Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

ლომი

ლომი, რომელსაც არაბულად ეწოდება „ასად“.

 

ლომის ეტლი მზის სახლია. ამ დროს სატურნი გამოძევებულია. მისი სტიქიონი ცეცხლია - ის ცეცხლი, რომელიც ქვაშია დაფარული. ლომის ეტლი დღისა არის, მხურვალე და ხმელია, მამრობითი სქესისაა. ადამიანის სხეულის შემადგენელ ელემენტთაგან მას შეესაბამება ზაფრა. აღმოსავლეთის მხარისაა. ამ დროს მზე გვიან ამოდის და ადრე ჩადის, შუა ზაფხულია და სიცხის ჟამია. ეს არის ქრისტიანთა, მეფეთა და მთავართა ეტლი. ადამიანის სხეულის ნაწილებიდან მას შეესაბამება გული, კუჭი, ღვიძლი და ზურგი. რაც აშენებულია – მისია. ქვეყნებიდან შეესაბამება თურქეთი; ქალაქებიდან - ტუსი, ნიშაბური და თარმიდი ხორასანში, იერუსალიმი, ასაკალონი, ნისიბინი და მილეთი. ადგილთაგან - მაღალ მთებზე აგებული კოშკები და მეფეთა ციხე-სიმაგრეები, აგრეთვე, სანადირო ადგილები. ცხოველებიდან - ბრჭყალებიანი მტაცებლები. ხელოსანთაგან ამ ნიშნის მფარველობის ქვეშ არიან ფულის მჭრელები და მონადირეები. ხეთა შორის მას ეკუთვნის ყველაზე დიდი მსხვილტოტიანი და მაღალი ხეები; დღეებიდან - კვირა დღე.

ამ ეტლზე დაბადებულ ადამიანს მეფური ბუნება აქვს და დღეგრძელია. შესახედავად იგი ახოვანია, შიშისმომგვრელი, ბრტყელი გულ – მკერდი აქვს, ფართო პირსახე და მსხვილი თითები. ზოგიერთი წითურია, ღია ფერის თვალებით, დიდია, მიმზიდველი გარეგნობისა, მრგვალი ნიკაპით, მახვილგონიერი, დიდმუცელა და მსხვილნაკვთებიანი, წვივზე ნიშანი უნდა ჰქონდეს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხელმწიფეთაგან შეწყნარებული  და პატივდადებულია. თავდაჯერებულია, მრისხანე და ამპარტავანი.

ამ ეტლზე დაბადებულმა, შესაძლოა მიწაში დაფლული განძი აღმოაჩინოს და ბედს ეწიოს, შესაძლოა სიკვდილისაგან იხსნას ვინმე. ეს იქნება საქვეყნოდ განთქმული ადამიანი. განსაცდელი მას სიყმაწვილეში შეემთხვევა სიმაღლიდან გადმოვარდნის, სნეულებისა ან ცეცხლის სახით, მაგრამ უვნებელი გადარჩება. ამ ეტლზე დაბადებული სარგებელს ნახულობს იმ ხელობისგან, რომელიც ცეცხლთან არის დაკავშირებული. ნავსიანი დღე შაბათია.

ლომის ეტლი სამნაწილიანია: პირველი ნაწილი სატურნისაა – ათ გრადუსამდე, მეორე ნაწილი იუპიტერისა – ოც გრადუსამდე, მესამე ნაწილი მარსისა არის, ოცდაათ გრადუსამდე.

ვინც სატურნის ნაწილშია დაბადებული, თხელი და მაღალი აგებულებისაა, შავგვრემანია, ზანტი, ადამიანთათვის იოლად შესაცნობია. თუ იუპიტერის ნაწილშია დაბადებული, სანდომიანი პირსახისა არის, საშუალო ტანისაა. ეს არის ღირსეული ადამიანი და ფილოსოფოსი.

ის ვინც მარსის ნაწილშია შობილი, წითურია, ცრუ და გარყვნილების მოყვარული, ქალების მოტრფიალეა და ადამინთა შორის შფოთვის მთესველი, ენაბილწი, მაგინებელი და შემაწუხებელი.

იღბლიანია ის, ვინც მეორე, მესამე, მეხუთე, მეთორმეტე, მეოცე გრადუსზეა დაბადებული.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
ლომი (23.07–22.08)– მისი ინდივიდუალობის არსს წარმოადგენს სრული შეუსაბამობა მის სექსუალურ ლტოლვასა და სექსუალურ გამოწვევას შორის, რომელსაც იგი ასხივებს. პირველი მტკნარი და სუსტად განვითარებულია, მეორე კი – აგრესიულია და ყურადღებას იპყრობს. ლომი მიიჩნევს, რომ მიმზიდველია, მამაკაცთა მცდელობა დაეუფლონ მას, დიდ სიამოვნებას ანიჭებს ლომის პატივმოყვარეობას, მაგრამ იგი მხოლოდ ერთობა ამ თამაშით, თამაშის არსი მისთვის გაუგებარია, მას ხომ თვითონ არ გააჩნია სურვილი. მას უყვარს კაცებით მანიპულირება. შეგნებული აქვს თავისი მიმზიდველობა და ცდილობს ხაზი გაუსვას ამას. მიუხედავად იმისა, არასოდეს არ უჩნდება დაუოკებელი სექსუალური მოთხოვნილება, მას მაინც უყვარს სექსი და ადვილად აღწევს დაკმაყოფილებას. სექსუალური აქტის დროს შეიძლება უარი თქვას ამა თუ იმ ექსტრავაგანტურ პოზაზე, მაგრამ ეს გამოწვეული იქნება არა რაიმე მორალური ან ეთიკური მიზეზით, არამედ, ვთქვათ, თმის ვარცხნილობის გაფუჭების შიშით. სექსი მას იმაზე ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე ეს ჩანს ერთი შეხედვით. კაცებს, მთელი სიცოცხლის მანძილზე, მას არასწორად აღიქვამენ და გულგატეხილნი და იმედგაცრუებულნი რჩებიან მისგან.

მამაკაცები
ლომი (23.07–22.08)– ისევე, როგორც ვერძი, იგი არ არის დარწმუნებული თავის სექსუალურ შესაძლებლობებში და ამ ეჭვს დიამეტრულად საწინააღმდეგო საშუალებებით ებრძვის. მისი საქციელი ხშირად მოგვაგონებს პატარა ავტომანქანის მძღოლის საქციელს, რომელიც ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, გაუსწროს სხვა ავტომანქანებს. იგი მარადიული „პლეიბოის“ ტიპია. თუ აგროვებს ან ავრცელებს პორნოგრაფიულ სურათებსა და ლიტერატურას, იმიტომ რომ ირგვლივ მყოფებში შექმნას წარმოდგენა თავის თავზე, როგორც ამ სფეროში გამოცდილ მამაკაცზე. ახალგაზრდობაში ლომი ინტენსიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, რომლის ძირითადი მიზანია თავის თავს დაუმტკიცოს საკუთარი შესაძლებლობანი. ამიტომ დიდ ყურადღებას აქცევს კონტაქტების სიხშირეს, „ერთი სეანსის“ დროს ორგაზმების სარეკორდო რაოდენობას და ა.შ. სექსში ტექნიკურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას, ვინაიდან არ ძალუძს ღრმა ემოციური განცდები. ავადმყოფურად ეჭვიანია, რადგანაც აწუხებს ქვეცნობიერი შიში, რომ მისი პარტნიორი შეხვდება სხვა მამაკაცს და მისგან ისეთ ემოციურ შეგრძნებებს მიიღებს, რომელთ შემდეგაც ლომი ვეღარ შეძლებს პარტნიორის დაკმაყოფილებას. ყველა მამაკაცისთვის ცნობილი უმნიშვნელო და შემთხვევითი წარუმატებლობანი ლომს ძალიან აწუხებს. მას ეუფლება პანიკური შიში და ამიტომ ხშირად ემართება სქესობრივი ნიადაგის მქონე ნევროზები და ხანმოკლე იმპოტენცია, მიუხედავად სრული ფიზიკური სიჯანსაღისა. ამგვარმა დამოკიდებულებამ, შუახნის ლომი შეიძლება სექსუალური კონტაქტების ნაადრევ შეწყვეტამდეც კი მიიყვანოს. ამის შემდეგ იგი ან მოგონებებით სულდგმულობს ან თვითდაკმაყოფილებას ეწევა.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ