Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

კირჩხიბი

კირჩხიბი (კიბორჩხალა), რომელსაც არაბულად „სარატან“ ეწოდება.

კირჩხიბის ეტლი მთვარის სახლია. ამ დროს იუპიტერი ეგზალტაციაშია, მარსი ჩავარდნილია, ხოლო სატურნი გამოძვებულია. მისი სტიქიონი წყალია. ღამის ეტლია, მდედრობითი სქესისაა, ჩრდილოეთის მხარისა. გრილი და ნედლი ბუნებისა არის. ადამიანის სხეულის შემადგენელ ელემენტთაგან ბალღამი შეესაბამება. როდესაც მზე პირველ წუთში დგას ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა. ეს არის ზაფხულის პირველი ეტლი, რომელიც განაგებს სუსტ ნიავქარებს. ამ დროს მზე გვიან ამოდის და ადრე ჩადის. კირჩხიბი ამქვეყნიური ეტლია.

ამ ეტლზე დაბადებულს საშუალო ხმა აქვს და მრავალშვილიანია. ადამიანის სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება ძუძუ-მკერდი, ფილტვები და ნაწლავები. ქვეყნებიდან - ერაყი და მცირე სომხეთი, გარე საბერძნეთი. ქალაქებიდან - თბილისი. ადგილთაგან მას ეკუთვნის ზღვის პირი და მდინარეების სანაპიროები, წყაროს სათავეები და მიწისქვეშა წყლები, ხეთა შორის - დაბალი ხეები. ეს არის წვიმის ეტლი. წყალში მცხოვრები სულიერი არსებებიდან მისია კიბორჩხალა, კუ, წურბელა, ბაყაყი, ჭიანჭველა. კირჩხიბის დღე ორშაბათია.

ამ ეტლზე დაბადებული ადამიანი საშუალო სიმაღლისაა, თუმცა ზოგიერთი დაბალია, მრუდე ცხვირით, არასწორი კბილებით, თხელი თმითა და გრძელი წვივებით. ამ ნიშნის მქონე ადამიანი იმდენად ქარაფშუტაა, რომ ბოლომდე ვერ მიჰყავს ვერც საქმე და ვერც სიტყვა. სამაგიეროდ იგი მხიარული, ოხუნჯი, ენაწყლიანი და გულუხვია. სიცოცხლის მანძილზე ოთხი განსაცდელი შეემთხვევა: პირველი უკეთური ადამიანისგან, მეორე მკბენარის სახით, მესამე წყლისგან და მეოთხე სიგიჟის სახით.

კირჩხიბის ეტლი სამწლიანია: პირველი ნაწილი, ათ გრადუსამდე – ვენერასია, მეორე - მერკურის, მესამე - მთვარის. თუ ადამიანი ვენერის ნაწილშია შობილი, მშვენიერი შესახედაობისა არის, კაცთმოყვარეა, უყვარს ტანისა და სამოსლის სისუფთავე, სურნელები, პოეზია. მერკურის ნაწილში შობილი არის საშუალო სიმაღლის ადამიანი, წვრილთითებიანი, ემარჯვება წერა და ანგარიში. ვინც მთვარის ნაწილშია დაბადებული, მიმზიდველი გარეგნობისაა, მრავალთმოყვარეა, აქვს გადაბმული წარბები და ფართო გულ-მკერდი, პირ-მრგვალი და მსუქანი, ქების მოყვარულია; ხან მართალს ამბობს, ხანაც ტყუის და ასხვაფერებს ნათქვამს. იღბლიანია პირველ, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე გრადუსებზე დაბადებული ადამიანი.

 ნავსიანი დღე ოთხშაბათია. ეს არის მაჰმადიანთა ეტლი.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
კიბო – კირჩხიბი (21.06–22.07)– ნამდვილი სექსის დროს, მისი ცნობიერება ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნორმალური აზროვნება და თვითკონტროლი ადგილს უთმობს თავდავიწყებას, თავგანწირვას, სტიქიის ძალას, ექსტაზს. კირჩხიბს კი მუდამ უნდა, რომ წამყვანი იყოს. მას სურს ბატონობდეს ირგვლივმყოფებზე და აკონტროლებდეს მათ. ეს თვისება კი მუდმივ წინააღმდეგობაშია სექსთან. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს, საკუთარი გრძნობებისა და ემოციების საჯაროდ გამოხატვა არ უყვარს, ვინაიდან ასეთი საქციელი კაპიტულაციის თავისებურ ფორმად მიაჩნია. კირჩხიბს ძალიან მგრძნობიარე სხეული აქვს, განსაკუთრებით მკერდი, ზურგის ქვედა ნაწილი და კეფა. იგი მუდამ საკუთარი თავის დაკმაყოფილებაზე ფიქრობს და პარტნიორი მისთვის ვნების, ჟინის დკმაყოფილების საშუალებაა. მათთვის, ვინც კირჩხიბის მიმართ მხოლოდ სექსუალურ დაინტერესებას იჩენს, ის იდეალური პარტნიორია. საწოლში აგრესიულია, ადვილად აღიგზნება, ინიციატივას იჩენს და წამყვანი როლის შესრულება უყვარს. სექსში იმედგაცრუებული და გულგატეხილი კირჩხიბი, ენერგიას აორმაგებს პროფესიული ან საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროში. ძალიან პატივმოყვარეა. შეუძლია ბედნიერიც იყოს, თუ მიხვდება, რომ თუ გსურს სექსუალურ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი მოიგო, საჭიროა არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც.

მამაკაცები
კიბო–კირჩხიბი (21.06–22.07)– კუროს მსგავსად, მან იცის საკუთარი თავის ფასი. კუროს ნიშნით დაბადებულს, უყვარს ქალები და მათთან კონტაქტისკენ ისწრაფვის. კირჩხიბს კი ისინი არ უყვარს და მიაჩნია, რომ ქალები თვითონ უნდა ცდილობდნენ მისი ყურადღების მიპყრობას. ენერგიის უდიდეს ნაწილს სხვა ცხოვრებისეულ მიზნებს ახმარს. რასაც კი მოჰკიდებს ხელს, ყველაფერში საუკეთესო უნდა იყოს. დომინირების დაუოკებელი სურვილი და პატივმოყვარეობა ცხოვრებისეული მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს მას. სრულყოფილებისადმი სწრაფვა მისთვის სექსის სფეროზეც ვრცელდება. კუროსგან განსხვავებით, კირჩხიბს არ ახასიათებს ემოციური აღმაფრენა, მას შეუძლია პარტნიორში გამოიწვიოს უძლურების გრძნობა. ქალი გამუდმებით ცდილობს მის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან კირჩხიბის ღირებულებათა იერარქიაში ქალი მეტად დაბალ საფეხურზე დგას. ერთგულების ცნებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მისი მეუღლე, თუ ისინი ერთ სოციალურ საფეხურზე დგანან, სარგებლობს „დედოფლის“ რეპუტაციით, რომლის ქმარს შესაძლებელი საკუთარი ჰარამხანა ჰქონდეს. კირჩხიბისთვის იდეალი არის არ იმდენად ჰარამხანა, რამდენადაც ახალგაზრდა, ლამაზ, მოვლილ ქალებთან კონტაქტების სისტემა, ქალებთან, რომელთაც ის, აუცილებლობის შემთხვევაში, დაქირავებულ ბინებში აცხოვრებს. კონტაქტი წყდება, როდესაც რომელიმე მათგანი თავს მოაბეზრებს, ან თვითონ შეიქმნება რომელიმესთვის აუტანელი. კირჩხიბის წარმოდგენით, ქალის უპირველესი მოვალეობაა მზად იყოს შეხვედრისათვის მისი პირველივე დაძახებისთანავე, დამოუკიდებლად დროისა და გარემოებებისა.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ