Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

ქალწული

ქალწული, რომელსაც არაბულად ეწოდება „სუმბულა“.

ქალწულის ეტლი მერკურის სახლია. ამ დროს მერკური ეგზალტაციაშია, ხოლო ვენერა ჩავარდნილია. მისი სტიქიონი მიწაა – ის მიწა, რომელიც ნაყოფს გამოიღებს. არის ღამის ეტლი, გროლია და ხმელი. მდედრობითი სქესისაა. ადამიანის სხეულის შემადგენელ ელემენტთაგან სევდა შეესაბამება. სამხრეთის მხარისა არის, ორბუნებოვანია: როდესაც მზე თხუთმეტ გრადუსამდე მიდის, მისი პირველი ნახევარი ზაფხულია, ხოლო შემდგომი ნახევარი ზაფხულის მიწურულია და შემოდგომა. ამ დროს მზე გვიან ამოდის და ადრე ჩადის.

ამ ეტლზე დაბადებულს მაღალი ხმა აქვს და ბეწია. იგი მფარველობს სახელმწიფო მოხელეებს და მწიგნობართუხუცესებს. ადამიანის სხეულის ნაწილებიდან მუცელი, მარჯვენა გვერდი და მარჯვენა მუხლი შეესაბამება.

ქვეყნებიდან შეესაბამება ასურეთი, ფარსი, თაქრითი. ქალაქებიდან – დამასკო, მოსული, შირაზი, ასტარაბადი, სარი. ადგილთაგან იგი მფარველობს მწიგნობართუხუცესთა სამყოფელს, ვენახებსა და ბოსტნებს, ნასახლარებს და სამკაულის შესანახ სკივრებს. მფარველობს საოქრომჭედლო  საქმეს. სულიერ არსებათაგან თუთიყუშსა და იადონს, შაშვსა და ყველა სხვა მგალობელ ჩიტს, კვირიონს. აგრეთვე, მელიას, ველურ და შინაურ კატას და ძაღლს. ხელოსანთაგან ეს ეტლი მფარველობს მწერლებსა და ჩუქურთმის მჭრელებს. ფერებიდან მისია ღია ყვითელი, ხოლო დღეებიდან – ოთხშაბათი.

ამ ეტლზე დაბადებული ბრძენი, გონიერი და მართალი ადამიანია. მშვენიერი გარეგნობისა, არც გამხდარი, არც მსუქანი, დიდთვალება და კეხიანი ცხვირით. გულუხვია, არაჩვეულებრივი მახსოვრობა აქვს, ენაწყლიანია, ყველასთავის სასურველია მასთან სიახლოვე. წიგნიერია, მოწყალე და მის მაქებართა მოყვარული, სიკეთის დროულად სიკეთითვე უპასუხებს. მტერი ვერაფერს აკლებს ასეთ ადამიანს. ზოგიერთი სიძვის მოყვარულიცაა. განსაცდელი სიმხურვალისგან, წყლულისა და ბოროტი ადამიანისგან შეემთხვევა. ნიშანი ხელზე და მუცელზე უნდა ჰქონდეს.

ქალწულის ეტლი სამნაწილიანია: პირველი ნაწილი – ათ გრადუსამდე – მზისაა, მეორე, ოც გრადუსამდე –  ვენერასი, ხოლო მესამე, ოცდაათ გრადუსამდე – მერკურისა.

მზის ნაწილში შობილს, მიმზიდველი სახე აქვს, ლამაზთვალება, მოყვითალო ფერის კანი. მამაცია, მკვრივი აგებულებისა და გულადი. თუ ვენერას ნაწილშია დაბადებული, ლამაზი ხმის ტემბრი აქვს და თავადაც უყვარს ლამაზი ხმა, ლამაზი სახე, ლამაზი სამოსელი და ლამაზი სამკაული, უყვარს განცხრომა და ღვინის სმა.

მერკურის ნაწილში შობილი ადამიანი ბრძენი, მწიგნობარი ან პოეტია.

იღბლიანია მესამე, მეთორმეტე და მეოცე გრადუსზე დაბადებული.

პარასკევი დღე ნავსიანია.

© ყველა უფლება დაცულია, ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 

სექსუალური ჰოროსკოპი

ქალები
ქალწული (23.08–22.09)– ბედნიერია ის, ვისაც ქალწული უყვარს და მასთან გაზიარებულ სიყვარულს იპოვის. ადამიანთა ურთიერთობის გამოცდილება ამაზე უკეთესსა და მშვენიერს ვერაფერს შემოგთავაზებთ. ქალწული აღმერთებს სექსს. იგი მონოგამიის თანმიმდევრული და თავგამოდებული ქომაგია. ახასიათებს ერთხელ არჩეული პარტნიორის ერთგულება, სექსისთვის მისი მზადყოფნა არ არის დამოკიდებული დროსა, ადგილსა და გარემოებაზე. სექსისთვის მზად არის დაუჯერებელ სიტუაციაშიც კი. კომპლექსებისაგან თავისუფალია და, მზად არის, ნებისმიერი ექსტრავაგანტურობისა და ექსპერიმენტებისთვის, ოღონდ ძალზე ინტიმურ პირობებში. მისი აზრით, სექსს ყავლი არასოდეს გასდის. ქალწულის ემოციები არ ეწინააღმდეგება მის ოცნებებს, ფაქიზი ჟესტებითა და ალერსით მუდამ ხაზს უსვამს იმას, რომ პარტნიორს ეკუთვნის. პარტნიორის გარეშე იგი იტანჯება, ვინაიდან სწყურია სიახლოვე, შეხება და სითბო. მისი განაწყენება ადვილია, თუ უარს იტყვით მის სინაზესა და ალერსზე. ქალწულს ეს მტრული დამოკიდებულების გამოხატვად მიაჩნია და ვერ ეგუება მას, თუმცა კარგად იცის, რომ კაცის მხრივ უარი შეიძლება გამოწვეული იყოს გადაღლილობით ან სექსის მოყირჭებით. ეს მისთვის ძნელი გასაგებია, რადგან თვითონ არასოდეს არ იღლება ეროტიული იმპულსებით ან სექსუალური იმპულსების სიჭარბისაგან. მას ძალუძს იყოს ერთდროულად შესანიშნავი მეუღლე, საყვარელი, დედა, დიასახლისი, იგი მტკიცედ ერთგულია და ეკუთვნის მხოლოდ ერთ პარტნიორს. სწორედ ამიტომ არის მისთვის გაუგებარი და მიუღებელი პარტნიორის მოთხოვნილება და სურვილი ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა.

მამაკაცები
ქალწული (23.08–22.09)– მისი სექსუალური ინდივიდუალობის განვითარება შენელებულად და გვიან იწყება. სექსუალურ ცხოვრებასაც გვიან იწყებს. ახალგაზრდობაში აღმერთებს ქალიშვილებს. ხანდახან ისეც ხდება, რომ მეუღლე მისთვის პირველი სექსუალური პარტნიორია, თვითონ კი ქორწინებამდე სრულად ვერც შეუგნია თავისი სექსუალური მოთხოვნილებანი და შესაძლებლობანი. პარტნიორს აღმერთებს და ეთაყვანება, ხშირად ზედმეტადაც კი აფასებს მის ღირსებებს, რაც გამოუცდელობას უნდა მივაწეროთ. ქალწული ერთგული მეუღლე და მამაა. მისი დამთმობი და მოსიყვარულე ხასიათი ხშირად ცუდ სამსახურს უწევს მას, ვინაიდან ქალების უმრავლესობა სულ სხვას ხასიათის თვისებებს მოითხოვს მამაკაცებისგან  და არა გაიდეალებასა და თავის შეწირვას. ამის გამო ქალწული ხშირად აღმოჩნდება ხოლმე გამოუვალ მდგომარეობაში. მშვიდი, დელიკატური, ენთუზიაზმით აღსავსე, არაპრაქტიკული ქალწული ისევე გვიან ღალატობს ცოლს, როგორ გვიანაც შეიცნობს პირველ ქალს. ორმოცი წლის ასაკს მიღწეული თავის ბიოლოგიურ მოწოდებას უეცრად მთლიანად ჩასწვდება.  ამ მომენტიდან მისი ცხოვრება შეიძლება ორი მიმართულებით წარიმართოს: პირველ შემთხვევაში,  იგი თავისთვის აღმოაჩენს სექსს;  რწმუნდება, რომ მისი ახალგაზრდული იდეალიზმი თავის მოტყუება იყო და ამ ასაკში, მის თანატოლებისაგან განსხვავებით, იწყებს ინტენსიურ და აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. მაგრამ, შეიძლება პირიქითაც მოხდეს: მისი დაუოკებელი ტემპერამენტი ვერ განთავისუფლდეს პირობითობისა და შებოჭილობის ტყვეობისგან. ამ შემთხვევაში მას ელის იმედგაცრუება და სინანული, უქმად დაკარგულ ახალგაზრდულ წლებზე.

 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ