Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

მშვილდოსანი

მშვილდოსანი, რომელსაც არაბულად „ყავს“ ეწოდება.

 

მშვილდოსნის ეტლი იუპიტერის სახლია. ამ დროს დრაკონი ჩავარდნილია. მისი სტიქიონი – ცეცხლია, ის ცეცხლი, რომელიც ადამიანის სხეულში საჭმელს გადაამუშავებს. ეს არის აღმოსავლეთის მხარისა და დღის ეტლი. მამრობითი სქესისა, მხურვალე და ხმელი. ადამიანის სხეულის შემადგენელი ოთხი ელემენტისგან – ზაფრა შეესაბამება. დღეებიდან მას ეკუთვნის ხუთშაბათი. ეს ეტლი ორბუნებოვანია: მისი პირველი ნახევარი შემოდგომას ეკუთვნის, მეორე ნახევარი – ზამთარს. როდესაც მზე ამ ეტლში შედის, გვიან ამოდის და ადრე ჩადის და შემოდგომის მიწურულია.

ეს არის კათალიკოსთა, ეპისკოპოსთა და მოსამართლეთა ეტლი, ადამიანის სხეულის ნაწილებიდან მას ბარკლები შეესაბამება. ქალაქებიდან – ბაღდადი და ისპაჰანი, იემენის ქალაქები. ქვეყნებიდან – რუსეთი. ადგილებიდან მას ეკუთვნის ეკლესია– მონასტრები და ბერ – მონაზონთა გამოქვაბულები, მოსამართლეთა კათედრები, ბოსტნები, სამიზნე და საასპარეზო ადგილები. ხელოსანთაგან იგი მფარველობს მკურნალებს, ცხენების გამხედნავებსა და გამყიდველებს. ხეთა შორის მას ეკუთვნის ყველაზე მაღალი ხეები, ფერებიდან: თეთრი – მოწითალოში გარდამავალი.

ამ ეტლზე დაბადებული ადამიანი სანდომიანი გარეგნობისაა, ლამაზი სახის, ოდნავ გრძელი ოვალით, ლამაზთვალება. მისი თვალის თეთრონის სიდიდე ოდნავ სჭარბობს თვალის კაკლის სიდიდეს. გრძელი ნიკაპით, ბრტყელმკერდა, წვივგრძელი, თხელთმიანი და მელოტი.

მას ხელმწიფური ბუნება აქვს. სიბრძინის, საკუთარი თავისა და ოქროს მოყვარულია. იგი ფრთხილია, ადამიანთა შორის პატიოსნებით გამოირჩევა და სახეზე მუდამ ბედნიერი გამომეტყველება აქვს. ზურგზე, მკერდზე და ფეხზე ნიშანი უნდა ჰქონდეს. ცხოველები უყვარს და ხელმარჯვეა. მშვილდოსნის ეტლი სამნაწილიანია: პირველი მერკურისაა, ათ გრადუსამდე; მეორე – მთვარისა, ოც გრადუსამდე; მესამე – სატურნისა, ოცდაათ გრადუსმდე.

მერკურის ნაწილში დაბადებული შავგვრემანია, ღია ფერის თვალებით, გრძელი ცხვირით, შეერთებული წარბებით. ხელმწიფეთაგან გამორჩეული, მწერალი, ჩუქურთმების მჭრელი და ლოცვის, საგალობლის კარგი მცოდნე.

მთვარის ნაწილში დაბადებული ტანდაბალი ადამიანია, მრგვალი ნიკაპით, ლამაზის სახის, შეერთებული წარბებით. ადამიანი რომელიც ბევრს მოგზაურობს.

სატურნის ნაწილში დაბადებული გამხდარია, ამპარტავანი და გულოვანი, მუდამ ჭაბუკური გულით, სახელგანთქმული, ფხიზელი და ღრმა ადამიანი. განსაცდელი მას სიმხურვალისა ან წყლისგან შეემთხვევა.

იღბლიანია მეცამეტე და მეოცე გრადუსზე შობილი, ხოლო ბოლო გრადუსზე დაბადებული – უიღბლო და მათხოვარია.

შაბათი დღე ნავსიანია.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
მშვილდოსანი (23.11–21.12)– ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს ხალისიანობა, შერწყმული შემეცნებისა და ახალი შთაბეწდილებების სიყვარულთან. მშვილდოსანი აქტიურ მონაწილეობას იღებს მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში. უყვარს სიახლეები, სენსაციები, ახალი შთაბეჭდილებები. გაწონასწორებულია, კონტაქტური, განსაკუთრებით იტაცებს ისეთი შეგრძნებებით ტკბობა, როგორიცაა სუნი, გემო, გამოსახულება, ბგერა. მაგრამ ყველაფერზე მეტად უყვარს თავისი სხეული, რომელიც მისთვის საუკეთესო სასიყვარულო ხელსაწყოს წარმოადგენს. მისი სექსუალური შესაძლებლობანი დიდი და უსაზღვროა, როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივადაც. მშვილდოსანს უყვარს მრავალფეროვნება, შეგრძნებათა მონაცვლეობა. იგი დაჯილდოვებულია ძლიერი ეროტიული აგზნების უნარით. მისი ენერგიის უდიდესი ნაწილი განკუთვნილია პარტნიორისთვის, რომელთანაც იგი ემოციურად არის დაკავშირებული და რომლის ბოლომდე ერთგულია. ამასთანავე, მისი არაჩვეულებრივი გულღიაობა და ახალ–ახალი ნაცნობობის მოთხოვნილება შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ მშვილდოსანი სხვის საწოლში აღმოჩნდეს. სექსი მას ისეთივე ძალით იზიდავს, როგორც მის დას – ღრიანკალს. მშვილდოსანმა კარგად უნდა შეამოწმოს მომავალი პარტნიორის ფსიქოლოგიური და ფიზიკური შესაძლებლობანი. თუ იგი დაქორწინდება საშუალო ან სუსტი ტემპერამნეტის მამაკაცზე, მას ელის გაყრა. იგი ადვილად აღიგზნება, გულწრფელად და ენთუზიაზმით რეაგირებს პარტნიორზე. მისი სექსუალური ცხოვრება მუდამ ჩინებული მისტერია და სპექტაკლია.

მამაკაცები
მშვილდოსანი (23.11–21.12)– ძალიან მგრძნობიარეა ხორციელი შეგრძნებების მიმართ. უყვარს გემრიელი კერძები, კარგი სასმელი, მუსიკა, ხელოვნების ნაწარმოებები, მზე, ბუნება და საზოგადოება. მას გეზი ყოველთვის სიამოვნებაზე აქვს აღებული. განსაკუთრებით უყვარს ქალები. იგი შესანშნავი საყვარელია და მეუღლის ყველაზე ცუდი ვარიანტი. მშვილდოსანი მომხიბლავი მეგობარია, გულწრფელი და პირდაპირი, მაგრამ ემოციურად ზერელე. ქალები მთლიანად იპყრობენ მას თავიანთი სილამაზით, ახალგაზრდობითა და მშვენიერებით, სხვადასხვაგვარ შეგრძნებებს ანიჭებენ მას, რითაც მშვილდოსანი ტკბება. მის მიერ ასეთ მომენტში წარმოთქმული სიტყვები შეიძლება ჟღერდეს როგორც პირფერობა და ქათინაური, მაგრამ თუ სიძნელეს წააწყდება, მაინც და მაინც არ განიცდის ამას და ამის გამო უფრო აგრესიული არ ხდება.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ