დამოკიდებულებით და სილამაზის სიყვარულთ. ხელსაყრელი პერიოდი ახლო მეგობართა მიღებისა, ბავშვებთან გართობისა, საზოგადოებრივი საქმიანობისა, ვალების გასტუმრებისა და ქორწინებისთვის.

ციკლი 7–10 სექტემბერი–10 ოქტომბერი. ეს განმარტოებისა და დაფიქრების პერიოდია. ეს არის დრო სულიერი კონფლიქტების მიმზეზთა ძიებისა და გადაწყვეტისა, ინტელექტუალური საქმიანობისა, ძველი იდეალებისა და მიზნების გადაფასებისა, სამსახურში და პირად ცხოვრებაში არსებული სიძნელეების გაანალიზებისა. შესანიშნავი პერიოდია ზღვაზე მოგზაურობის, ბუნების წიაღში გასვლის, სიცოცხლის საიუმლოებათა შესწავლის, ფილოსოფიური ცოდნის გაღრმავებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ტავი აარიდეთ ხალხმრავლ შეკრებებს. ხელსაყრელი დღეებია პარასკევი და შაბათი.

ციკლი 8–11 ოქტომბერი–20 ნოემბერი. ხელსაყრელი პერიოდია წინსვლისთვის. უნდა იყოთ მტკიცე, შეუპოვარი, ძლიერი, მბრძანებლური და უფლებამოსილი. შესანიშნავი პერიოდია ფულის დაბანდებისა და საქმეში აქტიურობისთვის, ხალხის გაძღოლის, კლუბების ორგანიზაციის, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებბის მიღებისათვის. ამ პერიოდს ახასიათებს ენერგია, ქმედება და ეფექტურობა. ყველაზე შესაფერისი დღეა შაბათი. საერთოდ საქმეების მომთავრებისა და დიდ წინააღმდეგობათა გადალახვისთვის შესანიშნავი პერიოდია.

ციკლი 9–21 ნოემბერი–31 დეკემბერი. კაცობრიობისთვის სამსახურის და კეთილშობილების პერიოდია. ამ დროს ფული და საკუთარი თავი ღირსეულ საქმეთა კეთებას უნდა მიუძღვნათ. ეს ადამიანებზე ზრუნვისა და სიკეთის ქმნის გამბედაობის, მომავლის გეგმების დასახვის, მავნე ჩვევებისგან  განთავისუფლების, საკუთარი თავის სრულყოფის პერიოდია. კვირა ყველაზე კარგი დღეა. პროდუქტიული აზროვნებისთვის.

თქვენი ბედნიერი რიცხვები

როგორ განვსაზღვროთ ბედნიერი რიცხვი? თქვენი საწყისი მონაცემებია–თქვენი ცხოვრების, წონასწორობისა და ბედისწერის რიცხვი. თუ ეს სამივე ნომერი ერთნაირია, სწორედ ეს იქნება თქვენი ბედნიერი რიცხვი, მაგრამ, თუკი, როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება, ეს რიცხვები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ ეს განსაზღვრა თქვენგან დროსა და გულდასმით შესწავლას მოითხოვს.

თავდაპირველად გამოცადეთ თქვენი ცხოვრების რიცხვი, რომელიც ყველაზე  დიდ გავლენას ახდენს თქვენზე. ამის გაკეთება ყველგან შეგიძლიათ: დოღზე, თამაშებზე, საქონლის ყიდვისას. აღნიშნეთ თქვენთვის თუ რამდენად ხშირად მოაქვს მას თქვენთვის წარმატება. თუ ეს რიცხვი თქვენ არ გაწყობთ, ჩაატარეთ იგივე მანიპულაციები წონასწორობის და თუ აუცილებელი შიქნა, ბედისწერის რიცხვთანაც.

თუ არც ერთი ამ რიცხვთაგანი თქვენ არ გამოგადგათ, მაშინ სერიოზულად გადახედეთ თქვენს ცხოვრებას. რა არ გაკმაყოფილებთ მასში? ბედნიერება? ფული?  სიყვარული? სამუშაო? ადამიანებთან ურთიერთობა? თუ ხანგრძლივი და დაკვირვებული შესწავლის შემდეგ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრების ძირითადი მომენტები არ გაწყობთ, მაშინ შეგიძლიათ შეიცვალოთ სახელი და შეგიძლიათ შეიცვალოთ სახელი და შესაბამისად შეიცვლება თქვენი ცხოვრებისა და წონასწორობის რიცხვები. ბუნებრივია, ბედისწერის რიცხვი უცვლელი დარჩება, ვინაიდან იგი დაბადების თარიღზეა დამოკიდებული და არა თქვენს სახელსა და ინიციალებზე.

როგორ შეიძლება შიცვალოთ სახელი და ბედისწერა

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სახელის შეცვლით შეგიძლიათ შეიცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრებაც.

ახალი სახელის გავლენით, რომელიც უფრო შეეფერება თქვენს მიზნებსა და იდეალებს, თქვენ შეგიძლიათ მთლიანად გამოამჟღავნოთ თქვენი შესაძლებლობანი, რომელთაც ზღუდავდა შეუფერებელი რიცხვი. სანამ ახალი სახელის შერჩევას დაიწყებდეთ, ჯერ გადაწყვიტეთ, ცხოვრების რომელი რიცხვია თქვენთვის ყველაზე ურო გამოსადეგი. შემდეგ სახელის უმნიშვნელო ცვლილებების ვარიანტები გამოცადეთ. მაგალითად თეიმურაზი შეგიძლიათ შეცვალოთ თემური_თ. ყველაზე ადვილი ვარიანტია. თუ ამან სასურველი შედეგი არ მოგცათ, მაშინ სცადეთ უნმიშვნელო შემცირება. მაგალითად, თეიმურაზ–თემური–თემო. ალექსანდრე–ალექსი–სანდრო და ა.შ. რასაკვირველია, შეიძლება საერთოდ შეიცვალოთ სახელი, მაგრამ ამას შეიძლება თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაში არასასურველი გართულებანი მოჰყვეს. თუმცა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მთავარი კი ის არის, რომ ნუმეროლოგიის მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია ბედისწერის შეცვლა.

განსაკუთრებული რიცხვები თქვენს ცხოვრებაში

თქვენი ცხოვრების, წონასწორობისა და ბედისწერის რიცხვების გარკვევის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, რა გავლენას ახდენს თქვენზე თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი,  მანქანის ნომერი და ა.შ. ყველა ესენი, თავისთავად უმნიშვნელო, უდაოდ გარკვეულად მოქმედებენ თქვენზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი რიცხვი შეგვიძლია დაიყვანოთ ერთმნიშვნელოვან რიცხვზე, არსებობენ ორნიშნა რიცხვები, რომელნიც თავისთავად ახდენენ გარკვეულ გავლენას ჩვენზე და ვიდრე მათ ერთნიშნა გამოსახულებამდე დავიყვანდეთ, საჭიროა მათი ყურადღებით შესწავლა. როგორც წეი, განსაკუთრებული რიცხვები უფრო ძლიერ გავლენას არ ახდენენ, ვიდრე ცხოვრების, წონასწორობისა და ბედისწერის რიცხვები, მაგრამ თუ ისინი გამოჩნდნენ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი უგულებელყოფა არ შეიძლება.

საჭიროა, რომ დღის დაგეგმვისას ისინი მხედველობაში მიიღოთ. ვიდრე კარგად არ დაიხსომებთ მათ, გადაწერეთ ისინი და თან ატარეთ.

11–ეს რიცხვი გაფრთხილებთ შესაძლებელი მოულოდნელი პრობლემებისა და უსიამოვნებების შესახებ. მათ, ვისი ცხოვრების რიცხვი 2–ია, შეუძლია აუწყოს ფარული საშიშროება.

12–ეს რიცხვი  ნდობასა და გულუბრყვილობას წარმოადგენს. 3იანები უნდა ერიდონ ამ რიცხვს.

17–წარმატებული ფინანსური საქმეები, სიბრძნე ბიზნესის დარგში. გავლენას ახდენს 8–სა და 4–ზე.

19–ეს რიცხვი შეესაბამება ბედნიერებასა და წარმატებულ საქმიანობას. ერთიანისთვის ყველაზე ბედნიერი რიცხვია.

22–ეს რიცხვი გიცავთ არასწორი გადაწყვეტილებებისა და იმპულსურობისგან. ყველაზე დიდ გავლენას 4–ზე ახდენს.

23–ეს რიცხვი ასოცირებულია ამორალურ საქციელთან და სუსტ ნებისყოფასტან. ყველაზე მეტ გავლენას ახდენს 5–ზე.

34–აუცილებლობა უკიდურესი სიფრთხილისა. შვიდიანები განსაკუთრებით უნდა ერიდონ ამ რიცხვს.

38–ეს რიცხვი გიცავთ არასტაბილურობისა და ნერვული სტრესებისგან. 2–იანი შეუძლია იხსნას ფიზიკური საშიშროებისაგან.

46– გამოხატავს წარმატებას სარისკო საქმიანობაში, რომელსაც თან ახლავს გარკვეული უსიამოვნებანი და პრობლემები. გავლენას ახდენს ძირითადად 1–ზე.

53–სახელი და გულადობა. მოქმედებს ძირითადად 8–ზე.

59–ეს რიცხვი გიცავთ ფიზიკური ტანჯვისგან. მოქმედებს 5–ზე.

60 კარგი გუნებაგანწყობისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა 6–იანებისთვის.

63–გიცავთ უსაფუძვლო ფანტაზიების დაფუჭი ოცნებებისგან. ამ რიცხვს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ 9–ებმა.

დაიმახსოვრეთ, ტქვენს სიცოცხლეში ნებისმიერ რიცხვს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან მოქმედებს თქვენზე. დაიხსომეთ აგრეთვე, რომ რასაც კი სახელი აქვს, ყველაფრის გაანალიზება შეიძლება ნუმეროლოგიის დახმარებით.  პრაქტიკული ვარჯიშით თანდათანობით თქვენ შეძლებთ აითვისოთ ეს უძველესი საქმიანობა და გამოიყენოთ იგი ადამიანებისა და საგნების მიმართ. თქვენ შეგიძლიათ გააღრმაოთ თქვენი ცოდნა მათ შესახებ და შესაბამისად გააძლიეროთ იმ ძალების კონტროლის უნარი, რომელნიც თქვენს ბედისწერას განაგებენ. 

 
Information Centre 09 works for you already