Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

მერწყული

მერწყული (წყლის საქანელი), რომელსაც არაბულად „დალვი“ ეწოდება.

 

მერწყულის ეტლი სატურნის სახლია. ამ დროს მზე გამოძევებულია. ეს არის დღის ეტლი, დასავლეთის მხარისა, მამრობითი სქესის, ბუნებით მხურვალე და ნედლი. ადამიანის სხეულის შემადგენელ ელემენტთაგან – სისხლი შეესაბამება. მისი სტიქიონი ჰაერია და ქარი, ის ქარი, რომელიც ზღვას აღელვებს და ნავებს ძირავს. როდესაც მზე ამ ნიშნის თხუთმეტ გრადუსამდე მიდის, შუა ზამთარია – ადრე თენდება და გვიან ღამდება. კვირის დღეებიდან მას შაბათი ეკუთვნის.

ეს არის პატიოსან ბერთა, ხელოსანთა და მუშათა ეტლი. ადამიანის სხეულის ნაწილებიდან მას შეესაბამება წვივები კოჭებამდე. ქვეყნებიდან კოპტების ქვეყანა და ედემი. ქალაქებიდან – ქუფა და ქერმანი.

წყალთაგან – ნილოსი და სხვა დიდი მდინარეები. ადგილებიდან – ტყეები, ურიათა სალოცავები, ჯორების, ცხენების, აქლემების სადგომები და უდაბნოები. სულიერი არსებებიდან – წყლის ფრინველები, წავი, ველური კატა და მაიმუნი (ნასნასი).

ამ ეტლზე დაბადებული ადამიანი დაბალი ტანისაა, გრძელი ნიკაპით, დიდთავა, წვრითვალება, განიერი ყბებითა და სქელი ბაგეებით, მოკლე თითებითა და ბრტყელი მკერდით. იგი სიძვის მოყვარულია, ტვინმძიმე და საქმეშიაც ზანტი, ოქროს შემგროვებელი. საკუთარ თავსაც არგებს და სხვასაც. ზოგიერთი ბევრჯერ  გამდიდრდება და ბევრჯერვე გაღარიბდება, ზოგიერთი კი მათხოვარი, უძლური, უიღბლო, ბოროტი და კეთილი საქმის არმოსურნე იქნება. ხელოსანთაგან ეს ეტლი მფარველობს მეურმეებს, ქვის მთლელებს, მებოსტნეებს, მეაქლემეებს, მეწისქვილეებს და სხვა ძნელი და საჭირო საქმის მცოდნეებს.

მერწყულის ეტლი სამნაწილიანია: პირველი ნაწილი, ათ გრადუსამდე ვენერასია, მეორე ოც გრადუსამდე – მერკურის, ხოლო მესამე, ოცდაათგრადუსამდე, მთვარისა.

ვენერას ნაწილში დაბადებული ადამიანი ლამაზი სახისაა, ლამაზად მოყვანილი ნიკაპით, ვნებიანი და მხიარული, მოთამაშე და კაცთმოყვარე. მას მკერდზე ნიშანი უნდა ჰქონდეს.

მერკურის ნაწილში დაბადებულს ჭროღა თვალები აქვს, მწერალია. ნარდის და ჭადრაკის მოთამაშე. ღვინის მსმელი და ყველა ხელობაში ცოტ – ცოტა განსწავლული.

მთვარის ნაწილში შობილი – პირმრგვალია, გამხდარი, ოხუნჯი და მრავალსიტყვიანი. კარგი კალატოზობა იცის, ანდა მეტყევეა. ნიშანი მას ზურგზე,  ხელსა და ფეხზე უნდა ჰქონდეს.

პარასკევი დღე ნავსიანია.

მეშვიდე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე და მეოცე გრადუსზე დაბადებული – იღბლიანი ადამიანია.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
მერწყული – წყლის საქანელი (21.01–18.02)– მას მკვეთრად გამოხატული სექსუალური ინდივიდუალობა აქვს. იშვიათად არის ვნებიანი ან ცივი, როგორც წესი, არ არის ღრიანკალივით ემოციური, მაგრამ სექსის მნიშვნელობის დაკნინების წინააღმდეგია თავის ცხოვრებაში. პატივმოყვარე და მიზანდასახულია. მისი შემოქმედებითი ბუნება სრულყოფისკენ ისწაფვის და ამოტომ, ხშირად, სხვისი შეცდომების მიმართ მიმტევებელი არ არის. თავშეკავებული და ზომიერი მამაკაცისთვის იგი შესანიშნავი პარტნიორია. თავაწყვეტილი ვნებები მისთვის მიუწვდომელია. ცოლ–ქმრულ ურთიერთობაში სექსი მერწყულისთვის რიტუალად იქცევა და განუყრელად არის დაკავშირებული ღამესთან. იგი გულდასმით დაალაგებს თავის ტანისამოსს, დაიბანს, დაივარცხნის, სუნამოს დაიპკურებს და ღამის პერანგს ჩაიცვამს. ქმარი კი წევს, კითხულობს და ელოდება მას. ქალი ამას მხოლოდ კარგი მოსაზრებით აკეთებს, რათა სექსუალურ მხარეს სადღესასწაულო ელფერი შეჰმატოს. ქმარს კი, ამ დროს შეიძლება უნდოდეს ერთხელ მაინც დაეუფლოს მას იატაკზე აწეწილთმებიანს, მიმოფანტული ტანსაცმის გარემოცვაში და ფაქიზი პარფიუმერიის ნაცვლად ხარბად დაეწაფოს მისი სხეულის სურნელს. მერწყული კი პარტნიორისთვის ყველაფერს აკეთებს ამის გარდა, ვინიდან თვითონ არასოდეს უჩნდება ამგვარი სურვილი. მისი მხრიდან მეუღლის ღალატი პრაქტიკულად გამორიცხულია. მის საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს დიასახლისობა და სტუმრების მიღება. იგი კონტაქტური და მომლხენია. უყვარს, როდესაც ყურადღებას აქცევენ და მოსწონთ, უყვარს მხიარულება.

მამაკაცები
მერწყული – წყლის საქანელი (21.01–18.02)– ტემპერამენტი სუსტი უფრო აქვს, თუმცა სექსუალური თვალსაზრისით, სავსებით ნორმალურია. ქალებს ნაკლებად ღირებულ არსებებად მიიჩნევს, მაგრამ სასწორისა და ღრიანკალისგან განსხვავებით, მათ არ ემტერება. ქალიშვილი მის წარმოდგენაში „უმანკოების“ ასოციაციას იწვევს და იგი გულწრფელად იცავს ამ პრინციპს. ლომის მსგავსად, მასაც სჯერა აბსურდული მამაკაცური „მითებისა“. იგი ერთ – ერთი მათგანია, ვინც ქალის ესთეტიურ სალამაზესა და მის სექსუალურ ღირებულებებს აიგივებს, ვინაიდან ვერ ახდენს ამ ორი ცნების დიფერენციაციას. მისი აზრით, სექსი ახალგაზრდული შეცდომაა, რომლის გადალახვის შემდეგ მამაკაცმა სერიოზულ საქმეებს უნდა მოჰკიდოს ხელი: უნდა იშოვოს ფული, მოეკიდოს ოჯახს, გააჩინოს შვილები და ა.შ. არ არის გასაკვირი, რომ ხშირად მას აბეზარი და დაუკმაყოფილებელი ცოლი ჰყავს. ამავე დროს, მერწყული თავის თავს მუდამ დაზარალებულ მხარედ მიიჩნევს. მას წარმოდგენაც კი არა აქვს იმის შესახებ, რომ სექსის სფეროში მისი „მაქსიმალური“ მიღწევები არც თუ ისე დიდია სხვა მამაკაცების საშუალო აქტიურობასთან შედარებით. ცოლის მიმართ იგი შემწყნარებელია, რადგან მიაჩნია, რომ მას თავისი მოქმედებების შეფასების უნარი არ გააჩნია.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ