Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

სიახლეები

თრეინინგ – ცენტრი „09“

„საინფორმაციო ცენტრ „09““ – თან არსებული „თრეინინგ ცენტრი „09“ აცხადებს მსურველთა მიღებას (როგორც კერძო პირებს, ისე კორპორატიულ სუბიექტებს),დასაქმების შემდგომი პერსპექტივით, შემდეგ თრეინინგებზე:

·        „სერვის პლუსი“/მომხმარებელთა ეფექტური მომსახურება;

·        ეფექტური კომუნიკაცია.

·          „საინფორმაციო ცენტრი 09“ და მისი თითოეული თანამშრომელი ცნობილია მთელს ქალაქში მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო ცენტრ 09“–ში მუშაობის გამოცდილება კარს უღებს ყველა მსურველს ნებისმიერი ორგანიზაციის ქოლ–ცენტრში სამუშაოდ.

 

ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ სწავლებას, არამედ პრაქტიკულ მუშაობასაც, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

 

თრეინინგის შესახებ

 

·        თრეინინგი „სერვის პლუსი“/მომხმარებელთა ეფექტური მომსახურება

 

თრეინინგი საშუალებას მისცემს კერძო პირებსა თუ კორპორატიულ მომხმარებლებს დახვეწონ კლიენტთა მომსახურების უნარ – ჩვევები, რაც, შესაბამისად გაზრდის გაყიდვების, საცალო და კორპორატიული კლიენტების რაოდენობას. ეს თრეინინგი ძალზე აქტუალურია იმ პირებისათვის, ვისაც სურს იპოვონ სამუშაო Call –ცენტრებში, საბანკო სექტორში, სადაზღვევო კომპანიებში, ტურისტულ სეგმენტში და მაღაზიებში.

 

·        ეფექტური კომუნიკაციის თრეინინგი

 

თრეინინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს და სრულყოს ურთიერთობის უნარ – ჩვევები, პრაქტიკაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა და დაისახოს კარიერული ზრდის პერსპექტივები.

 

თრეინინგები  განკუთვნილია:

 

·        კერძო პირებისათვის, ვისაც სურს მომსახურების სფეროში დასაქმება – ძიძა, გამყიდველი, კონსულტანტი, მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, საშუალო რგოლის და ტოპ – მენეჯერები;

·        კორპორატიული სუბიექტებისათვის, ვისაც სურს საკუთარი თანამშრომლების კლიენტთა მომსახურების უნარ – ჩვევების სრულყოფა/განვითარება.

·        ზემოხსენებული თრეინინგები აქტუალური იმ პირებისა და კომპანიებისათვის, ვისაც აქვს ამბიცია კარიერულ ზრდაზე და ბიზნესის განვითარებაზე.

 

თრეინინგის ხანგრძლივობა:1 კალენდარული თვე

 

თრეინინგების დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ თრეინინგში წარმატებით მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ეძლევათ შესაძლებლობა „საინფორმაციო ცენტრ „09“–ში დასაქმებისა..

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 დეკემბერი 2013.

 

დასაწყისი: 5 იანვარი 2014 წელი

 

თრეინინგის ღირებულება: 200 ლარი

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე:

(+99532) 2541154; 577 43 26 82 ან გამოაგზავნეთ განაცხადი ელ.ფოსტაზე: contact@09.ge

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ