Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

სასწორი

სასწორი, რომელსაც არაბულად ეწოდება „მიზანი“.

 

სასწორის ეტლი ვენერას სახლია. ამ დროს მზე ჩავარდნილია, მარსი გამოძევებულია, ხოლო სატურნი ეგზალტაციაშია. მისი სტიქიონი ჰაერია – ის ჰაერი, რომელიც მცენარეს აყვავილებს და ხილს ამწიფებს. დასავლეთის მხარისაა, დღის ეტლია, მხურვალე და ნედლია. მამრობითი სქესისა არის. ელემენტებიდან სისხლი შეესაბამება, კვირის დღეებიდან – პარასკევი. ამ ეტლზე დაბადებულს მაღალი ხმა აქვს და მცირეშვილიანია. ფერებიდან თეთრი ეკუთვნის. როდესაც მზე ამ ეტლის მთელ გრადუსზე მიდის, დღე და ღამე თანასწორდება. შემოდგომის პირველი ეტლია. ამ დროს მზე გვიან ამოდის და ადრე ჩადის. ეს არის ვაჭართა და მწიგნობართა ეტლი. ადამიანის სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება მუცლის ქვედა ნაწილი (პატარა მუცელი), სასქესო ორგანოები და თირკმელები. ქვეყნებიდან – საბერძნეთი, ეთიოპია. ქალაქებიდან – ბასრა, ანტიოქია, ბალხი, ქაბული და ქაშმირი. ადგილიდან –  მთები, სახნავ – სათესი, სათამაშო, სანადიმო და სანადირო ადგილები, აგრეთვე, მაჰმადიანთა სალოცავები. ხელოსანთაგან ეს ნიშანი მფარველობს ვაჭრებსა და ღვინის გამყიდველებს. სულიერ არსებათაგან – კაკაბს, ხოხობს, სირაქლემას, თრითინასა და კვერნას.

ამ ეტლზე დაბადებული ადამიანი მშვენიერი გარეგნობისაა. თეთრკანიანი, პატარათავიანი, ღია ფერის თველებით, საშუალო სიმაღლის. ტკბილად და ენაწყლიანად მოუბარი – პოეტი, მსახიობი ან მუსიკოსია. ლამაზი ხმა აქვს, ქალებისა და სიძვის მოყვარულია, ვნებიანია და ხუმარა. ნიშანი მას სახეზე, კისერზე ან მკერდზე უნდა ჰქონდეს.  იგი არ აგროვებს ოქრო – ვერცხლსა და ავლა – დიდებას. ღარიბებს უმართავს ხელს და წყალობს, ხოლო სიცოცხლის ბოლოს, ყოველივე ამქვეყნიურს დათმობს, აღთქმას დადებს და მოინანიებს. ასეთ ადამიანს სიმაღლის ეშინია.

სასწორის ეტლი სამნაწილიანია: პირველი ნაწილი, ათ გრადუსამდე, მთვარეს ეკუთვნის; მეორე, ოც გრადუსამდე – სატურნს; მესამე, ოხცდაათ გრადუსამდე – იუპიტერს.

მთვარის ნაწილში შობილს, მრგვალი სახე აქვს, დაბალია და მანქლიოზი. სატურნის ნაწილში დაბადებულს, მომწვანო ფერი დაჰკრავს, თმახშირია, შენების მოყვარული, მაგრამ ზარმაცი. ნიშანი მას ზურგზე ან მკერდქვეშ უნდა ჰქონდეს.

იუპიტერის ნაწილში დაბადებული ადამიანი მორწმუნეა, სარწმუნოების დამცველი და სახელგანთქმული, სასულიერო საქმისთვსი სარგებლის მომტანი.

მესამე, მეხუთე და ოცდამეერთე გრადუსზე შობილი იღბლიანი უნდა იყოს, ხოლო ამ ეტლის ბოლოს დაბადებული – უიღბლო.

შაბათი დღე ნავსიანია. 

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
სასწორი (23.09–22.10)– იგი ურთიერთდაპირისპირებული ძალების მოქმედების მსხვერპლია. ფიზიკურად სექსში სრულ დაკმაყოფილებას ჰპოვებს, მაგრამ, ამავე დროს, ემოციურად არ შეუძლია დატკბეს სექსით, მოიწონოს იგი. პასიურია, ამის გამო მთელ ინიციატივას თავის თავზე პარტნიორი იღებს. თანაც, წუთიერი განწყობის შესაბამისად, შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს პარტნიორი. სექსუალურ თემაზე საუბარი არ უყვარს, ვინაიდან მისივე თქმით, მას „არ ძალუძს თავისი განცდები გამოხატოს სიტყვიერი განზომილების“ სახით. გარეგნულად, სასწორი არ გამოხატავს აღგზნებას ან სურვილს, არ იძლევა ინფორმაციას საკუთარი სექსუალურობის შესახებ. სექსი მის წარმოდგენაში ამოღებულია უმაღლესი შეგრძნებების კატეგორიიდან, სექსი მას მხოლოდ ფიზიკურ დაკმაყოფილებას ანიჭებს და წმინდა ჰედონისტურ ხასიათს ატარებს. სასწორი ვერ იტანს ზედმეტ სინაზეს, სენტიმენტალურობას, დელიკატურობას; იგი ვერ შეიგრძნობს ამ ატმოსფეროს. ვნებიანი და მღელვარე ღამის შემდეგ, შეუძლია თავი ისე ეჭიროს, თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს – არც ალერსიანი სიტყვა და მოძრაობა, არც ღიმილი. პარტნიორი ფრთხილად უნდა შეარჩიოს, ყველაზე კარგად ესადაგება ქალწულსა და ღრიანკალს (მორიელს), ყველაზე ცუდად – თხის რქას, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია.

მამაკაცები
სასწორი (23.09–23.10)– იგი სექსის მანიით არის შეპყრობილი, არც ერთი სხვა ნიშნის მამაკაცს არა აქვს სექსის ისეთი მოთხოვნილება, როგორიც სასწორს. ამავე დროს ყველა სხვა მამაკაცზე უფრო ემუქრება ცხოვრება სრულ  სასოწარკვეთაში. მას არასოდეს არ წამოეჭრება ე.წ. მამაკაცური პრობლემები. მისი პოტენციური შესაძლებლობები ძალიან დიდია, მათი გამოყენების შანსი კი – მინიმალური. პარტნიორის არჩევის დროს,  მეტად ფრთხილი უნდა იყოს. ქალი მისთვის მხოლოდ სექსის ობიექტია, მას არ შეუძლია პარტნიორის ინდივიდუალურობის გაგება და მოწონება. ასეთ დამოკიდებულებას კი, ქალების უმრავლესობა, ვერ ეგუება. თვითონ სასწორი დარწმუნებულია, რომ იმსახურებს იმას, რასაც მოითხოვს და რაც ერგება ცხოვრებაში. თუ ცხოვრება არ შეესაბამება მის სურვილებს, სასწორი სასოწარკვეთილებაში ვარდება. მის წარმოდგენაში, ბუნებრივი შერჩევის პროცედურას თავის პირად ჩხოვრებაშიც ნერგავს. როგორც კი ქალი მოეწონება, უმალვე ეცნობა და მაშინვე მიიპატიჟებს საწოლში, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ ქალი იშვიათად თუ მოიწონებს ამგვარ დამოკიდებულებას. ზოდიაქოს სხა ნიშანზე დაბადებულ მამაკაცებთან შედარებით, სასწორი საწოლში პრიმიტიულია, მაგრამ მისი რაოდენობრივი სექსუალური მონაცემები,  ხელსაყრელ პირობებში, პირდაპირ განსაცვიფრებელია.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ