Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

ვერძი

ვერძი, რომელსაც არაბულად „ჰამალი“ ეწოდება.

 

ვერძის ეტლის სტიქიონი ცეცხლია. ეს ეტლი მამრობითი სქესისაა, დღისაა, ბუნებით მხურვალე და ხმელია, აღმოსავლეთის მხრისა არის. მარსის სახლია და ამ დროს მზე ეგზალტაციაშია. გრილია, საპატიოდ და ნებიერად დასაჯდომია. ეს არის ხელმწიეთა და მეომართა ეტლი. იგი 30 გრადუსით განიზომება და თითო გრადუსი 60 წუთისგან შედგება, როდესაც მზე პირველ გრადუსში შედის, დღე და ღამე თანასწორდება.

ვერძის დღე სამშაბათია.

ხელოსანთაგან ეს ეტლი მფარველობს მჭედელს და ყასაბს, სპილენძის ოსტატს და სისხლის გამომშვებს. ვერძის ეტლს ეკუთვნის ყველაზე მაღალი ხეები ხეთა შორის, ხოლო ლითონთა შორის - რკინა და ტყვია. მასვე ეკუთვნის თეთრი, მოწითალო ელფერით. როდესაც მზე ამ ეტლში დგას, ადრე თენდება და გვიან ღამდება.

ამ ეტლზე დაბადებულ ადამიანს მოვლენათა წინასწარ ჭვრეტის უნარი აქვს. იგი მშვენიერი შესახედაობისაა, კარგი აღნაგობისა, მხიარული, ლამაზი თვალებითა და ჭორფლიანი სახისა ან ნაყვავილარი, თმახუჭუჭა ან მელოტი, დიდყურა, ღია ფერის ან ჭროღა თვალებით, წვრილი და მრავლისმთქმელი წვივებით. მას მხარზე ან წვივზე რაიმე ნიშანი უნდა ჰქონდეს. ეს არის გულუხვი, ლამაზი ტანისამოსის მოყვარული, ვნებიანი ადამიანი. მხიარულია, ადვილად ფიცხდება და ადვილადვე მშვიდდება. თავის მტრებზე გულის მოოხება ძალუძს.

ვერძის ეტლი სამნაწილიანია: პირველი ნაწილი მარსისაა, მეორე მზისა, მესამე ვენერასი. ის, ვინც ათ გრადუსამდეა დაბადებული, მარსის ზემოქმედებს ქვეშ იქნება, ვინც 20 გრადუსამდე - მზისა, ხოლო ვინ 30 გრადუსამდე – ვენერასი. თუ ადამიანი მარსის ნაწილშია შობილი, იგი წითურია; მზის ნაწილში დაბადებული - საშიში და ამპარტავანია, ხოლო ვენერას ნაწილში დაბადებული - გულისთქმათა ამყოლი, ქალების მოტფრიალე ან პოეზიის მოყვარული ანდა თვითონ არის პოეტი.

სიცოცხლეში მას სამი განსაცდელი შეემთხვევა: პირველი - წყლის სახით, მეორე ჭრილობის სახით და მესამეც - სნეულების სახით.

ორშაბათი დღე მისთვის ნავსიანი იქნება.

რაც კი რამ გასაჭირი შეემთხვევა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოჰკითხოს. უდავოდ ბედს ეწევა ის, ვინც მეცხრამეტე გრადუსზეა დაბადებული.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
ვერძი (21.03–18.04)– ცხოვრებაში იგი მსახიობია. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, თითქოს ის გულწრფელი არ იყოს, პირიქით, ის თავს ყოველთვის აიგივებს იმ როლთან, რომელსაც ასრულებს. ვერძი ხშირად ემოციურად მდიდარი პიროვნების შთაბეჭდილებას ახდენს, რაც ჭეშმარიტებას ყოველთვის არ შეესაბამება. თავის ემოციებს არ მალავს, სწყურია თამაში. შეუძლია ყველაფერი, რაც თავად სურს, დაიჯეროს. მაგრამ მან იცის ეს ნაკლი თავის თავში და ბოლომდე არ ენდობა თავის მსჯელობებს. როცა ემოციებისაგან თავს არ იკავებს, უკიდურესობამდეც კი მიდის. საწოლში ისეთი კარგი მსახიობი არ არის, როგორც ცხოვრებაში. იგი პასიური უფროა. ემოციებსა და შეგრძნებებს გარედან უფრო ელის. არასოდეს არ ახდენს გავლენას თანაცხოვრების სტილის ფორმირებაზე. სიტყვებით უკეთ გამოხატავს თავის განწყობას, ვიდრე გრძნობებით. საზოგადოებაში ყოფნის დროს, თავისი ქცევითა და მოქმედებით, ბევრი მამაკაცი შეჰყავს შეცდომაში. ხანდახან თავისი კულტურული ჩვევები საძილე ოთახში გადააქვს. თუმცა პარფიუმერიას, გამჭვირვალე თეთრეულს, სანთლებს, სანათურებს, დახვეწილ ყურადღებას არასოდეს არ მოაქვს მისთვის კმაყოფილების გრძნობა. ქვეცნობიერად იგი პრიმიტიულ და უხეშ სექსს ელოდება. ნამდვილი მამრი უნდა და სურს მას ეკუთვნოდეს. სამწუხაროდ, მისი ცხოვრების წესი და საქციელი, დახვეწილი და ნატიფი მამაკაცების ყურადღებას იზიდავს და ვერც ერთი მათგანი ვერ აძლევს მას სრულ ბედნიერებას.

მამაკაცები
ვერძი (21.03–18.04)– ვერძისთვის „ქალის“ ცნება უმაღლესი და უმნიშვნელოვანესია. სასიყვარულო თავგადასავალი ინტრიგით უნდა იყოს შეფერადებული, მას რომ კმაყოფილება მიანიჭოს. საიდუმლო სატელეფონო მოლაპარაკებები და საგულდაგულოდ ორგანიზებული საიდუმლო პაემნები – ეს მისი სტილია. მას უფრო ახარებს ქალის მოპოვების პროცესი, ვიდრე მოპოვებული ადამიანი. ინტრიგები ხშირად მისი ცხოვრების შინაარსად იქცევა, ხშირად ღელავს თავისი სექსუალური შესაძლებლობების გამო, როგორც მამაკაცთა უმრავლესობა. ეს მღელვარება, უმრავლეს შემთხვევებში, უსაფუძვლოა. სიამოვნებით იღებს თავის თავზე თერაპევტის როლს ქალების ტრადიციული სექსუალური ნევროზების საკითხში. უყვარს „სერიზული“ საუბრები, სიტყვიერი ეროტიზმი, პარტნიორის დაყოლიება, დარწმუნება და შეგნებული აგზნება. ყოველივე ეს მისთვის მისი მამაკაცური ღირსების განმტკიცების ერთ–ერთი საშუალებაა.  კარგად გრძნობს თავს ნერვიულ ქალებთან, რომელთაც ეჭვი ეპარებათ თავიანთ სექსუალურ ღირებულებებსა და შესაძლებლობებში. სწორედ ამ ეჭვების გაქარწყლება ძლიერად აღაგზნებს ვერძს. მას აღაგზნებს გაუბედავი და არათავდაჯერებული ქალები. ხელსაყრელ პირობებში, ის შეიძლება ჩინებული საყვარელი იყოს. ჩვეულებრივ,  ვერძი ძალიან კეთილგანწყობილი, გულღია, ზრდილი და ყველასთვის საყვარელი პიროვნებაა. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმრავლესობას ახასიათებს სნობიზმი, ეტრფის ნივთებს, ზრუნავს გარეგნულ ბრწყინვალებაზე, ზერელე მეთოდებითა და საშუალებებით ცდილობს თავისი ღირებულებების ამაღლებას საზოგადოებაში. ვერძი ბუნებით პოლიგამიურია – ერთდროულად  რამდენიმე ქალთან შეუძლია  ჰქონდეს ურთიერთობა. მისთვის უცხოა ღრმა ემოციურობა და გატაცება.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ