Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

თხის რქა

თხის რქა, რომელსაც არაბულად ეწოდება „ჯადი“.

 

თხის რქის ეტლი სატურნის სახლია. ამ დროს მარსი ეგზალტაციაშია. იუპიტერი ჩავარდნილია და მთვარე გამოძევებულია. მისი სტიქიონი მიწაა, მდედრობითი სქესისაა, ბუნება – გრილი და ხმელი. ადამიანის სხეულის შემადგენელ ელემენტთაგან სევდა შეესაბამება. სამხრეთის მხრისაა. როდესაც მზე ამ ეტლის პირველ გრადუსში შედის, ყველაზე მოკლე დღეა და ყველაზე გრძელი ღამე. ამ დროს დღე იწყებს მატებას. ეს არის ზამთრის პირველი ეტლი, როდესაც მზე ადრე ამოდის და გვიან ჩადის. კვირის დღეებიდან შაბათი ეკუთვნის. ამ ნიშნის მქონე ადამიანი არც უშვილოა, არც მრავალშვილიანი. საშუალო ხმა აქვს. რაც კი დედამიწაზე მაღალი ხეები დგას, ყველა  ამ ეტლს ეკუთვნის. ეს არის ღვთისგან გამორჩეულ მეფეთა, გვირგვინოსანთა და მთავართა ნიშანი (ეტლი). ადამიანის სხეულის ნაწილებიდან მუხლები შეესაბამება. ქვეყნებიდან ეთიოპია, ინდოეთი, ჩინეთი.  ქალაქებიდან – აჰვაი და ქაბული. ადგილიდან – მაღალი ტყიანი მთები, მაღალი კოშკები და მაღლობზე შეფენილი ყანები. ყველაზე მაღალი ხეები მას ეკუთვნის, მათ შორის ებანოზის ხე. სულიერი არსებებიდან – სპილო, აქლემი, მსხვილფეხა რქიანი საქონელი და ტახი, აგრეთვე ორბი და არწივი. ხელოსანთაგან იგი მფარველობს მშენებლებს, მუშებს და ხევისბერებს.

ამ ეტლზე დაბადებულია ადამიანი სახელგანთქმულია, მძიმეა, ფრთხილი, თან მაცდური, მართალი და მომთმენი, სიბრძნოს მოყვარე. ლამაზი სახის პატრონი, კარგი აღნაგობის, საშუალო სიმაღლისა. ყაზარი სახით, გრძელთმიანი, წვივმოკლე.  თავნება, გულისთქმის ამყოლი, რომელიც ბევს მოგზაურობს და ვერც ერთი დაწყებულ საქმეს ვერ ასრულებს. თუ სახელმწიფოს გამგებლობა ერგო ასეთ ადამიანს, იგი ბევრ ქვეყანასა და აურაცხელ სიმდიდრეს დაეპატრონება, რადგანაც ამ ზოდიაქოს მბრძანებელი და მნათობი სატურნია – უმაღლესი, ვარსკვლავთა შორის. თუ ადამიანის დაბადების დროს სატურნი იდგება სასწორში, როდესაც ეს პლანეტა ეგზალტაციაშია, ყოველივე ზემოთქმული მით უფრო უკეთ ახდება: სასწორი ხომ მეათე კარია, მეათე კარი კი – სახელმწიფოთა თვეა.

თხის რქის ეტლი სამწლიანია: პირველი, ათ გრადუსამდე – იუპიტერისაა, მეორე – მარსისა და მესამე – მზისა.

იუპიტერის ნაწილში შობილ ადამიანს ბრტყელი მკერდი აქვს, ენაწყლიანია და სიკეთის მოყვარული.

მარსის ნაწილში შობილი ცოტათი წითურია და ადვილად წყრება, ხოლო მზის ნაწილში დაბადებული კაცთმოყვარეა და უაღრესად გონიერი.

ოთხშაბათი დღე ნავსიანია.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
თხის რქა (22.12–20.01)– ძალიან ძლიერი ემოციების მსხვერპლია სექსის სფეროში. ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან სექსსა და სიყვარულს. ყველა თავის სექსუალურ პარტნიორზე შეყვარებულია. ეს მჭიდრო ურთიერთკავშირი მას ბარიერებსა და შეზღუდვებს უქმნის ბედნიერებისკენ სწრაფვის გზაზე. თხის რქა სექსუალური და მგრძნობიარეა, რის გამოც, ხშირად, აწყდება სიძნელეებს და ხშირადაც დაუკმაყოფილებელია. მამაკაცთაგან ბევრი არ მოსწონს. სწრაფი და უეცარი შეყვარების გამო ხშირად იმპულსურად თხოვდება ახალგაზრდობაში, როდესაც ჯერ კიდევ არ შეუცვნია საკუთარი თავი. ამ დროს, მას ჰგონია, რომ ეს ერთადერთი სიყვარულია მის ცხოვრებაში. ხშირად იგი უკვე დაწვრილშვილებულია, როდესაც მისი თანატოლნი მხოლოდ იწყებენ ოჯახურ ცხოვრებას. თხის რქა ვნებათა ღელვისთვის არის დაბადებული. პირველ სექსუალურ თავგადასავლებში იგი შეპყრობილია დაუოკებელი სექსუალური სურვილით. ხშირად აგრესიული და ეჭვიანია, მაგრამ იმავე თვისებებს პარტნიორში ვერ იტანს. პასუხისმგებლობის გრძნობა ნებას არ აძლევს, მიატოვოს ოჯახი. თუ ეს მოხდება, იგი საკმაოდ სწრაფად დაუახლოვდება სხვა მამაკაცს, რათა ახალი კავშირით შებოჭილად იგრძნოს თავი. სექსში იგი ტკბობის ისეთ მწვერვალს აღწევს, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის მისაწვდომი.

მამაკაცები
თხის რქა (22.12–20.01)– თხის რქის ნიშნით შობილის კლასიკური ტიპი წარმართია. მისთვის ცხოვრება სიხარულისა და ბედნიერების უშრეტი წყაროა. ამიტომ, მისი რწმენით, ცხოვრების ფუჭი ფლანგვა ბოროტმოქმედებაა. სიცოცხლე თხის რქისთვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს, ხოლო სექსი ყველაზე ჩინებულ მისტერიას, რომელიც მას თითქმის რელიგიის დონემდე აყავს. მისთვის სექსი ემოციური და ფსიქოლოგიური განცდაა, რომელშიც მონაწილეობას არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც. რასაკვირველია, იგი აფასებს ფიზიკურ სიამოვნებებს, მაგრამ მუდამ მეტს ელის. სრულ დაკმაყოფილებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც მთლიანად ჩაეფლობა განცდებში და შეგრძნებებში, ზოგჯერ გონების დაკარგვამდეც კი. მისთვის არ არსებობს სექსი ფსიქოლოგიური განცდების გარეშე. ემოციური კავშირი ერთ პარტნიორთან, უმეტეს შემთხვევაში, გამორიცხავს სხვებთან ურთიერთობას. თხის რქა მამაკაცთაგან შეიძლება ყველაზე უბედურიც და ყველაზე ბედნიერიც იყოს. იშვიათად არის კარგი მეგობარი. ირგვლივ მყოფებმა ცოტა იციან მის შესახებ, რადგან იგი ძალზე გულჩათხრობილია.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ