Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

ღრიანკალი

ღრიანკალი (მორიელი), რომელსაც არაბულად „აყრაბ“ ეწოდება.

 

ღრიანკალის ეტლი მარსის სახლია. ამ დროს მთვარე ჩავარდნილია, ხოლო ვენერა გამოძევებულია. მისი სტიქიონი წყალია, ის წყალი, რომელიც წვიმისაგან ჩამონადენი, ხევებში ნიაღვრებისა და მდინარეების სახით მოედინება. იგი ჩრდილოეთის მხარისაა, ღამის ეტლია, გრილია და ნედლი, მდედრობითი სქესისაა. ადამიანის სხეული შემადგენელ ელემენტთაგან ბალღამი შეესაბამება. როდესაც მზე ამ ეტლშია, გვიან ამოდის და ადრე ჩადის. ამ დროს შუაგული შემოდგომაა. ეს არის თურქების ეტლი. დღეებიდან მას ეკუთვნის სამშაბათი. უხმოა და მრავალშვილიანი. ადამინის სხეულის ნაწილებიდან შარდის ბუშტი, კვერცხები და ტანი შეესაბამება. ხეთა შორის მას ეკუთვნის დაბალი ხეები, ხოლო ქალაქებიდან – არაბეთის ბედია, რეი, ნეჰავენდი, არდებილი და კუმისი. ადგილებიდან– საპყრობილეები და ყველა ის ადგილი, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ხოცავდნენ, აგრეთვე ქურდებისა და ავაზაკების სამყოფლები და მათი სათარეშო ადგილები. სულიერი არსებებიდან –  მორიელი, ფუტკარი, წავი და წყლის ჭია. ხელოსანთაგან ეს ეტლი მფარველობს მენავეებს. ფერებიდან მას ოქროსფერი ეკუთვნის.

ამ ეტლზე დაბადებული ადამიანი პირმრგვალია, თეთრკანიანი და მოწითურო. ბრტყელმკერდიანი, გრძელწვივებიანი, დიდფეხება, თმიანი. ზურგზე მოწითალო ფერის ნიშანი უნდა ჰქონდეს. იგი მატყუარა, უსირცხვილო, ენაბილწი და უმეცარია. ღონიერი, სიძვისა და ღვინის მოყვარული, მაგრამ მეოჯახე. აგრეთვე იარაღის, ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარული. ეს არის ავისმოქმედი და მავნებელი ადამიანი.

ღრიანკალის ეტლი სამნაწილიანია: პირველი ნაწილი, ათ გრადუსამდე, მარსისაა; მეორე – მზისა, ოც გრადუსამდე; მესამე ვენერასი – ოცდაათ გრადუსამდე.

ვინც მარსის ნაწილშია დაბადებული, წითურია, ჭროღა და დიდრონი თვალები აქვს, გამხდარია. მას მარჯვენა ხელზე, ფეხსა და თავზე უნდა ჰქონდეს ნიშანი. ეს არის მძიმე და ფიცხი ადამიანი, ხშირად კაცის მკვლელი, სისხლისმსმელი, ადამიანთა შორის მტრობის ჩამომგდები.

მზის ნაწილში დაბადებული ადამიანი ამპარტავანია, მედიდური, საშიში, მრავლისმეტყველი, ამასთან გულადი, გულუხვი და ამაყი.

ვენერას ნაწილში შობილი კაცი დაბალი ტანისაა, კარგი მჭამელი, კარგი მსმელი და მემთვრალე, თვითონ ლამაზი და ქალების მოტრფიალე, ნარდისა და ჭადრაკის მოყვარული და მრავალცოლიანი. სიცოცხლეში მას ბევრი განსაცდელი შეემთხვევა. იღბლიანია მეშვიდე, მეთორმეტე და მეოცე გრადუსზე დაბადებული, ხოლო ეტლის ბოლოს შობილი – უიღბლოა და უკანონოდშობილი.

ოთხშაბათი დღე ნავსიანია. 

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
ღრიანკალი–მორიელი (23.10–20.11)– მას ყველაზე უფრო ძლიერი სექსულური ტემპერმანტი აქვს. უყვარს სექსი და დაუღალავად აღნიშნავს, რომ ამ მხრივ, გაუმაძღარია. თავის დიდ მოთხოვნილებებს იმით იკმაყოფილებს, რომ თავისი ბუნების ერთგულია და თავს არ იბოჭავს ეთიკური და სოციალური ნორმებით. სექსი იზიდავს მას, როგორც თვითმიზანი და, როგორც, ქმედება (თვითგამოხატვის ფორმა). იგი მის ცხოვრებაში კულტად იქცევა. თავშეკავება მხოლოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ღრიანკალზე. იგი ყოველთვის მიმზიდველია, არა იმდენად ესთეტიური სილამაზის თვალსაზრისით, რამდენადაც ემოციურობით. ფლოს უშრეტ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც შეუძლია ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმართოს. ღრინკალი ამაყობს თავისი სხეულით და მისი მშვენიერებით, ზრუნავს მასზე და მუდამ ფორმაშია. ტემპერამენტს სიბერემდე ინარჩუნებს. იგი ხშირად ნამდვილი ვირტუოზია სექსში. ის მამაკაცები, რომელნიც საწოლში შებოჭილობისაგან განთავისუფლებასა და ტკბობას ეძიებენ, უკეთეს პარტნიორს ვერ იპოვნიან. იმ მამაკაცებისთვის, რომელთაც არა აქვთ ტრადიციული შეხედულებანი სექსზე ოჯახურ ცხოვრებაში და ცოლ – ქმრულ ერთგულებაზე, ისინი შესანიშნავი ცოლები არიან. დაოჯახებულ ღრიანკალს ხშირად აქვს კავშირი სხვა პარტნიორებთან, რაც გამოწვეულია არა მეუღლის სუსტი ტემპერამენტით, არამედ ღრიანკალის წყურვილით – ეზიაროს ახალ შთაბეჭდილებებს. თუ მას მეუღლე უყვარს, იგი თავისებურად მისი ერთგულიც იქნება ანუ მეუღლე მას მუდამ პირველ ადგილზე ეყოლება. ღრიანკალი განასხვავებს სექსსა და სიყვარულს, ამიტომ მისი სექსუალური გატაცებები მხოლოდ ჰედონისტური მიზნებით (ფიზიკური დაკმაყოფილების მრავალფეროვნების ძიებით) არის განპირობებული და არასდროს არ მოქმედებს ოჯახურ სიმტკიცესა და მთლიანობაზე.

მამაკაცები
ღრიანკალი–მორიელი (23.10–22.11)– მძლავრი სექსუალური ტემპერამენტის მამაკაცია, მაგრამ თავისი უპირატესობის მტკიცებას არ ცდილობს. სასწორისგან განსხვავებით, მას თავისი მოთხოვნილებებისა და სურვილების რეალიზაციის დიდი უნარი აქვს. იგი არ ისწრაფვის დარწმუნდეს ქალზე უპირატესობაში და ხელახლა უმტკიცოს ეს თავის თავს. მას იმპოტენციის კი არ ეშინია, არამედ თავად ქალის.  თავისი ცხოვრების განმავლობაში ღრიანკალი გულდასმით სწავლობს არა თვითონ სექსს, არამედ ქალის ფსიქიკას, მის სუსტ და ნაკლოვან მხარეებს. ამას დიდი დაძაბულობის ხარჯზე აკეთებს. მრავალრიცხოვანი წარმატებები ნამდვილი ტრიუმფისა და ეროტული გამოცდილების დაგროვებაში, დიდი მიღწევის აქტებად იქცევა ხოლმე მორიელისთვის. მას შეუძლია იყოს ცივი და დახვეწილი ტაქტიკოსი, მოთამაშე, შესანიშნავი მსახიობი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, სრულიად სხვადასხვა როლს ირგებს. ღრიანკალი ოსტატურად იყენებს ისეთ გრძნობებს, როგორიც არის სიბრალული, ბოროტება, ეჭვიანობა, შური, თამაშობს კომპლექსებზე, დედობრივ ინსტინქტზე. ამ თამაშის სინატიფე მისი თანდაყოლილი ინტელექტიდან მოდის. ადამიანებთან ნებისმიერი სხვა ურთიერთობის დროს, გარდა სექსუალურისა, ღრიანკალი გულითადი, კეთილმოსურნე, გულისხმიერი და კეთილი ადამიანია. მისი აზრით, ქალებს უნდა უფთხილდე, მათი გავლენის ქვეშ კი არ უნდა მოექცე, არამედ ისინი საკუთარ გავლენას უნდა დაუმორჩილო. როდესაც ამას მიაღწევს, იგი კარგავს ინტერესს პარტნიორის მიმართ და ახალ მიზანს ირჩევს. საწოლში ღრიანკალი სპონტანურობის ნაკლებობას განიცდის, რის კომპენსაციასაც უსაზღვრო ფიზიკური შესაძლებლობებითა და მდიდარი ეროტული პროგრამით ახდენს.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ