Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

კურო

კურო, რომელსაც არაბულად „თავრი“ ეწოდება.

კუროს ეტლი ვენერას სახლია. ამ დროს მთვარე ეგზალტაციაშია. მისი სტიქიონი მიწაა. ის ღამის ეტლია, მდედრობითი სქესისა, გრილი და ხმელია და ადამიანის სხეულის შემადგენელ ელემენტთაგან – სევდა შეესაბამება. როდესაც მზე ამ ეტლის 15 გრადუსამდე მიდის, უკვე გაზაფხულია, ადრე თენდება და გვიან ღამდება, ნახევარი ხმა აქვს და მრავალშვილიანობით არ გამოირჩევა, კარგი თვისებებისაა. ეს ეტლი ქალწულებსა და წარჩინებულ ქალებს მფარველობს. ადამიანის სხეულის ნაწილებიდან მას ყელი და ხორხი შეესაბამება; ქალაქებიდან: ჰამადანი, ალექსანდრია, ტარსუ; ქვეყნებიდან - ქურთეთი, ჰირა, კილიკია, კავკასიის მთიანეთი. ადგილთაგან ამ ეტლს ეკუთვნის ყველა ვენახი, წალკოტი, ტყე-ველი, სახნავ-სათესი მიწები. ხელოსანთაგან იგი მფარველობს თერძებსა და მეწაღეებს; სულიერ არსებათაგან - ჩლიქოსნებს; ხეთა შორის - ყველაზე მაღალ ხეებს; სამოსელთაგან მისია ბისონი (ძვირფასი ქსოვილი) და ძოწეული (პორფირი). ფერებიდან ეკუთვნის მოლურჯო ელფერის თეთრი. კუროს დღე პარასკევია.

ამ ეტლზე დაბადებული ადამიანი ტანმაღალია, სანდომიანი სახის, შავი თვალებით, დიდი და ფართო შუბლით, წვრილი წარბებით. მას სახეზე, მხარზე ან თავზე რაიმე ნიშანი უნდა ჰქონდეს. იგი ქალთა მოტრფიალე და ლამაზების მოყვარულია. ბოხი ხმა აქვს, პატივმოყვარეა, თავს არავის შეაწყენს. ზოგიერთი ტანდაბალია. არ არის ვინმეზე ძვირის მთქმელი. იჯერებს სხვის ნათქვამს. უყვარს მოყვასნი და ზრუნავს მათზე, თუმცა ხშირად არ  უფასდება სიკეთე.

კუროს ეტლი სამნაწილიანია: ათ გრადუსამდე – მერკურს ეკუთვნის, ოც გრადუსამდე - მთვარეს, ხოლო ოცდაათ გრადუსამდე - სატურნს.

მერკურის ნაწილში დაბადებული ღრმა ადამიანია, ხშირ შემთხვევაში - მხატვარი. მეტად ხელმარჯვეა. მთვარის ნაწილში შობილი – მრგვალი პირსახისაა, ლამაზი, თამამი და მხიარული. თუ სატურნის ნაწილშია დაბადებული, იგი მძიმე და ზარმაცი ადამიანია, ქონების შემგროვებელი.

სიცოცხლის მანძილზე მას ცეცხლის ან სნეულების სახით ეწვევა განსაცდელი, ხოლო ის, ვინც მესამე, მეთოთხმეტე, მეთექვსმეტე, ოცდამეშვიდე გრადუსზეა დაბადებული, იღბლიანი იქნება.

ნავსიანი დღე სამშაბათია.
© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
კურო (19.04.–20.05) –ამაოდ შეეცდებით მის გაღმერთებას, ცდუნებას ან დამორჩილებას: კუროს ზოდიაქოზე შობილი ქალი თვითონ ირჩევს პარტნიორს და თავის  გრძნობებს მთელი სიღრმით მხოლოდ მასთან ავლენს. სხვა მამაკაცების მიმართ იგი ცივია, მიუკარებელი, მომთხოვნი, ჭირვეული და აბუჩად ამგდები. ყველა ვერ ეგუება მის გაუწონასწორებლობას, ჭირვეულობასა და ვნებიანობას. მასთან ურთიერთობა დიდ მოთმინებას მოითხოვს. კურო პოლიგამიურია ე.ი. ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან შეუძლია ჰქონდეს ურთიერთობა და მათი ერთგული იყოს. მრავალრიცხოვანი პარტნიორები მისთვის აუცილებელი მოთხოვნილებაა. არც ერთ მათგანს ხელიდან არ უშვებს. ის ირონიულად ეკიდება მამაკაცებს, რომელნიც სექსუალური თვალსაზრისით არ აინტერესებს. თავის რჩეულებს ვნებით ტკბობას უხვად ანიჭებს იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელნი არ ეცდებიან კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ იგი. საკუთარი სხეული მისთვის ძვირფასი ინსტრუმენტია, რომელსაც მხოლოდ ვირტუოზ შემსრულებელს ანდობს. სექსს დიდ დროს უთმობს, ტკბება მისი ცალკეული ფაზით და  ყოველგვარი შებოჭილობისგან თავისუფალი, მუდამ ხელმძღვანელობს პრინციპით – სექსი ტკბობაა. შეუძლია აღგზნებული იყოს რამდენიმე დღის განმვლობაში.  პრიმიტიული სექსუალური ურთიერთობა მას არ აინტერესებს.

მამაკაცები
კურო (19.04–20.05)– მის ცნობიერებაში წამყვანია საკუთარი მამაკაცური ღირსებების ურყევი რწმენა. არც თავისთვის და არც სხვისთვის ამის მტკიცება მას არ სჭირდება. არა აქვს მოთხოვნილება, თავის მამაკაცურ ღისებას ხაზი გაუსვას ისეთი საეჭვო საშუალებებით, როგორც არის სმა, აზარტული თამაშები, მოჩვენებითი უხეშობა და სისასტიკე, ძალაუფლების მოპოვების წყურვილი და დომინირება. იშვიათად თუ შეუყვარდება ვინმე, ხოლო თუ ამგვარი რამ მოხდა, იგი ქალთან კონტაქტის დროს, ემოციების მაქსიმუმს აღწევს. ძალიან მგრძნობიარეა, ქალში ხედავს არა მარტო სექსუალურ ობიექტს, არამედ ადამიანსაც. მასთან ურთიერთობისას, ქალები თავს ლამაზებად, ახალგაზდებად გრძნობენ და, დარწმუნებულნი არიან, რომ მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც წესი, იგი არ მიატოვებს ქალს ნაწყენსა და გაუბედურებულს. მას, ცხოვრების განმავლობაში, მრავალ ქალთან უხდება ურთიერთობა საწოლში, მაგრამ ამას თავისი გამარჯვებების კოლექციის გასამდიდრებლად არ აკეთებს. სექსისადმი რაოდენობრივი დამოკიდებულება მისთვის უცხოა. მას უყვარს სრული პიროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა, არ ემორჩილება საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. საზოგადოებაში ცოცხალი და მხიარულია, გონებამახვილი, ინტერესების ფართო სფერო აქვს. არაფერს არ აკეთებს ძალდატანებით. არასოდეს არ ამყარებს ქალთან ურთიერთობას მდაბალი, მისი ღირსების შემლახავი  და შეურაცმყოფელი განზრახვით. მისი მიზანი შემეცნება და ტკბობისა და ბედნიერების მინიჭებაა. 

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ