Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

მარჩბივი

ტყუპი, რომელსაც არაბულად ჰქვია „ჯავზა“.

 

ტყუპის ეტლი მერკურის სახლია. ამ დროს დრაკონი ეგზალტაციაშია, ხოლო იუპიტერი გამოძევებულია. მისი სტიქიონი ჰაერია. ეს არის დღის ეტლი, მამრობითი სქესისაა, მხურვალე და ნედლია. დასავლეთის მხარისა არის. ადამიანის სხეულის შემადგენელ ელემენტთაგან სისხლი შეესაბამება. იგი ორბუნებოვანია - როცა თხუთმეტ გრადუსამდე მიდის მზე ე.ი. პირველ ნახევარში – გაზაფხულია, ხოლო მეორე ნახევარში - ზაფხული და ამ დროს მზე ადრე ამოდის და გვიან ჩადის.

ამ ეტლზე დაბადებულს მაღალი ხმა აქვს და უშვილოა. ეს ეტლი მწერლებსა და მხატვრებს მფარველობს. იგია საამო ნიავთა გამგებელი. ადამიანის სხეულის ნაწილთაგან მხარი, მკლავი და თითები შეესაბამება. ქვეყნებიდან - ელამი, გურგანი, ხვარაზმი, სომხეთი და ეგვიპტე. ქალაქებიდან – ყაზვინი, ყუმი და მუყანი. ადგილთაგან მას ეკუთვნის მთის სავარგულები და სანადირო ადგილები, აგრეთვე მწერალთა თავშესაყარნი, სკოლები და წიგნსაცავები. მასვე მიეკუთვნება შინაური ფრინველები და ყველაზე მაღალი ხეები ხეთა შორის. ტყუპის დღე ოთხშაბათია. ამ ნიშნით იბადება კაცი მოძღვარი და წინასწარმეტყველი.

ტყუპის ეტლზე დაბადებული ადამიანი სანდომიანი აღნაგობისა არის, მას ლამაზი სახე, მშვენიერი ნიკაპი, ბრტყელი ბეჭ-მკერდი და გრძელი წვივები აქვს, იგი კარგი რიტორია, გულუხვი და მხიარული, მეცნიერების, მაგრამ თან განცხრომისა და ფუფუნების მოყვარულია. ღრმად ინახავს საიდუმლოს. საზოგადოდ ასეთი ადამიანი წიგნიერია, ხშირად მწერალია ან პოეტი. თუ თავად არ გააჩნია საამისო მოწოდება, ამ საქმის კარგ მცოდნეთ თაყვანს სცემს. მას მხარზე უნდა ჰქონდეს რაიმე ნიშანი. შესაძლოა, სხეულის რომელიმე ნაწილი დაზიანებული ჰქონდეს. იგი დიდთან დიდია და პატარასთან პატარა. განსაცდელი უკეთური ადამიანის გამო ან წყლის სახით შეემთხვევა. ყოველი საქმე, მის მიერ წამოწყებული, კეთილად გვირგვინდება, ნავსიანი დღე პარასკევია.

ტყუპის ეტლი სამნაწილიანია: პირველი ნაწილი ათ გრადუსამდე, იუპიტერს მიეკუთვნება; მეორე ოც გრადუსამდე - მარსს, ხოლო მესამე, ოცდაათ გრადუსამდე -მზეს.

იუპიტერის ნაწილში შობილს უყვარს ღვისმეტყველება. ასეთ ადამიანს მიმზიდველი სახე აქვს, ტკბილმოუბარი, მშვიდი და სახელგანთქმულია. სასულიერო საგნების მცოდნეა და კარგი მასწავლებელი.

მარსის ნაწილში შობილი წითურია, ორპირი, ფიცხი, მძიმე გუნება - განწყობისა და მებრძოლი, მზის ნაწილში დაბადებული ადამიანი საშიში და ამპარტავანი, მსხვილნაკვთიანი და სასიამოვნო მოსაუბრეა. მის ზურგს უკან ხშირად ძვირი ითქმის. იღბლიანია, მეთერთმეტე გრადუსზე დაბადებული.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
მარჩვიბი – ტყუპი(21.05.– 20.06) –ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი იშვიათად არის ბედნიერი. ხშირად მის ცხოვრებას ტრაგიკული დასასრული აქვს. მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობს და ეძებს ერთადერთ იდეალურ პარტნიორს, მას ისეთი გრძნობა აქვს, რომ სიცოცხლე არ არის სავსე, რომ მას რაღაც აკლია. თუ იპოვის, რაც ძალზე იშვიათია, მისთვის ცხოვრება ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა. შეიძლება ბედნიერი იყოს იდეალთან მიახლოებულ პარტნიორთანაც. ჩვეულებრივ, მამაკაცს, რომელთანაც იგი ურთიერთობას ამყარებს, უნარი და მოთმინება არ შესწევს გაუგოს მას. დროდადრო, ღრმა უგუნებობის ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე, თითქოს მოუცავს დიდ დარდსო, გამოუსწორებელ დანაკარგს რომ მოჰყვება ხოლმე. იდეალური პარტნიორის ძიებისას, ხშირად, ისეთ მდგომარეობაში ვარდება, როდესაც მისი სრულებით არ ესმით. მარჩვიბი მგძნობიარე და ნიჭიერია. მაგრამ გარეგნულად მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს ასეც არის. ის მუდამ მიმზიდველია, ჰყავს თაყვანისმცემლები. სექსის მიმართ გულგრილი არ არის, მაგრამ უფრო შინაარსიან და სულიერად მდიდარ პარტნიორს ეძებს. ფიზიკური სიამოვნება მას სრული დაკმაყოფილების განცდას ვერ ანიჭებს. საკუთარ მიმზიდველობაში რომ დარწმუნდეს, ამისთვის ხშირად იცვლის პარტნიორებს. დრო კი მიჰქრის, უფერული წლები ერთმანეთს მისდევს. ბედნიერების გაუთავებელ ძიებას თვითგანადგურებდე მიჰყავს მარჩვიბი. მეორეს მხრივ, ამ „ასტრალური ქორწინების“ ძიების გარეშე მისთვის ცხოვრებას აზრი არა აქვს.

მამაკაცები
ტყუპი–მარჩბივი (21.05–20.06)– კონკრეტულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ნაკლები გავლენა აქვს მის სექსუალურობაზე. იგი გამოუსწორებელი რომანტიკოსია, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ილუზიებით სულდგმულობს, რომელთა საერთო ნიშანი მათი არარეალურობაა. როგორც წესი, ვნებათა ღელვას არ განიცდის. სასიყვარულო კონტაქტის ნებისმიერი ფაზა აკმაყოფილებს, რის შემდეგაც სწრაფად და ღრმად იძინებს. სექსუალური თავაწყვეტილობა, რომლის შესახებ იგი სხვებს ეკითხება და სხვებისგან ისმენს დროდადრო, მისთვის უცხოა. ცოლისთვის ღალატი მისი საყვარელი საქმე არ არის. მარჩბივი კარგი მეოჯახე და სტუმართმოყვარეა. მას მეგობრული ხასიათი აქვს, უყვარს ყურადღების მიქცევა, ყველასათვის თავის მოწონება და მხიარულება.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ