Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

თევზები

თევზი, რომელსაც არაბულად ეწოდება „ჰუთი“.

 

თევზის ეტლი იუპიტერის სახლია. ამ დროს ვენერა ეგზალტაციაშია, ხოლო მერკური ჩავარდნილია და გაძევებულია. ეს არის ღამის ეტლი, ჩრდილოეთის მხარისა. მისი სტიქიონი  წყალია. მდედრობითი სქესისა არის, გრილი და ნედლია. ადამიანის სხეულის შემადგენელ ელემენტთაგან ბალღამი შეესაბამება. იგი ორბუნებოვანია, რადგანაც პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ზამთარია, ხოლო მეორე ნახევარში უკვე გაზაფხულია. როდესაც მზე ამ ეტლში დგას, ადრე ამოდის და გვიან ჩადის. დღეებიდან მას ხუთშაბათი ეკუთვნის. უხმოა და მრავალშვილიანი.

ეს არის მთავართა, მღვდელთა და საპატიო კაცთა ეტლი. ადამიანის სხეულის ნაწილებიდან კოჭი და ტერფი შეესაბამება. ქალაქებიდან – ალექსანდრია, ბუხარა, შავთა და ხუნძთა ქალაქები, აგრეთვე, საბერძნეთის კუნძულები. ადგილებიდან – მონასტრები, დიდი ზღვები, ღრმა ტბები, უფსკრულები და წყლის, სანადირო ადგილები. სულიერ არსებათაგან თევზები. ძვირფასი  ქვებიდან – მარგალიტი და სადაფი. ხელოსნებიდან იგი მფარველობს მენავეებს, მეთევზეებს და მეტივეებს.

ამ ეტლზე დაბადებულია ადამიანი ლამაზი პირსახისა არის – შესახედავად მშვენირი, ლამაზი ნაკვთებით, სუფთა და თეთრი კანით, პატარა თავით, თვალის დიდი კაკლებით. ზოგი გამხდარია, ზოგს კი განიერი ყბები აქს, სახელგანთქმულია და ენაწყლიანი, ოქროთი და ქონებით მდიდარი. ვნებიანი, ღირსებისმოყვარე, შრომისმოყვარე, ბრძენი და მართალი. განსაკუთრებით ემარჯვება წყალთან დაკავშირებული ხელობანი და თევზაობა. მისთვის მოგზაურობა კარგია. მკერდზე, გვერდსა ან მუცელზე ნიშანი უნდა ჰქონდეს.

ეს ეტლი სამნაწილიანია: პირველი ნაწილი, ათ გრადისამდე, სატურნისა არის. მეორე ნაწილი, ოც გრადუსამდე, იუპიტერისაა, ხოლო მესამე ნაწილი, ოცდაათ გრადუსამდე, მარსისა.

სატურნის ნაწილში დაბადებული შავგვრემანია, ტანად მაღალი, თხელთმიანი, დიდმუცელა და კარგი მჭამელი. მედიდური, სიძვის მოყვარული, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაში პატიოსანი.

იუპიტერის ნაწილში დაბადებული ღარიბების მფარველია, მლოცველი, სასულიერო საქმისთვის მოღვაწე, ბრძენი, ღირსეული და გონიერი, ვაჭრობის მოყვარული და ვაჭრობით გამდიდრებული. ნიშანი წვივზე უნდა ჰქონდეს. მარსის ნაწილში შობილი ადამინი ლამაზია, ჭროღა თვალები აქვს, ჭაბუკური ბუნება, გულუხვია, კაცთმოყვარე, თავის სხეულში იგი რაღაც დაავადებას უნდა ატარებდეს. განსაცდელი მას ფეხის ან თავის წყლულის ან ჭრილობის სახით შეემთხვევა.

მეთორმეტე და მეოცე გრადუსებზე დაბადებული იღბლიანი ადამიანია.

შაბათი დღე ნავსიანია.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
თევზი (19.02–20.03)– იგი გამოუსწორებელი რომანტიკოსია. მისი ტემპერამენტი მიმართულია თითქოს მის შიგნით. ფაქტიურად ილუზიებით სულდგმულობს. ბავშვობაში აღფრთოვანებული იყო ზღაპრებით, ნახატები არა ნაკლებ რეალურია მისთვის, ვიდრე სინამდვილე. მისი პირველი ნაცნობობა – ეს არის მომხიბლავი, ზრდილი, მორიდებული და რომანტიული ყმაწვილები გაუცნობიერებელი სქესობრივი ლტოლვით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: პირველი ჯგუფის წარმომადგენლები მტკიცე კავშირს ამყარებენ მამაკაცებთან, რომელნიც არც თუ მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევიან. როგორც წესი, მათი კავშირი ხანგრძლივი და ბედნიერია; მეორე ჯგუფს განეკუთვნებიან ბევრად უფრო მოუსვენარი ქალები. რომანტიული გმირის ნაცვლად, მათ წარმოდგენაში დომინირებს მეკობრე. მისი თქმით, მას რომ გამბედაობა ჰქონდეს, ცხოვრება ამ ტიპის მამაკაცს დაუკავშიროს, იგი უდავოდ ბედნიერი იქნებოდა. მაგრამ, როგორც წესი, თევზი გაურბის ე.წ. „ასპროცენტიან“ მამაკაცებს და ამჯობინებს მათ, ფსიქოლოგიურის თვალსაზრისით, სუსტ პარტნიორებს, რომელთა მიმართ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენს. ხშირად იგი მსახიობებისა და პოლიტიკური მოღვაწეების საყვარლად წარმოგვიდგება. ამ ადამიანების წინსვლა დიდად არის დამოკიდებული თევზის ნუგეშსა და სითბოზე. თევზს ე.წ. „ნამდვილი მამაკაცის“ სექსუალური ძალა იმდენად არ აფრთხობს, რამდენადაც საშიშროება, დაკარგოს თავისი ოცნებები და ილუზიები, რომელთაც იგი დამცველ ფარად იყენებს. მას არ ჰყოფნის გამბედაობა რეალობას თვალი გაუსწოროს, ამიტომ უფრო ხშირად, საკუთარი ქალურობის შემოწმებით გართულს, „ნამდვილი მამაკაცები“ მიატოვებენ ხოლმე, უმწიფარი ყმაწვილები კი მასთან რჩებიან. 

მამაკაცები
თევზი (19.02–20.03) – ეს ადამიანი თავის თავშია ჩაღრმავებული. მისთვის ყველა სხვა ადამიანი მხოლოდ თვითანალიზის ინსტრუმენტია. ეწევა მდიდარ სექსუალურ ცხოვრებას და თავის პარტნიორ – ქალებს დაუვიწყარ შეგრძნებებს ანიჭებს, თუმცა არ აძლევს მათ საშუალებას შეიცნონ მისი  შინაგანი სამყარო. მას მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. ხშირად მომხიბვლელად საუბრობს სექსზე, თბილად და ეროტიულად აღწერს პარტნიორის სილამაზესა და მშვენიერებას. როცა ქალები მას იგონებენ, თავის წარმოდგენაში ქმნიან მისი ინდივიდუალობის სრულიად მცდარ სახეს. თევზი თავს უსაზღვროდ მარტო გრძნობს და, საბოლოო ჯამში, სექსუალურ სფეროში მარცხდება. არ არსებობს ქალი, რომელიც შეაღწევს მის შინაგან სამყაროში და შეიცნობს მის ნამდვილ სახეს. ყოველ ქალს სიცოცხლის ბოლო დღემდე ემახსოვრება მასთან გატარებული წუთები, მაშინ როდესაც თევზი ყოველ მათგანს დაივიწყებს და მხოლოდ თავის თავს იქნება დაუფლებული.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ