Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

სიახლეები

სიახლე

ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ არა მხოლოდ მიიღონ ზოგადი ინფორმაცია ქართულ ხელნაწერებში დაცული გვარ-სახელების წარმომავლობის შესახებ, არამედ გამოიკვლიონ საკუთარი გვარისა და ოჯახის გენეოლოგია, გვარ-სახელის ეთიმოლოგია, მოიძიონ ნებისმიერი სახის მასალები არქივებიდან, გაიგონ საკუთარი გვარის ისტორია გვიანი დოკუმენტებიდან საქართველოს პირველ ანექსიამდე ( 1801 ) , მოიძიონ საეკლესიო ჩანაწერები ( 1801 - 1870 ), შეადგინონ თავისი ოჯახის გენიალოგიური ხე და ა.შ.

ამ საინტერესო კვლევის ჩატარებაში დაგემახრებათ "საინფორმაციო ცენტრი 09" და მისი პარტნიორი ორგანიზაცია "გენიალოგიური კვლევის ცენტრი არიან-ქართლი".

შეკვეთის განხორციელების ფორმატი:

მასალები საქართველოში მცხოვრებ საგვარეულო ისტორიის შესახებ

1. გვარის ისტორია

რომელიც მოიცავს:

გვარსახელის ითიმოლოგიას;

წარმოშობის არეალს;

საგვარეულოს სოციალურ მდგომარეობას ( გლეხი, აზნაური, თავადი );

საგვარეულოს შესახებ არსებულ ეთნოგრაფიულ მასალას ( თუ არსებობს კონკრეტული გვარის შესახებ ლეგენდები, მითები, თქმულებები );

უძველეს ისტორიულ წყაროებს, რომელშიც ფიქსირდება გვარი (  იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ საბუთებსა სიგელ-გუჯარში არ მოიხსენიება გვარი );

საგვარეულოს ადგილი ქართულ ლაშქარში ( კონკრეტულად რა პოზიციაზე იბრძოდნენ ქართულ ლაშქარში ამა თუ იმ გვარის მეომრები );

სტატისტუკური მონაცემები გვარის შესახებ

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ